
TBC-ის ინტერნეტ ბანკი და პრობლემა ცეცხლაკუდასთან..
DEVI | Apr 06, 2010 | Comments 1
ინტერნეტ ბანკი არის ინტერნეტ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უსწრაფესი და თანამედროვე საბანკო პროდუქტი, რომლის საშუალებითაც ინტერნეტ ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან თქვენ შეგიძლიათ :
-
შეამოწმოთ და აკონტროლოთ საკუთარი ანგარიშები, სესხები და დეპოზიტები;
გადაიხადოთ კომუნალური და სხვა გადასახადები; -
შეავსოთ მობილური ტელეფონის ბალანსი*;
-
განახორციელოთ თქვენ საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვები და კონვერტაციები;
-
განახორციელოთ საბიუჯეტო გადარიცხვები;
-
განახორციელოთ გადარიცხვები საქართველოში და საზღვარგარეთ არსებულ ნებისმიერ ბანკში **;
-
გაეცნოთ ეროვნული ბანკის ოფიციალურ და თიბისი ბანკის კომერციულ ვალუტის კურსებს;
-
მიიღოთ და გააგზავნოთ ბანკისგან შეტყობინებები;
-
გააკეთოთ ამონაწერები თქვენი ანგარიშებიდან და დაათვალიეროთ გადასახადების გადახდის, თანხების ჩარიცხვებისა და გადარიცხვის საბუთები;
ეს მათთვის ვინც ჯერ კიდევ არ ზიარებულა ინტერნეტ ბანკინგის ტექნოლოგიას. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს ბმული.
ჩემს ერთერთ სამსახურში აქტიურად გამოიყენება ინტერნეტ ბანკინგის სისტემა და დროთა განმავლობაში რათქმაუნდა თავს იჩენს პატარ-პატარა პრობლემები.
დღეს (და უკვე არაერთხელ) შეიქმნა ჩვეული პრობლემა ბანკინგის საიტთან. კომპიუტერზე რომელზედაც გამოიყენება ინტერნეტ ბანკინგი ეყენა ძველი ვერსია FireFox-ი რომელის განახლებაც ჩემს დაჯდომამდე არ მომხდარა.
აი სწორედ აქ დავუშვი შეცდომა როდესაც მისი განახლების დაქაჩვა დავიწყე. საქმე იმაშია რომ ცეცხლაკუდას ბოლო ვერსიები უკვე 3.6.x -ია
ხოლო თავად TBC-ის ცხელ ხაზზე მითხრეს რომ ინტერნეტ-ბანკინგისთვის მოითხოვება 3.5.x. , ამ ვერსიის გამოყენების მიზეზი სამწუხაროდ გაურკვეველი დარჩა.
პრაქტიკულად თუკი იყენებთ 3.6.x იწყება საიტის სერთიფიცირებასთან დაკავშირებით პრობლემები. მაგრამ როგორც მათი Verisign-ის სერთიფიკატი გადავამოწმე ყველაფერი წესრიგშია და წესით არანაირი პრობლემები არ უნდა იქმნებოდეს ბანკთან კავშირისას..
მოკლედ ასეა თუ ისეა, რადგან თავად სერვისის მომწოდებლები 3.5.x-ითხოვენ მოდით ჩვენც ეს გამოვიყენოთ. რადგან ინტერნეტი უკვე 3.6 ვერსიით გადაიძეძგა.. TBC-ის კლიენტ, IT მენეჯერებს 3.5 ვერსიას ჩვენ სერვერზევე დაგიტოვებთ.
ერთ დღესაც ალბათ თქვენც დაგჭირდებათ წარსული ვერსიების გახსენება : ) ამიტომ გეცოდინებათ სად მიაგნოთ უცბად.
ჩამოტვირთეთ Mozilla Firefox 3.5
Filed Under: Home • რჩევები • ★ Articles
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები
Comments (1)
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!









და ფული რომ მოვტეხოთ არა?:D