
ოპერაციული მეხსიერება და ოპერატიული სისტემა… :)
DEVI | Nov 16, 2008 | Comments 7

ეს უკვე მერამდენედ წავაწყდი განცხადებებსა თუ სხვადასხვა ტექსტებში ასეთ შეცდომებს “ოპერატიული სისტემა”, “ოპერაციული მეხსიერება” და ა.შ. როგორც ხედავთ ქართველ კომპ-იუზერებს ხშირად ეშლებათ “ც” და “ტ” ერთმანეთში და საერთო ჯამში არასწორი წინადადება გამოსდით, ამასობაში კი შეცდომით ნათქვამი ტერმინები ნელნელა მკვიდრდება ახალბედა იუზერებშიც და შემდგომში უფრო ხშირად ხდება მათი გამოყენება… მოკლედ ამ სტატიის მიზანია ავუხსნათ ასეთი შეცდომების მოყვარულ ადამიანებს რატომ არის “ოპერაციული სისტემა” და “ოპერატიული მეხსიერება”…
ოპერაციული სისტემა
დავიწყოთ ოპერაციული სისტემით, ამ ქართულ ტექნიკურ ტერმინს საფუძვლად უდევს ინგლისური “OS” an ” O/S” რაც აბრევიატურაა და იშიფრება შემდეგნაირად: Operating system. თუ ცოტამაინც ინგლისური გესმით მიხვდებით რომ ქართულად სწორი იქნება ოპერაციული სისტემა.
რა არის ოპერაციული სისტემა?
უფრო გასაგები რომ იყოს რატომ უნდა ვიხმაროთ ტერმინი “ოპერაციული სისტემა” შევეცდები ზოგადად ჩამოვაყალიბო მისი ცნება: ოპერაციული სისტემა ეს არის კომპიუტერის სპეციალური პროგრამული ნაწილი, კომპონენტი რომელიც მართავს ურთიერთობას სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამებს (software), ასევე კომპიუტერის შემადგენელ მოწყობილობასა (hardware) და ამ სისტემის მომხარებელს შორის. იგი გვაძლევს საშუალებას ვმართოთ აპარატურული ნაწილი, ვიმუშავოთ სხვადასხვა ფაილებთან და საქაღალდეებთან, მოვახდინოთ ინფორმაციის შეტანა გამოტანა ბევრი ათასგვარი მოქმედება (ოპერაცია) შევასრულოთ.. მოკლედ ბოლო სიტყვებს თუ დავუკირდებით მივხვდებით რომ ეს ყველა მოქმედება (ფაილებთან მუშაობა, ინფორმაციის შეტანა გამოტანა…. და ა.შ. ) გარკვეული ოპერაციაა რომელსაც მოცემული სისტემის საშუალებით ვასრულებთ. მაშასადამე ჩვენ ამ მოქმედებების შესასრულებლად ვიყენებთ “ოპერაციულ სისტემას”!

ოპერატიული მეხსიერება
ნებისმიერი პროგრამა თუ ოპერაციული სისტემა, სამუშაოდ საჭირო ფაილებს აგროვებს ოპერატიულ მეხსიერებაში.. როდესაც პროგრამას გარკვეული ოპერაციის შესასრულებლად სასწრაფოდ დასჭირდება რაიმე ფაილი იგი ვინჩესტერზე აღარ დაიწყებს მის ძებნას და ოპერატიულად ამოიღებს ოპერატიული მეხსიერებიდან.. ოპერატიული მეხსიერება გაცილებით სწრაფია ჩვეულებრივ მეხსიერებასთან (ე.წ. ვინჩესტერთან) შედარებით. სწორედ აქედან წარმოსდგება მისი სახელი. იგი სწრაფია ანუ ოპერატიულია ამავდროულად მისი დანიშნულებაა ინფორმაციის დამახსოვრება ანუ ის მეხსიერებაა, საერთო ჯამში კი გამოდის რომ ის “ოპერატიული მეხსიერებაა”
იმედია ამ სტატიამ გაამართლა თავისი მიზანი და ახლა უკვე გესმით რატომ არის სისტემა ოპერაციული და მეხსიერება ოპერატიული
რაც მთავარია კომენტარებს ნუ დაიშურებთ…
სტატიის ავტორი: DEVI
Filed Under: უკატეგორიო
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები
Comments (7)
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!








sagol sagol sagol gasageblariaaa
:D:D
kargia
აუ რა მაინტერესებს იცი. სიტყვაზე 1 gb ოპერატიული მაქ და 67% ვიყენებ აზრი ააქვს კიდევ 1 gb იანის ჩადგმას?
tu momavalshi ar apireb kidev ufro datvirtvas kompis jerjerobit azri araaq mara mainc kaia ise kompistvis.. ucbad ro rame problema ar geqneba.
dzalian cargia,damcyebistvis sasargeblo temaa.tu sheidzleba moxdes ganxilva kompis nacilebis da programebis.ise, rogorc rusetis saitebzea.:):):):)
მაკა კაი იდია მომაწოდე ამ წამს წავიკიტხ და ამ დგეებსჰი ალბათ ყველა ნაწილის დანიშნულებას და მნიშვნელობას დავწერ და განვიხილავ
გაიხარე ადმინ, ძალიან გამომადგა. გაიხარე