
Open Office-ის მიმოხილვა
DEVI | Feb 06, 2008 | Comments 0

ღია ოფისის წარმოშვება და განვითარება
სხვა გავრცელებული საოფისე პაკეტებისგან განსხვავებით, ღია ოფისი სრულიად უფასოა, თავისუფლად ვრცელდება და არ არის არცერთი კომპანიის საკუთრება. მიუხედავად ამისა იგი ძალიან მაღალხარისხიანი პროდუქტია და აქვს ყველა ის ფუნქცია და ხელსაწყო, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა ფართო სპექტრის მოთხოვნილებები.
ღია ოფისი შექმნილია Sun Microsystems-ის StarOffice-ის ბაზაზე. ამ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ხილვა შეიძლება მის ოფიციალურ ვებ გვერდზე (http://www.sun.com/software/star/staroffice/index.jsp) ღია ოფისისგან განსხვავებით იგი კომერციული პროდუქტია. ღია ოფისის გადმოწერა ინტერნეტიდან კი შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მისივე ოფიციალური ვებ გვერდიდან: http://www.openoffice.org/
ღია ოფისის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა კი ის გახლავთ რომ ახლო მომავალში იგი მისაწვდომი იქნება ასევე ქართულ ენაზეც. იგი ასევე მისაწვდომია არა მხოლოდ Windows-სთვის, არამედ ყველა გავრცელებული ოპერაციული სისტემისთვის.
ღია ოფისი დაიბადა 5 წლის წინ, ამ დროის მანძილზე მან გაიარა განვითარების გრძელი გზა და დაიმსახურა მომხმარებელთა ნდობა. მიმდინარე ვერსიაში 2.0 ბევრი გაუმჯობესება და ცვლილებაა შეტანილი. მისი კიდევ ერთი ანალოგია ჩვენში დღესდღეისობით ფართოდ გავრცელებული საოფისე პაკეტი MS Office. მან უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ბაზარზე. მაგრამ ღია ოფისისგან განსხვავებით იგი მხოლოდ Windows-სთვის არის მისაწვდომი და მისი კანონის დაცვით ყიდვა არც ისე იაფი სიამოვნებაა. ამ სახელმძღვანელოდან კი დარწმუნდებით რომ ყველა ის ფუნქცია რის გამოც უმეტესობა ირჩევს MS Office-ს გააჩნია ღია ოფისსაც.
ღია ოფისის პროგრამათა პაკეტი
ღია ოფისი შედგება შემდეგი პროგრამებისგან:
OpenOffice.org Writer – მძლავრი ტექსტური და ვებ რედაქტორი.
OpenOffice.org Calc – ელექტრონული ცხრილების შესაქმნელი და დასამუსავებელი პროგრამა.
OpenOffice.org Math – მათემატიკურ ფორმულებზე სამუშაო პროგრამა.
OpenOffice.org Impress – პრეზენტაციების შესაქმნელი პროგრამა.
OpenOffice.org Draw – ვექტორულ გრაფიგის და ნახაზების ასაგები პროგრამა.
OpenOffice.org Base – მონაცემთა ბაზებში სამუშაო პროგრამა.
წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანია გააშუქოს ამ პროგრამების ყველა თვისება და მისცეს ფართო მომხმარებელს საშუალება კომფორტულად შეასრუოს თავისი სამუშაო ღია ოფისის პაკეტის მეშვეობით.
ღია ოფისის დაყენება
ღია ოფისის დასაყენებლად საჭიროა გქონდეთ ერთერთი ამ სისტემათაგან: Microsoft Windows 98, Windows ME, Windows 2000 (Service Pack 2 ან უფრო ახალი), Windows XP ან Windows 2003 GNU/Linux Kernel version 2.2.13 და glibc 2.2.0 ან უფრო ახალი Solaris version 8 ან უფრო ახალი როგორც უკვე ავღნიშნეთ, ღია ოფისის ჩამოქაჩვა თავისუფლად შეიძლება ინტერნეტიდან. ამისთვის შედით ვებ გვერდზე: http://download.openoffice.org აირჩიეთ თუ რა ენაზე გსურთ ჩამოქაჩოთ ოფისი, თქვენი ოპერაციული სისტემა და რომელი სერვერიდან გსურთ ოფისის ჩამოქაჩვა (უმჯობესია აირჩიოთ გეოგრაფიულად უახლოესი სერვერი). ამის შემდეგ გახსნილ ვებ გვერდზე დააწკაპუნეთ ღილაკს ”continue to download” და გაიხსნება ჩამოქაჩვის დიალოგური ფანჯარა. დასაყენებელი ფაილი Ooo_2.0.0_Win32Intel_install.exe იწონის 75 მეგაბაიტს.
როდესაც ჩამოქაჩვა დასრულდა, თქვენ შეგიძლიათ პროგრამის დაყენების დაწყება მის ხატულაზე ორმაგი წკაპის შემდეგ. ოსტატი გაგიძღვებათ დაყენების პროცესის მანძილზე. დაყენების ბოლოს პროგრამა შეგთავაზებთ აიღოს თავის თავზე Microsoft Office-ს დოკუმენტები, რომელთა ამოცნობა და წაკითხვაც მას უპრობლემოდ შეუძლია. დაყენების ბოლოს პროგრამა შეგთავაზებთ შეიყვანოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია. ყველა ან საფეხურის გავლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა ღია ოფისში.
ახლა როდესაც ოფისი დააყენეთ, ადვილად შეგიძლიათ მისი გაშვება პროგრამების მინიუდან. თუ თქვენ Windows-ის მომხმარებელი ბრძანდებით, მაშინ, საშუალება გაქვთ ასევე გაუშვათ ოფისის პროგრამები Quickstarter-ის მეშვეობით, რომელიც თქვენს სისტემურ პანელში ნაგულისხმევად ჯგება.
თუ თქვენ არ გსურთ მისი გამოყენება, მაშინ, მოხსენით მონიშვნა პუნქტიდან Load OpenOffice.org During System Start-Up.
წყარო: ვიკიწიგნები მეორე წყარო: http://pcmania.ge
Filed Under: პროგრამები • ★ Articles
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები
Comments (0)
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!







