Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რა მოუვა პროცესორს თუ არ გავაგრილებთ?

დღეს წარმოგიდგენთ რამდენიმე ექსპერიმენტს პროცესორების მიერ სითბოს გამოყოფასთან დაკავშირებით. ექსპერიმენტები მოვიძიეთ YouTube-ს ვიდეო პორტალზე. მომავალში ჩვენც შემოგთავაზებთ ჩვენს მიერ ჩატარებუილი მსგავსი ექსპერიმენტების ამსახველ ვიდეო კლიპებს.

მაშ ასე პირველი ექსპერიმენტი ეს არის იმის ჩვენება თუ რა მოუვა პროცესორს თუ იგი არ გაგრილდება…. საკმაოდ მხიარული ექსპერიმენტია….


შემდეგი ექსპერიმენტი მსგავსი შინაარსისაა, განსხვავება ერთია, არანაირი ტერაქტები და ბათქა-ბუთქი, მხოლოდ და მხოლოდ კვამლი პროცესორის მოტვლეპილი თავიდან . ესეც ვიდეო:

მემგონი ეს ორი ვიდეო დამაფიქრებელია…. წარმოიდგინეთ ერთხელაც (ღმერთმა დაგიფაროთ) კომპიუტერთან მუშაობისას, უეცრად ქულერი გაჩერდეს ისე რომ თქვენ ვერ გაიგოთ…. ამ დროს თქვენ გამწარებული ზიხართ და ვორდში რაღაცას კრეფთ… ნელნელა გრძნობთ რომ ჰაერი დამძიმდა, დამწვრის სუნი მოგდით მაგრამ ვერ ხვდებით საიდან… წამით ჩერდებით, ყნოსვას ძაბავთ და ცდილობთ გაარკვიოთ საიდან მოდის სუნი…. ნესტოების უშედეგოდ დაბერვის შემდეგ ხელს ჩაიქნევთ და განაგრძობთ მუშაობას, ფიქრობთ რომ თქვენი მეზობელი წვავს რამეს…. გადის რამდენიმე წამი და კომპიუტერი იწყებს ჭედვას, სუნი მძაფრდება…. მაშინ კი ხვდებით რომ კეისში რაღაც ვერ არის…. სკამს განზე წევთ და იხრებით კეისისკენ…. ყნოსვით ნელნელა უახლოვდებით და ბახ! კეისიდან შავი ბოლი გამოდის, მონიტორზე გამოსახულება ქრება… წამიერად მირბიხართ შტეფსელთან და პროცესორს დენიდან თიშავთ… გუგახეთქილი მიდიხართ კეისთან და ხსნით მას… გაჭვარტლულ თავსახურს გვერძე დებთ. ბოლში და მავთულხლართებში ცდილობთ გაარკვიოთ რა მოხდა… ამ დროს კი წარმოგიდგებათ ტრაგიკული სურათი… გამურული მაზერბორდი…. გაღუნული ალუმინის რადიატორი და პროცესორზე მიმდნარი ვენტილატორი…

თუ გინდათ რომ ასეთი თავგადასავალი არ გადაგხდეტ, მიაქციეთ ყურადღება გაგრილების სისტემას… ყოველი ჩართვისას დაუყურადეთ ქულერებს, პირნათლად ასრულებენ თუ არა სამუშაოს… თუ თქვენს კომპიუტერს აქვს შესაძლებლობა გაჩვენოთ თქვენი პროცესორის ტემპერქტურა, მაქსიმალურად აკონტროლეთ ის… დააკვირდით თუ ტემპერატურა კრიტიკულ ზღვარს აჭარბებს სცადეთ შეიძინოთ ახალი, უფრო ძლიერი ქულერი და თუ ესეც არ დაგაკმაყოილებთ მაშინ გააკეთეთ ის რასაც შემდეგ ვიდეოში ნახავთ…. წარმატებებს გისურვებთ!

დღეისათვის სულ ეს იყო…. გმადლობთ ყურადღებისათვის…

ავტორი: DEVI წყარო: YouTube ; PC Mania.ge

Filed Under: ექსპერიმენტები★ Articles

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები

RSSComments (6)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. lasha says:

    magaria da magari saintereso

  2. ილია says:

    და დღესდღეისობით ყველაზე კარგი გაგრილების სისტემა რა გვაქვს ბაზარზე?

    • DEVI says:

      ვითარდება დღითი-დღე.. არის აზოტის და წყლის გაგრილების სისტემები. ვრცლად ფორუმზე გაგცემენ პასუხს..

  3. gziro says:

    საწყალი CPU… :(

  4. gziro says:

    tragikulad daigupa :(

  5. aramgeddon says:

    :D :D :D biijooo….gaachnia procesorsac…amd gadaiwveba mara coreebi gamoitvebaa da sanam ar gagrildeba ar chaitveba :P : ))