Serv.ge

ცოტა რამ პროცესორების შესახებ

http://www.digitalworldtokyo.com/entryimages/2008/01/080130_CPU.jpg

DEVI-მ დაწერა სტატია, თუ რა მნიშვნელობა აქვს ოპერატიულს ვიტყვით თუ ოპერაციულს, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ დავაპირე, რომ დავწერო კომპიუტერის ნაწილებზე რაც კი ვიცი, ამაში თქვენი დახმარებაც დამჭირდება.. დაგვისვით კითხვები და ერთად გავიგოთ უფრო მეტი ;)

თავდაპირველად დავწერ  CPU-ს  შესახებ.

CPU – ეს არის აბრევიატურა რომელიც იშიფრება ასე Сentral Processor Unit – იგივე ცენტრალური პროცესორი

CPU არის კომპიუტერის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი რომელიც ასრულებს ყველაზე მთავარ ოპერაციებს, ფაქტიურად ის არის კომპიუტერის ტვინი, რომელიც ასრულებს რეგისტრებს.

პროცესორში არი 6 ძირითადი რეგისტრი:

1. აკუმულატორი – (cache-ს უმთავრესი ნაწილი) მაშინ როცა ALU გამოთვლას ატარებს ვთქვათ I “სიტყვაზე” (32 ბიტიანი) ამ დროს II “სიტყვა” აკუმულატორში “ელოდება”- ანუ დროებით დამმახსოვრებელი რეგისტრი.

2. ბრძანებათა მთვლელი – აკონტროლებს ყველა ბრძანებას (და მიმდევრობას) რომელიც მიმართულია შიდა-სალტიდან დამუშავებაზე.

3. მეხსიერების მისამართის რეგისტრი – ის უთითებს მეხსიერების (ქეშში) იმ უჯრედს რომელიც პროცესორმა უნდა გამოიყენოს – ამ რეგისტრიდან გამომავალი შინა არის – სამისამართო შინა!

4. ბრძანებების რეგისტრი – ამის დანიშნულებაა ის რომ მიმდინარე შესასრულებელი ბრძანება შეინახოს.

5. მდგომარეობის რეგისტრი – ეს რეგისტრი იმისთვისაა რო პროგრამის შესრულების დროს შემოწმებები ჩაატაროს და შედეგები შეინახოს (ერთერთი ყველაზე რთული აგებულების რეგისტრი).

6. ALU-ს საბუფერო რეგისტრი – ესეც დამმახსოვრებელი მოწყობილობის როლს ასრულებს (ინახავს მარტო ერთ სიტყვას 32/64bit).

7. თანამედროვე პროცებში არის ასევე ზოგადი დანიშნულების რეგისტრები, რომლებიც იმეორებენ ერთ-ერთი სხვა რეგ-ის ფუნქციას!

რეგ-ები მორჩა -  ალბათ  რთული ტერმინოლოგიის გამოყენება მოგვიხდა მაგრამ მზად ვართ დაგეხმაროთ თუ რამე ვერ გაიგეთ !

-ასევე პროცში არის მართვის სქემები, რომლებიც ბრძანებათა/მონაცემთა მიმდევრობითობას აკონტროლებენ რეგისტრების მთელ “მეურნეობაში”.

-და ბოლოს -მონაცემთა შ/სალტე. ის აკავშირებს ALU, FPU-ს და რეგ-ებს ერთმანეთთან მართვის სქემებიდან ბრძანების მიღების მერე. ანუ -  ზუსტად ამ შიდა სალტეზეა საუბარი როცა იძახიან პროცესორი 2.4 გჰც-ზე მუშაობს”ო!!!

რეგებს შორის დაკავშირების სიჩქარე ითვლება პროცესორის სიჩქარეთ და განისაზღვრება ჰერცებში (საერთოდ გიგაჰერცებში)

დღეს-დღეობით ყველაზე გავრცელებულია AMD-სა და INTEL-ის პროცესორები. ჩემი აზრით ინტელის პროცესორები ბევრად ჯობს და ამიტომაც გეტყვით ინტელის კლასებს:

1….Intel® Core™2 Duo

2…….Intel® Core™2 Quad

3…….Intel® Core™2 Extreme

4…….Intel® Core™ i7

5…….Intel® Core™ i7 processor Extreme Edition

ძალიან მარტივად არის საქმე, Core 2 იმიტომ წერია, რომ ეს არის მეორე თაობის პროცესორები Core სერიიდან, ანუ ხომ იყო Pentium 1, Pentium 2, Pentium 3, Pentium 4 ესეც იგივე ვარიანტია! ახლა რაც შეეხება ბირთვებს:

Duo = 2 ბირთვს

Quad (იგივე Quadro) = 4 ბირთვს

Extreme =  ეს არის გეიმერებისთვის და ექსტრემალი ოვერქლოქერებისთვის გამოშვებული პროცესორები, რომლებიც ძალიან ძლიერებია და ძალიან კარგად “რაზგონდება”

i7 ეს არის ახალ ბირთვზე “ნეჰალემზე” აშენებული პროცესორები, ანუ აქვს საერთოდ ახალი სოკეტი (1366) არის სრულიად ახალ არქიტექტურაზე აგებული და არის რეალური 4 ბირთვიანი პროცესორი Core 2 Quad-სგან განსხვავებით (ეს პროცესორები უფრო ორი ცალი მიწეპებული Core 2 Duo-ა ვიდრე რეალური 4 ბირთვი), აი რაც შეეხება i7 Extreme Edition-ს ესეც იგივე გეიმერებისთვის და ოვერქლოქერებისთვის არის გამიზნული!

ეხლა რაც შეეხება Core 2 Duo-ს და Core 2 Quad-ს ამათ შორის დავა ისევ გრძელდება, კერძოდ თუ რომელია უკეთესი ჩვენთვის, მე პირადად Core 2 Duo-ს ვუჭერ მხარს, რადგან არცერთი თამაში ჯერჯერობით და არცერთი პროგრამა (რომელსაც მე ვიყენებ) 4 ბირთვზე არაა ოპტიმიზირებული ანუ არ იციან როგორ იმუშავონ 4 არხზე შესაბამისად ტყუილად გადაყრილი დოლარებია. Core 2 Quad-ის შეძენის ერთადერთ გასამართლებელ შემთხვევას წარმოადგენს სერვერი და კერძოდ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, ანუ ბაზები უფრო კარგად მუშაობენ 4 ბირთვზე ვიდრე 2 ბირთვზე, აი რაც შეეხება სამომხმარებლოს არანაირად არაა გამართლებული 4 ბირთვის შეძენა (საუბარია ამჯერად მხოლოდ Core 2 Quad-ზე, რას შემოგვთავაზებს i7 მომავალში ტესტირებებით გახდება ცნობილი).

სულ ეს არის უცბად რაც გამახსენდა, იმედია დაგაკმაყოფილებს ცოტათი მაინც.  =))

ხშირად შეხვდებით რომ იძახიან მე ამდენ ბირთვიანი პროცესორი მაქვს და ასე შემდეგ მე კი ჩამოგითვლით ამ 5 კლასის პროცესორში როგორ ნაწილდება ბირთვები თავის სიჩქარეებით:

1….Intel® Core™2 Duo 2 ბირთვი 3.33 GHz, 3.33 GHz 3.16 GHz 3 GHz 2.83 GHz 2.66 GHz 3.06 GHz 2.93 GHz 2.8 GHz 2.66 GHz 2.53 GHz 3 GHz 2.66 GHz 2.66 GHz 2.4 GHz 2.33 GHz 2.33 GHz 2.13 GHz 2.13 GHz 1.86 GHz 2.4 GH 2.2 GHz 2 GHz 1.8 GHz ჰერცები

2…….Intel® Core™2 Quad  4 ბირთვი : 3 GHz , 2.83 GHz , 2.66 GHz , 2.5 GHz , 2.33 GHz 2.4 GHz ჰერცებით

3…….Intel® Core™2 Extreme 4 ბირთვი 3.2 GHz, 3 GHz , 2.93 GHz 3 GHz 2.93 GHz 2.66 GHz ჰერცები

4…….Intel® Core™ i7 8 ბირთვი 3.066 GHz 2.933 GHz 2.666 GHz 2.93 GHz 2.8 GHz

5…….Intel® Core™ i7 processor Extreme Edition 8 ბირთვი 3.33 GHz 3.20 GHz

აქვე დავამატებ რო კიდევ ის ვიცი რომ Intel® Core™ i5 Processor ——— 4 ბირთვი 2.66 GHz ჰერციპროცესორებს შორის კიდევ ბევრი სხვა განსხვავებაა მაგრამ უნდა აღინიშნოს პროცესორში ტექნოპროცესი – ნანომეტრული ტექნოლოგია, ანუ რამდენი ნანომეტრია. რაც პატარა ნანომეტრული ტექნოლოგიაა გამოყენებული ტრანზისტორის დამზადებისას მით მეტი ეტევა პროცესორის იგივე ზომაშიო, რაც წარმადობას ზრდის.

გავრცელებულია 65 ნანომტრული პროცესორები, მაგრამ უკვე შემოდის 45 ნანომტრიანებიც-ბევრად უკეთესები რომელიც იმედია მალე გაიაფდება.

AMD-ს მიმოხილვ ვეცდები ცალკე შემოგთავაზოთ..

Popularity: 15% [?]

Filed Under: Hardware★ Articles

About the Author: Gegato - გეგა გაგუა აქვეყნებს პოსტებს 10.01.2010 -დან..

შემთხვევითი პოსტები

RSSComments (19)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. Gordo says:

    ვერ მეტყვით როგორ გავიგო რომელი პროცესორი მიდის ჩემს დედაპლატაზე? მარტო სოკეტს ააქ მნიშვნელობა?
    მაგალითად მე მაქ 775 იანი და ნებისმიერი პროცესორ წავა რომელიც 775 ზე მუშაობს??

    • DEVI says:

      კი ძირითადად სოკეტზეა დამოკიდებული (თუ შედარებით თანამედროვე დედადაფა გაქ), თუ ცოტა მოძველებულია მაშინ გამტარისუნარიანობაზე მოგიწევს დაკვირვება..

      • ლაშა says:

        გამარჯობა დევი!თუ შეგიძლია მითხრა AMD ATHLONX2 აქვს პროცესორი ლეპტოპ TOSHIBA A300D და თუ შეიძლება დადავცვალო AMD PHETONZE წინასწარ დიდი მადლობა

        • DEVI says:

          ორი სხვადასხვა მოდელის პროცესორია რომელიც არ ვიცი რამდენად ემთხვევიან არქიტექტურით ერთმანეთს. ATHLON-ები არსებობს ნოუთბუქებისათვის რომელიც შენს ნოუთბუქსაც აქვს მაგრამ Phenom-ი (ალბათ ეს მოდელი იგულისხმე “PHETONZE”-ში) არ არის ნოუთბუქებისთვის, ის ჩვეულებრივ დესკტოპებში გამოიყენება. ასე რომ პასუხია უფრო “არა”.

          • ლაშა says:

            დევი ვერ მეტყვი როგორ გავაძლიერო ვიდეო კარტა TOSHIBA A300D-ზე?

            • ლაშა says:

              და კიდევ რა მაინტერესებს ამ მოდელზე მიკენია CPU Type Mobile DualCore AMD Athlon 64 X2 TK-57, 1900 MHz (9.5 x 200) და თუ შეიძლება ამის გაუმჯობესება?

              • DEVI says:

                AMD Turion™ X2 Ultra Dual-Core Mobile Processor-ით თუ გააუმჯობესებ ალბათ.. უბრალოდ ზუსტად არ ვიცი რამდენად წავა მაგ ნოუთზე.

  2. gegato says:

    დაწერე რომელი დედა პლატა გაქვს და გეტყვი რომელი პროცები მიდის

  3. ბექა411 says:

    კარგია. კარგს იზავ თუ გააგრძელებ ასეთი ინფოების წერას

  4. shergi says:

    მომეწონა :)
    კაია…
    და შეგიძლია ამიხსნა სოკეტი და დარაზგონება რა არის მოკლედ? :) )
    და 64 ბიტიან და 32 ბიტიანებს შორის გასხვავებებზე არ იქნება საუბარი? აგრეთვე 86X რა არის? და რა ოპერატიული სისტემები მიდის მაგათზე….

  5. სოსო says:

    სოკეტი ის ბუდეა რომელშიც პროცესორი ჯდება
    დარაზგონებაზე თუ გაინტერესებს
    http://www.overclockers.ge/forum/
    ამ საიტზე უკეთ ვერსად გაიგებ
    და არა მარტო რაზგონზე
    64 და 32 ბიტიანი სისტემები ძირითადად ერთი რამით განსხვავდება 32 ბიტიანი 3.2GB ოპრეატიულზე მეტთან ვერ მუშაობს 64 ბიტიანს შეუძლია მილიონობით ტერაბაიტთან იმუშაოს

    86X იგივეა რაც 32 ბიტიანი სისტემა

  6. ნიკა says:

    გამარჯობათ, სერვერისთვის რომელი პროცესორი აჯობებს
    Core™2 Quad
    თუ
    5…….Intel® Core™ i7 ?

    • DEVI says:

      ჩემი აზრით Intel® Core™ i7 ამ დროისთვის საუკეთესო არჩევანი იქნება.. დიდი წარმადობა აქვს.

  7. PETER4IK says:

    devi dzma kacurad mitxari E8400 3.0GHZ 4Birtvia?? Da 2GB iani rami ori cali ro chavdga propertisshi 4gbewereba???
    RA MAZERS MIRCHEV 200LARIS FARGLEBSHI DA VIDEO KARTAS??? KACURAD DAMEXMARE KOMPIS YIDVA MINDA DA…

    • DEVI says:

      E8400 3.0 – Core 2 Duo-ა , ანუ ორბირთვიანია რეალურად
      2x2GB გამოვა 4GB ასე რომ 4GB ეწერება :)
      მაზერი ეცადე პოპულარული ფირმის იყოს, სასურველია ASUS-ი ან Gigabyte. 200 ლარის ფარგლებში ვიდეოკარტაც ინტეგრირებული იქნება

      სხვებსაც დაუსვი კითხვა ჩვენს ფორუმზე http://talk.pcmania.ge

  8. PETER4IK says:

    E8400 GT240 4GB RAM 320GB HDD P5P43MOTHER ROGORIA??? DA KIDE RIS GAUMJOBESEBAS MIRCHEV?
    FASEBIC MIAWERE RA DZMA PLZ :(

    • DEVI says:

      ნორმალურია.. ფასებს მაღაზიაში გეტყვიან. გთხოვ ფორუმზე დასვა კითხვები.. აქ კომენტარებს ვწერთ.

  9. PETER4IK says:

    iq ro giweria ro core 2duo jobiaoo dzma me ro viyido quadro ra ar imushavebs kargad??? :(