
ოპერაციული სისტემა – Mac OS X-ი
DEVI | Feb 07, 2008 | Comments 15


მაკ ოს X-ის ინტერფეისი
მაკინტოშის ოპერაციული სისტემა X (Mac OS X) – კომპანია ეპლის დამუშავებული ოპერაციული სისტემის მე-10 ვერსიაა, რომელიც ეპლ მაკინტოშის სამომხმარებლო და პროფესიულ კომპიუტერებს ახლავს თან. ეს სისტემა მაკინტოშის წინა ვერსიებისგან რადიკალურად განსხვავდება და ეს ფაქტი ხაზგასმულია მის სახელში ვერსია 10-ის ნაცვლად X-ის ჩანაცვლებით (უფრო დაწვრილებით იხ. [ისტორია]). ეპლ კომპიუტერი ოპერაციულ სისტემას ცალკეც ჰყიდის, როგორც პროგრამულ პაკეტს ეპლის პერსონალური კომპიუტერებისთვის.
მაკ ოს X სერვერი არქიტექტურულად მისი დესკტოპ თანამოძმის იდენტურია და განკუთვნილია ეპლის მიერ გამოშვებული მაკინტოშის სერვერებისთვის. მასში შედის სამუშაო ჯგუფთა მართვისა და ადმინისტრაციის პროგრამული ხელსაწყოები, რომელიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ქსელურ მომსახურებასთან (მაგ. საფოსტო სერვერი, სამბა სერვერი, დირექტორიული სერვერი და დომენის სახელთა სერვერი) გაადვილებულ კომუნიკაციას.
ისტორია

მაკ ოს X ვ.10.4 (ვეფხვი), კოლოფი
მიუხედავად იმისა, რომ მაკ ოს-ის ეს ვერსია “მეათედ” არის მონათლული, მისი ისტორია მაკინტოშის ადრეულ ოპერაციულ სისტემათაგან თითქმის სრულიად დამოუკიდებლად განვითარდა. ის ეფუძნება კარნეგი-მელონისა (მახ-კერნელი) და ბერკლის უნივერსიტეტების (ბსდ) მიერ იუნიქსის ბაზაზე დამუშავებულ ოპერაციათა სისტემებს, რომელიც სტივ ჯობსის კომპანია ნექსტის (NeXT) მიერ დამუშავებულ მრავალფუნქციონალურ სისტემაში “ნექსტსტეპ” (NEXTSTEP) იყო გაერთიანებული. პარალელურად, ეპლიც ცდილობდა საკუთარი “მომავალი თაობის” ოპერაციული სისტემის დამუშავებას, თუმცა წარუმატებლად. საბოლოოდ, ნექსტის ოს (რომელსაც უკვე OPENSTEP ერქვა) შეირჩა ეპლის მომდევნო ოს-ის ბაზად და კომპანიამ მასზე სრული უფლება შეისყიდა. გარიგების თანახმად ჯობსი ეპლში დაბრუნდა და მალევე კომპანიის ლიდერიც გახდა. მისი მეთაურობით განხორციელდა პროგრამისტებისთვის ღია ოპენსტეპის ეპლის ძირითადი ბაზრისთვის (საშინაო მომხმარებელთა და კრეატიულ პროფესიონალთათვის) მისაღებ სისტემად გარდაქმნა – პროექტი, რომელიც ცნობილია სახელით – რაფსოდი. რამდენიმე მცირე იმედგაცრუების შემდეგ საბოლოოდ რაფსოდი “მაკ ოს X”-ად გარდაიქმნა.
სახელწოდება
ნიშანი X რომაული რიხცვი “ათი”-სა და იქსის (ტრადიციულად უნიქსის ბაზაზე დამუშავებული ოპერაციული სისტემების აღმნიშვნელი) კომბინაციაა, და გამოითქმის როგორც “ათი”. ის ნაწილობრივ მაკინტოშის წინა ოპერაციული სისტემების მაკ ოს 8 და მაკ ოს 9 დანომვრის გაგრძლების აღმნიშვნელია და ასევე ეპლის ტენდენციისისამებრ სპეციფიური ვერსიების მინიშნებისას ორაზროვნებას გამორიცხავს (მაგ. მაკ ოს X ვ.10.4).
მაკ ოს X-ის ვერსიები კატისებრთა ოჯახის დიდ წარმომადგენელთა სახელებს ატარებს. გამოშვებამდე ვ.10.0-ს არაოფიციალურად კოდური სახელი “Cheetah” დაერქვა, ვ.10.1-ს კი, ასევე არაოფიციალურად – “პუმა”. ვ.10.2 “იაგუარი”-თან დაკავშირებული დიდი მითქმა-მოთქმის საპასუხოდ ეპლი პროდუქტის მარკეტინგში ღიად იწყებს კოდური სახელების გამოყენებას ოპერაციული სისტემის პოპულარიზებისთვის. ვ.10.3-ს “პანტერა” დაერქვა, ვ.10.4-ს “ვეფხვი”, ხოლო მომდევნო ოპერაციული სისტემა, როგორც აცხადებენ, “ლეოპარდი” უნდა გახდეს.
განხილვა
მაკ ოს X რადიკალური გადახვევაა მაკინტოშის წინა ოპერაციული სისტემებისგან, რადგან მისი ძირეული კოდთა ბაზა სრულიად განსხვავდება ადრინდელი ვერსიებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ცვლილებები ზედაპირს ქვეშაა, აქუა გრაფიკული ინტერფეისი ყველაზე თვალშისაცემი სიახლეა. შერბილებული კუთხეები, ტრანსლუსენტური ფერები, ვიწროხაზოვანი გრაფიკა ფანჯრებსა და დესკტოპ კონტროლს უფრო მრავალფეროვანს ხდის ოს 9-ის “პლატინის” გარეგნობასთან შედარებით. თავდაპირველად ამგვარმა გარდაქმნად მომხმარებელთა შორის დიდი აზრთა წინააღმდეგობა გამოიწვია – ძველ სისტემას მიჩვეული მომხმარებლები მას სათამაშოს ამსგავსებდნენ და არაპროფესიონალურად მიიჩნევდნენ, თუმცა უმრავლესობის მიერ ახალი ინტერფეისი მყისვე ეპლის რევოლუციურ ინოვაციად მოინათლა. დეველოპერებმა სწრაფად აიტაცეს ეს სიახლე და ოს X-ის ბაზაზე საკუთარი პროგრამებისთვისაც დაიწყეს აქუას ინტერფეისის მსგავსი მოდიფიცირებული სკინების გამოშვება.
მაკ ოს X-ის ფუძეა იუნიქსის მსგავსი ოპერაციული სისტემა ღია პროგრამული კოდით (open source), რომელიც დაშენებულია XNU ბირთვზე (kernel) სტანდარტული იუნიქსის საკომანდო ხაზის (command line) ინტერფეისით. ეპლი ამ ბირთვს, სახელწოდებით დარვინი, თვით ოპერაციული სისტემის გამოშვებამდე ხდის მისაწვდომს გარე დეველოპერებისთვის. სისტემის ფუძეზე ეპლი ამუშავებს რამდენიმე ლიცენზირებულ კომპონენტს დახურული კოდით – აქუა მომხმარებლის ინტერფეისი და მაკინტოშ ფაინდერი (ფაილთა მართვის სისტემა). ამგვარმა კომბინაციამ მაკ ოს X ყველაზე წარმატებული (და გაყიდვადი) იუნიქსის მსგავსი სამუშაო ინტერფეისი გახადა (გაყიდულ სისტემათა რაოდენობის მიხედვით).
წყარო: Wikipedia
ავტორი: გიორგი მაჩიტიძე
მეორე წყარო: www.PCMania.ge
Filed Under: ★ Articles
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები
Comments (15)
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!








dzaan gamaxarebt tu met informacias da programebs dadebt mac os x ze me apple is kompiuteri mak da kargad ver shevetsket ertmanets :d
mak os leopardis ufasod gadmotsera xo ar icit saidan sheidzleba?
mak os leopardis ufasod gadmotsera xo ar icit saidan sheidzleba?
gio_g
torentze vnaxe linki tu gamodgeba ar vici: http://torrents.thepiratebay.org/3859875/Mac_OS_X_Leopard_(full_final_release).3859875.TPB.torrent
mac osx_is gadmowera sad sheidzleba ufasooood? dzalian gtxovt tu icit vinmem mitxarit
au gtxoovt rta, rom dadot es mac osx romelic kendeba pc-ze ra, an tu ishovit isets romelsac xp transformireba sheedzleba, gtxooooooooooooooooooooooooooooovt
bashta
FlayKitOSX – ეს არის პროგრამა რომელიც ტრანსფორმირებას უკეთებს WinXp-ს – Mac OS X-ში..
Downloadi aqedan: http://www.prosoftco.com/flyakite/FlyakiteOSX%20v3.5.exe
წარმატებები
წ;)
ReZii Kitxvebi Gamogzavnet saitze..
Dzalian minda mac os x Da sad sheidzleba misi gadmocera? an sulac THEME roo ikos :S Winaswar didi madloba! Dzalian mixaria rom arsebobs aseti site!!!
ReZii
Arsebobs aseti programa flyakite OS X romlis gadmocerac shegidzlia aqedan:
http://flyakiteosx.en.softonic.com/
Daayene da isiamovne
kargit
) Dzalian minda Mac OS X Dayeneba PC-ze (XP mak exa) da Saidan Sheidzleba gadmocera tkven rom linki dadet orive gapuchebulia : ( gtxovt !!!
Cinascar Didi madloba!
Samcuxaod ver vicer ami mis gadmocera minda Transform Windows XP into Leopard
magram Free Downloads Rom vacher isev mabrunebs Siteze :S:S Dzalian minda :S
me viwer chveulebrivad
არაა კაცო ეს ჩემი სტატია, რას მაბრალებთ