რედაქტორის გვერდი

 

დევი ფირცხალაიშვილიმოგესალმები მკითხველო!

პირველ რიგში მადლობა რომ PCMania-ს სტუმრობ.

საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა. ეკონომიკა, მედიცინა და სხვა მოწინავე სფეორები მთლიანად დამოკიდებული ხდებიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე, კომუნიკაციის მექანიზმებზე და მსგავს რესურსებზე. 2007 წლიდან ბლოგის კონტრიბუტორებთან ერთად ვცდილობ ვიყოთ მკითხველის მეგზური ამ ჯადოსნურ სფეროში, სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და ბევრი რამის შესწავლაა საჭირო.

ტექნოლოგიების განვითარების ტემპებმა მნიშვნელოვნად იმატა ბოლო ათწლეულში და მის სისწრაფეს უკვე გეომეტრიულ პროგრესიასაც ადარებენ. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიმჩნევა ინტერნეტის და თანამედროვე ტექნოლოგიების როლი, მათზე ჩვენი პროდუქტიულობისა და კომუნიკაციის სისწრაფის დამოკიდებულება. შესაბამისად ჩვენი კარიერული წინსვლა და განათლებაც კი, მთლიანად თუ არა მეტწილად უკვე დაყრდნობილია ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნაზე და უნარ-ჩვევებზე.

ჯერ კიდევ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში მოსწავლეობის დროს, 14 წლის ასაკში, ამ საკითხებით დაინტერესებულმა გადავწყვიტე შემექმნა შემეცნებითი ვებ-რესურსი კომპიუტერულ ტექნოლოგიების შესახებ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, პროექტიც ჩემთან ერთად გაიზარდა და გარკვეულ წილად სახეც იცვალა, თუმცა მთავარი იდეა – ცოდნისა და კომპიუტერული უნარჩვევების გავრცელება – კვლავ მასშია.  პერიოდულად, შეძლებისდაგვარად  საკუთარი ენთუსიაზმით ვახერხებ PCMania-ს მკითხველებისთვის წერას და მცდელობას – პროექტი დავაწიო იდეების და გამოგონებების უკიდეგანო სივრცეში მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიებს.

ქ. ბუქარესტში საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტების ოლიმპიადაზე მიღებული ვერცხლის მედალი. მარცხნიდან მარჯვნივ - ჩემი თანაგუნდელი და ამჟამად FX-ის აქტიური წევრი რეზი ყუფარაძე და მე. 2010 წ.

ქ. ბუქარესტში საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტების ოლიმპიადაზე მიღებული ვერცხლის მედალი – პროექტისთვის PCMania – Knowledge for Freedom. მარცხნიდან – პროექტში თანაგუნდელი და  FX-ის წევრი  – რეზი ყუფარაძე და მე. 2010 წ.

 

2011 წლიდან, სამეცნიერო-ტექნოლოგიური საკითხებით დაინტერესებულ მეგობრებთან ერთად ახალ სოციალური საწარმოს ტიპის ორგანიზაციას ჩავუყარე საფუძველი. ოფიციალურად 2012 წლიდან – დღემდე კი ორგანიზაცია “FX” უკვე არაერთ საინტერესო პიროვნებას აერთიანებს და თავად არის ძალიან საინტერესო პროექტების ავტორი. PCMania-ც ამ ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ ექცევა და ნელნელა პროექტისთვის როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსების მოზიდვას ცდილობს.

მომავლის და ქართველ ახალგაზრდებში განვითარების წყურვილის იმედით, ვაგრძელებთ პროექტის მხარდაჭერას. გვსურს ბევრი შევმატოთ ვებ-საიტს და მის მომხმარებლებს.

დევი ფირცხალაიშვილი,
მთავარი რედაქტორი,
პროექტის ავტორი