PCMania-ს შესახებ

 ლოგო

‘PCMania’ ლიდერი ქართულენოვანი ინტერნეტ რესურსია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ. ჩვენი ბლოგი და ფორუმი ქმნის ინტერაქტიულ სივრცეს, სადაც მკითხველს საშუალება ეძლევა წაიკითხოს ან გამოაქვეყნოს საინტერესო სტატიები და გასართობ-შემეცნებითი პოსტები, გამოხატოს აზრი,  წამოიწყოს დისკუსია, მიიღოს რჩევები და  დახმარება გარკვეულ პრობლემებზე (პროგრამებთან და კომპიუტერულ მოწყობილობებთან დაკავშირებით) და სხვ.

დამწყების დონის მომხმარებელიდან პროფესინალამდე, ჩვენ გთავაზობთ ვებ-საშუალებას კომპიუტერული უნარჩვევებისა და ცოდნის განვითარებისთვის და ერთმანეთში გაზიარებისთვის.

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია საქართველოში ცოდნისა და უნარჩვევების გავრცელება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში – ქართულენოვანი, გასართობ-შემეცნებითი კონტენტის წარმოებით და ორგანიზებით.

2012-წლიდან პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია FX-ის ბაზაზე.

 

დაათვალიერეთ ჩვენი ‘მუზეუმი’

ვერსიის ისტორია

PCMania ვერსია 5.0

V5.0 – 2014/11
– შეიცვალა დიზაინი
– გაუმჯობესდა ლოგო
– განახლდა სამომხმარებლო შეთანხმება
– გაიწმინდა კონტენტი
– შეიცვალა ფორუმის ძრავა და დიზაინი

V4.0 – 2010 წელი

PCMania ვერსია 4.0

V3.0 – 2009 წელი

PCMania 3.0 ვერსია

V2.0 – 2009 წელი

PCMania ვერსია 2.0

V1.0 – 2007 წელი

PCMania ვერსია 1.0

ლოგოს ისტორია

logo_timeline

ჩვენზე

ალბათ, კარგად გახსოვს ის დღე, როდესაც პირველად შეეხე კლავიატურას. შემდეგ ბევრი სასაცილო შეცდომა დაუშვი. 🙂 კომპიუტერის ათვისების პროცესში რამდენი სისულელე გამიკეთებია, რომლებზეც ახლა გულიანად მეცინება. ქართულ ვირტუალურ რეალობაში გამოჩნდა საიტი, რომელიც ცდილობს კომპიუტერის დამწყებ (და არა მარტო) მომხმარებლებს გზა გაუნათოს, რჩევები მისცეს.

PCmania.ge – აქ გაიგებთ IT სამყაროსთან დაკავშირებულ ბევრ სიახლეს. განსაკუთრებით დამაინტერესა სტატიებმა, რომლებიც ლოკალურად ჩატარებული ექსპერიმენტებია აღწერილი. აქვე შეგიძლიათ გადმოიწეროთ და წაიკითხოთ IT ლიტერატურა და ეზიაროთ კომპიუტერულ იუმორს, რომელიც მხოლოდ ერთეულებს ესმით. – გურიჩა,  რუსთავი 2-ის დილის გადაცემა – 2007 წელი

საინტერესო ექსპერიმენტი

ჩვენი ექსპერიმენტალური გადაცემის რამდენიმე ჩანაწერი “ნავიგატორ ტვ-სთვის” რომელიც საკაბელო მაუწყებლობით ტრიალებდა. გადაღებები მიმდინარეობდა 2012 წლის შემოდგომაზე.

ვიპყრობთ მწვერვალებს – InfoMatrix 2010

2010 წელს პროექტი PCMania მონაწილეობდა საინფორმაციო ტექნოლოგიების კონკურსში InfoMatrix, ქალაქ ბუქარესტში. პროექტი “ციფრული მედიის” კატეგორიაში მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. დეტალებისთვის წაიკითხეთ ჩვენს ვებ-საიტზე განთავსებული სტატია.

პროექტის პოსტერი:

პროექტის პოსტერ
ვერცხლის მედალი:
ვერცხლის მედალი

უკან – ბანერლენდში (2007-2014)

banner

რეტრო კოლექცია

20 კომენტარი
  1. iqneb mitxra sad sheidzleba viyido operatiuli mexsiereba noutbuqis NX6125 ert gegabaitiani an oriani.. sad sheidzleba ro vishovo DDR aris marto

  2. giorgi kitxvaze vcem pasuxs.. giro windowsi aris chasaceri da magitom gicers systems32.. diskebs kide magitom ar xsnis.. sheidzleba virusi qondes

  3. vaso თუ დაგიშლია სენი ნოუთბუქი მას აქვს კმოს ელემენტი ამოიღე და რამდენიმე წუთის სემდეგ ჩადე ყველაფერი გამოსწორდება

  4. KAI SAITIA MARA RAGAC DIZAINI AR MOMWONS IQNEB RAXAC TEQNOLOGIEBTAN SHESABAMISI DIZAINI GAGEKETEBINAT. DANARCHENI YVELAFERI KAIA ERTI AVASTI RO GAQVT DZVELIA DA AXALI DAAGDET.

    KIDEV ERTI IQNEB CALKE GVERDI SHEGEQMNAT SAITZE SAXELAD SHENISHVNEBI SAITS RATA GAITVALISWINOT SHEMDGOMSHI DA KAI IQNEBA TU XSHIRAD GANAXLDEBA SAITI RADGAN TU LINEAGES WER IQVE CRYSIS WARS UNDA DAWERO ROGORI TAMASHIA AMAZE MAGARI GRAFIKA ARC ERT TAMASHZE AR MINAXIA DA IQNEB XALXS GAACNOT DA MODERATORIS E-MAIL TU IQNEBA KAI IQNEBA DASAKAVSHIREBLAD.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *