
როგორ ვწერთ გადმოქაჩულ თამაშს/პროგრამას დისკზე…
DEVI | May 15, 2010 | Comments 6
რადგან უკვე არაერთხელ დამისვეს ეს კითხვა, დღეს სპეციალურ სტატიას შემოგთავაზებთ.
არის სიტუაცია როდესაც ინტერნეტში წააწყდებით თქვენს საყვარელ თამაშს, ან სულაც სრულ პროგრამას. შეიძლება ეს იყოს ოპერაციული სისტემაც.. მაგალითად გადმოვწერეთ Windows 7.
გადმოვწერეთ მაგრამ ის ერთი უცნაური ფაილია რომელიც არაფრით არ იხსნება და სინამდვილეში კი კაი გვარიანად 3-4 გბ-ს იწონის. რა ჭირად გადმოვწერეთ ნეტა? ან საერთოდ რა უნდა ვუყოთ ამ ფაილს?
საქმე იმაშია რომ ფაილი რომელზედაც ეხლა ვსაუბრობთ სინამდვილეში არის დისკის იმიჯი. ანუ ჩვენს ენაზე ეს არის ზუსტი ასლი Windows 7-ს დისკისა რომელიც შენახულია ერთ ფაილად. ასეთი ფაილებია ძირითადად ISO, BIN და კიდევ რამდენიმე ფორმატის ფაილები..
ამ ფაილში წერია ზუსტად რომელი ინფორმაცია, დისკის რომელს სექტორში უნდა ჩაიწეროს, იმისათვის რომ დისკი სწორად ჩაიტვირთოს. ჩვენ თუ ამ ფაილის შიგთავსს ისე უაზროდ, ჩვენს გემოზე ჩავძეძგავდით დისკზე, სამწუხაროდ საინსტალაციო დისკის მაგივრად “ციფრულ დომხალიზაციას” მივიღებდით…
პირველი ნაბიჯები
მოკლედ ასეა თუ ისეა, საბოლოოდ ამ ფაილების მოსავლელად არსებობს სპეციალური პროგრამები რომელთაგანაც ერთერთს ყველა თქვენგანი იცნობს. მისი სახელია Nero, მაგრამ მე დღეს ამ პროგრამას არ გამოვიყენებ რადგან:
1. ჯობს ალტერნატივაც იცოდეთ.
2. პროგრამა რომელსაც მე გამოვიყენებ გაცილებით მსუბუქი და ადვილად სამართავია.
მოკლედ ყველანი ვქაჩავთ პროგრამას Ultra ISO (30 დღიანი საცდელი ლიცენზიით) და ვაყენებთ ძალიან მარტივად.
ჩაწერა
პირველ რიგში იმისდა მიხედვით თუ რა ტიპის და ზომისაა თქვენს მიერ გადმოწერილი იმიჯი, მოამზადეთ შესაბამისი დისკი. ანუ 600-700 მბ CD და 4.6 გბ-მდე DVD.
ჩადეთ ცარიელი დისკი თქვენს CD/DVD Writer-ში.
ამის შემდეგ მივდივართ ჩვენს ფაილთან და ვხსნით ჩვენს მიერ დაყენებული პროგრამით.
გამოვა ესეთი ფანჯარა:
სადაც ვაწვებით სურათზე წითლად მონიშნულ ღილაკს.
ამის შემდეგ გამოსულ ფანჯარაში კი ვამოწმებთ Recorder ველში ნამდვილად სწორადაა თუ არა მონიშნული ჩამწერი მოწყობილობა.
თუ ყველაფერი კარგადაა ვემზადებით და 3 თვლაზე ვაჭერთ Burn-ს!
(რომელიღაც ენერგეტიკულ სასმელს მახსენებს
)
იწყება მაქსმიმალური სისწრაფით ჩაწერა რაც მალევე დასრულდება.
საფინალოდ თქვენს გადახურებულ CD/DVD-ს ცოტახნით მაცივარში ანთავსებთ გაგრილებისთვის (აუცილებელიც არაა)
და აქ მთავრდება ყველაფერი.. თქვენი დისკი მზადაა.
დამატებითი კითხვები (ღრმად ამ საკითხის შესახებ) დასვით ფორუმზე შესაბამის განყოფილებაში.
ველი თქვენს კომენტარებს,
პატივისცემით DEVI
Filed Under: Hardware • Home • პროგრამები • რჩევები • ★ Articles
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები
Comments (6)
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!









GAIXAREEEE KAI RAMEEEAAAA
tu ar eteva ert diskze da orze gvinda chawera???
magalitad GTA 4
chavwere window7 da ar mixsnis
ar aris swore radgan windows 7 unda specialurad neroti boot filit chawera
Da ra aris arascori
aucilebeli ar aris ro chawerot tamashi tu programa diskze da mere diskidan gaxsnat. iso/ccd/nrg/bin da ase shemdeg gafartoebebs xsnis programa daemon-tools romelic aris simulatori diskuri mowyobilobebis da ar gchirdebat diskze chawera