Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


თანამედროვე ბრაუზერების მცირე მიმოხილვა

ინტერნეტ ბრაუზერი
ინტერნეტ ბრაუზერი (ასევე ვებ ბრაუზერი ან უბრალოდ ბრაუზერი) წარმოადგენს პროგრამას, ტექნიკურად ‘HTTP კლიენტს’, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ‘HTML დოკუმენტების’ ინფორმაციის ჩვენებას, ვებ-სერვერიდან ან ფაილური სისტემიდან. დღეისთვის მრავალი ინტერნეტ ბრაუზერი არსებობს, მათ შორის :
Internet Explorer,
Mozilla Firefox,
Opera,
Safari,
Netscape Navigator
Omniweb და სხვა…


Internet Explorer

Internet Explorer (IE, ინტერნეტ ექსპლორერი) – მაიკროსოფტის (Microsoft Inc.) უფასო ლიცენზირებული ინტერნეტ ბრაუზერია და მაიკროსფტ ვინდოუსს ახლავს თან. ინტერნეტ ექსპლორერი მომხმარებელთა რიცხვით ყველაზე გავრცელებული ინტერნეტ ბრაუზერია, თუმცა 2004 წელს მომხმარებელთა წილმა ოდნავ დაიკლო კონკურენტი ბრაუზერების სასარგებლოდ. 2005 წლის ოქტომბრისთვის იე-ს მომხმარებელთა წილი 86%-ს შეადგენდა.
ინტერნეტ ექსპლორერი მაიკროსოფტ ვინდოუსის ყველა მოქმედი ვერსიის ინტეგრირებული კომპონენტია. მაიკროსოფტი საკუთარ ბრაუზერს უპირობოდ ვინდოუსთან ერთად ჰყიდის ვინდოუს 95 ოსრ1 ვერსიის გამოსვლის შემდეგ. თუმცა იე-ს ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება მოხდა ვინდოუს XP სერვის პაკ 2-თან ერთად. ინტერნეტ ექსპლორერ 7-ის ბეტა ვერსია მომხმარებლისთვის მისაწვდომია 2005 წლის 27 ივლისიდან.
ინტერნეტ ექსპლორერი ასევე არსებობს როგორც დამოუკიდებელი უფასო პროგრამა ვიდოუსის ძველი ვერსიებისა და რამდენიმე სხვა ოპერატიული სისტემისთვის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაიკროსოფტი უშვებდა ინტერნეტ ექსპორერს მაკისთვის, სოლარისისა და უნიქსისთვის. ეს ვერსიები დამუშავებას უკვე აღარ ექვემდებარება თუმცა მაკის ვერსიის ჩამოტვირთვა ამჟამადაც შესაძლებელია.
Mozilla Firefox

Mozilla Firefox (მოზილა ფაირფოქსი) (ცეცხლაკუდა, ცეცხლოვანი მელია) ღია და უფასო, მრავალპლატფორმიანი, გრაფიკული ინტერნეტ ბრაუზერია შემუშავებული Mozilla Foundation-ის და მრავალი მოხალისის მიერ. ბრაუზერი თავდაპირველად მცირე სანავიგაციო კომპონენტი იყო Gecko ძრავაზე, რომელიც Mozilla პროგრამულ პაკეტში გამოიყენება (Mozilla Suite); მას შემდეგ რაც კომპანიამ ახალი მიმართულება აიღო, Firefox ფონდის უმთავრესი ფოკუსი გახდა (ელფოსტისა და საინფორმაციო აპლიკაციებთან ერთად) და დღეისთვის მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ბროუზერის რეიტინგი რიგით მეორეა Internet Explorer-ის შემდეგ.

Opera

Opera (ოპერა) წარმოადგენს უფასო კორპორატიულ კომპიუტერულ პროგრამას ინტერნეტ-ნავიგაციისათვის და ინტერნეტთან დაკავშირებული ისეთი მოქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა: წერილების მიღება-გაგზავნა, საკონტაქტო ინფორმაციის მართვა, საუბარი, სიახლეების მართვა და ა.შ. პროგრამას აწარმოებს კომპანია Opera Software (ოპერა სოფტვეარ), რომელიც ოსლოში (ნორვეგია) მდებარეობს. პროგრამული პროდუქტი შექმნილია რამოდენიმე ოპერაციულ სისტემისათვის, მათ შორის: Windows, Mac OS X, Solaris, Linux. ასევე არსებობს Opera-ის მინიატურული ვარიენტები Symbian, Windows Mobile და აგრეთვე MIDP-თავსებადი სისტემებისათვის. მას წამყვანი სტატუსი აქვს მობილურ ტელეფონებში და პერსონალურ ციფრულ ორგანიზატორებში.

Safari

საფარი ინტერნეტ ბრაუზერია შექმნილი და დამუშავებული ეპლ კომპიუტერის (Apple Computer Inc.) მიერ და მაკ ოს X-ის ოპერაციული სისტემის ნაწილია. თავდაპირველად ჩართული იყო უპირობოდ მაკ ოს X ვ.10.3 (Panther), ხოლო მაკ ოს X ვ.10.4-ში (Tiger) კი სისტემის ნაწილი გახდა.
საფარი იყენებს ეპლის გახეხილი მეტალის ინტერფეისს, აქვს ბუქმარკების სამართავი სქემა, რომელიც ისევე ფუნქციონირებს, როგორც აიტიუნს (iTunes) ჯუკბოქს პროგრამა და ინტეგრირებულია ეპლის ქუიქთაიმ მულტიმედია ტექნოლოგიასთან, ასევე აქვს მოზილას მსგავსი ტაბულირებული ბრაუზინგის ინტერფეისი. გუგლის (Google) საძებნი ველი საფარის ინტერფეისის სტანდარტული კომპონენტია, ისევე როგორც პროგრამული უზრუნველყოფა ვებ ფორმების ავტომატური შევსებისა და ვებ-გვერდების ტექსტურ ველებში მართლწერის შემოწმებისა.

Omniweb

ომნივები (OmniWeb) ომნი ჯგუფის (Omni Group) მიერ დამუშავებული ინტერნეტ ბრაუზერია მაკ ოს X ოპერაციული სისტემისთვის. ომნივები თავდაპირველად ლაითჰაუზ დიზაინმა ნექსტსტეპ პლატფორმისთვის გამოუშვა 1995 წლის 17 მარტს. თუმცა ნექსტსტეპი მალევე ოპენსტეპში, ხოლო შემდეგ კი მაკ ოს X-ში გადაიზარდა და ომნივები სათანადოდ ამ პლატფორმებისთვის განახლდა. მცირე პერიოდის განმავლობაში ომნივები ვინდოუსისთვისაც იყო მისაწვდომი იელოუბოქსის მეშვეობით. სან მაიკროსისტემსის მიერ ლაითჰაუზ დიზაინის შესყიდვის შემდეგ ომნი ჯგუფი 2.5 ვერსიიდან დაწყებული ბრაუზერს თავად უშვებს. ვერსია 4.0-დან ომნივები მხოლოდ მაკ ოს X პლატფორმისთვის გამოდის.
ყველაზე ინოვატორული გამოგონება ომნივებში თავის დროზე იყო პოპ-აპ ფანჯრების დაბლოკვა. ეს ინოვაცია სხვა ბრაუზერებმაც სწრაფად აიტაცეს.
ომნივები დამუშავებულია კოკოას (აპი) გამოყენებით, რომელიც მაკ ოს X-ის შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა. ის ასევე იყენებს ქუარცს მკვეთრი სურათებისა და მკაფიო ტექსტის გამოსახულების მისაღებად, მას ასევე შეუძლია რამდენიმე პროცესორით იმუშაოს და ასევე რამდენიმე ფანჯრის ერთ ინტერფეისში უჯრებისა და ტაბების მეშვეობით განთავსება.

წყარო: Wikipedia

მეორე წყარო: www.pcmania.ge

Filed Under: პროგრამები★ Articles

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


შემთხვევითი პოსტები

RSSComments (0)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. nika says:

    magari progia dzaan :D

  2. Ann says:

    Netscape Navigator>>ეს ბრაუზერი მიყვარს ყველაზე მეტად :P

  3. gio says:

    me ki opera miyvars yvelaze metad