PCMania-ს შესახებ

 ლოგო

‘PCMania’ ლიდერი ქართულენოვანი ინტერნეტ რესურსია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ. ჩვენი ბლოგი და ფორუმი ქმნის ინტერაქტიულ სივრცეს, სადაც მკითხველს საშუალება ეძლევა წაიკითხოს ან გამოაქვეყნოს საინტერესო სტატიები და გასართობ-შემეცნებითი პოსტები, გამოხატოს აზრი,  წამოიწყოს დისკუსია, მიიღოს რჩევები და  დახმარება გარკვეულ პრობლემებზე (პროგრამებთან და კომპიუტერულ მოწყობილობებთან დაკავშირებით) და სხვ.

დამწყების დონის მომხმარებელიდან პროფესინალამდე, ჩვენ გთავაზობთ ვებ-საშუალებას კომპიუტერული უნარჩვევებისა და ცოდნის განვითარებისთვის და ერთმანეთში გაზიარებისთვის.

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია საქართველოში ცოდნისა და უნარჩვევების გავრცელება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში – ქართულენოვანი, გასართობ-შემეცნებითი კონტენტის წარმოებით და ორგანიზებით.

2012-წლიდან პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია FX-ის ბაზაზე.

 

დაათვალიერეთ ჩვენი ‘მუზეუმი’

ვერსიის ისტორია

PCMania ვერსია 5.0

V5.0 – 2014/11
– შეიცვალა დიზაინი
– გაუმჯობესდა ლოგო
– განახლდა სამომხმარებლო შეთანხმება
– გაიწმინდა კონტენტი
– შეიცვალა ფორუმის ძრავა და დიზაინი

V4.0 – 2010 წელი

PCMania ვერსია 4.0

V3.0 – 2009 წელი

PCMania 3.0 ვერსია

V2.0 – 2009 წელი

PCMania ვერსია 2.0

V1.0 – 2007 წელი

PCMania ვერსია 1.0

ლოგოს ისტორია

logo_timeline

ჩვენზე

ალბათ, კარგად გახსოვს ის დღე, როდესაც პირველად შეეხე კლავიატურას. შემდეგ ბევრი სასაცილო შეცდომა დაუშვი. 🙂 კომპიუტერის ათვისების პროცესში რამდენი სისულელე გამიკეთებია, რომლებზეც ახლა გულიანად მეცინება. ქართულ ვირტუალურ რეალობაში გამოჩნდა საიტი, რომელიც ცდილობს კომპიუტერის დამწყებ (და არა მარტო) მომხმარებლებს გზა გაუნათოს, რჩევები მისცეს.

PCmania.ge – აქ გაიგებთ IT სამყაროსთან დაკავშირებულ ბევრ სიახლეს. განსაკუთრებით დამაინტერესა სტატიებმა, რომლებიც ლოკალურად ჩატარებული ექსპერიმენტებია აღწერილი. აქვე შეგიძლიათ გადმოიწეროთ და წაიკითხოთ IT ლიტერატურა და ეზიაროთ კომპიუტერულ იუმორს, რომელიც მხოლოდ ერთეულებს ესმით. – გურიჩა,  რუსთავი 2-ის დილის გადაცემა – 2007 წელი

საინტერესო ექსპერიმენტი

ჩვენი ექსპერიმენტალური გადაცემის რამდენიმე ჩანაწერი “ნავიგატორ ტვ-სთვის” რომელიც საკაბელო მაუწყებლობით ტრიალებდა. გადაღებები მიმდინარეობდა 2012 წლის შემოდგომაზე.

ვიპყრობთ მწვერვალებს – InfoMatrix 2010

2010 წელს პროექტი PCMania მონაწილეობდა საინფორმაციო ტექნოლოგიების კონკურსში InfoMatrix, ქალაქ ბუქარესტში. პროექტი “ციფრული მედიის” კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. დეტალებისთვის წაიკითხეთ ჩვენს ვებ-საიტზე განთავსებული სტატია.

პროექტის პოსტერი:

პროექტის პოსტერ
ვერცხლის მედალი:
ვერცხლის მედალი

უკან – ბანერლენდში (2007-2014)

banner

რეტრო კოლექცია

20 კომენტარი
  1. დიდი მადლობა გავეცანი დამწკებ ვებდიზაინერის სწავლების თემას და ბევრი სარგებლობა ვნახე.გაიხარეთ წარმატებები თქვენს გზაზე

  2. KOMPIUTERS DAEMARTA ESETI RAM CD DISKEBI AGARMIAQVS DA MARYO dvdS XSNIS CICIS ROM VDEP MIWERS SYSTEM32 RISI BARLI SHEIDZLEBA IYOS

    • giorgi

      სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ჩავწვდი რას გიწერს და რა პრობლემა აქვს მაგრამ ერთია.. თუკი დივიდის კითხულობს ესეიგი წამკითხველი მოწყობილობა წესრიგშია და პრობლემა თვითონ ოპერაციულ სისტემაში უნდა ვეძებოთ. მე გირჩევდი თუკი შენს სისტემას SYSTEM32-ს დონეზე აქვს უკვე პრობლემები ჯერ კარგად გაასუფთავო ვირუსებისგან ხოლო შემდეგ უბრალოდ გადააყენო სისტემა და წესით ყველაფერი სტაბილურად იმუშავებს.

  3. interesiT gavecani Tqvens vebgverds,bevri saChiro informacia mivige, kargia, gmadlobT! erTi ram maintreresebs _ Tu arsebobs qarTuli marTlceris Semmocmebeli programa, garda “sapovnelasi“, da rogor movipovo igi? Tu iciT da mipasuxebT, Zalian mmadlobeli viqnebi.
    saukeTeso survilebiT,
    Tamar Gabelaia

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *