
The Sims 2
DEVI | Dec 14, 2007 | Comments 0

მწარმოებელი: მაქსისი
გამომცემელი: იეი გეიმსი (PC), ასპირი (Mac)
დიზაინერ(ებ)ი: ჯამარ სლოული, პატრიკ ჯეი. ბარეტ III, მეთიუ სი. ბრაუნი, კუპერ ბაქინგჰემი, კასპერ სენტოვსკი, ჯენა ჩალმერსი, შენონ კუპური, მაიკლ კოქსი, ემი დალასი, კევინ გიბსონი, დანიელ ჰაიატი, კევინ ჰოგანი, ჰანტერ ჰოუი, კრეიგტონ ჰარტი, ტრეივორ ჯალოვიცი, ლინდსეი მაქგაუ, ეშლი მონიფი, სოლვვეი დეპერსონი, ტოდ რიმონი, კანა რაიენი, ლაურინ უილერი, ჯენი იანგი
გენერატორი: პირობითი
ბოლო ვერსია 1.0.0.1022 / 1.0 Rev C
გამოსვლის თარიღ(ებ)ი
Windows 14-17 სექტემბერი,2004
Mac OS X 13 ივნისი, 2005
ჟანრ(ებ)ი: ცხოვრების სიმულირების თამაში
რეჟიმ(ებ)ი: ერთი მოთამაშე
რეიტინგი ESRB: T
OFLC: M
PEGI: 12+
პლატფორმ(ებ)ი: Mac OS X, Windows
მედია: CD, DVD
სისტემური მოთხოვნები:
Mac OS X
ო/ს: Mac OS X 10.3.8+
პროც.: 1.2 გჰც PowerPC G4/G5
ოპ. მეხს.: 256 მბ
დისკ აღმძრავი: DVD წამკითხველი
HDD: 3 გბ ცარიელი ადგილი
ვიდეო: 32 მბ ATI Radeon 9000/nVidia GeForce FX5200
Windows
ო/ს: Windows 98/98 SE/Me/2000/XP/Vista
პროც.: 800 მჰც
ოპ. მეხს.: 256 მბ
დისკ აღმძრავი: 8x CD-ROM/DVD წამკითხველი
HDD: 3.5 გბ ცარიელი ადგილი
ვიდეო: 32 მბ DirectX 9.0 და T&L თავსებადობა
აუდიო: DirectX 9.0-სთან თავსებადი
გადმოწერა:
None.ge
http://files.ge/file/33338/none-ge-rar.html
თამაშის შესახებ:
სიმები 2 (ინგლ. The Sims 2) – არის სტრატეგიული კომპიუტერული თამაში, რომელშიც რეალური ცხოვრების სიმულაცია ხდება. იგი შექმნა კომპანია “მაქსისმა”, ხოლო გამოაქვეყნა “ელექტრონიკ არტსმა”.
თამაში
“სიმები 2″-ში მოთამაშეები მართავენ პერსონაჟებს, რომლებსაც “სიმები” ეწოდება. თამაშის დროს, რეალური ცხოვრების მსგავსად, სიმებს შეუძლიათ ვირტუალურ გარემოში გადაადგილება, გარკვეული საქმით დაკავება და სხვა სიმებთან ურთიერთობების აწყობა. “სიმები 2″-ს არ აქვს გამოკვეთილი საბოლოო მიზანი, მისთვის დამახასიათებელია ღია დასასრული. მაგრამ, სამაგიეროდ, მის გმირებს აქვთ მიზნები, მოთხოვნილებები, სხვადასხვა შიში, რომელთაც შეიძლება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა მოახდინონ მათზე.
სიმები
სიმები არიან პერსონაჟები, რომელთაც მოთამაშე მართავს და “სიმები 2″-ის ღია თამაშის მთავარი მამოძრავებლები არიან. მოთამაშის სიმები განიცდიან რეალურის მსგავს ისეთ ცხოვრებისეულ პერიპეტიებს, როგორებიცაა მუშაობა, ქორწინება, ბავშვების გაჩენა და საბოლოოდ – სიკვდილი.
ფიზიოლოგია
ადამიანის მსგავსად, სიმებსაც გარკვეული ძალა ამოძრავებთ: მათ აქვთ მოთხოვნილებები; უყალიბდებათ ოცნებები და მიზნები და ავლენენ თავიანთ ინდივიდუალობას. ისინი ცხოვრების ექვს ეტაპს გადიან: ჩვილობის, თოთოობის, ბავშვობის, თინეიჯერობის, ზრდასრულობის და ხანდაზმულობის პერიოდებს (“სიმები 2: უნივერსიტეტს” ცხოვრების დამატებითი ეტაპი აქვს – მოზარდი: სიმი, რომელიც კოლეჯში სწავლას ირჩევს). სიმები ბუნებრივად კვდებიან, ანუ ცხოვრების ხანდაზმულობის პერიოდში განვლილი რამდენიმე დღის შემდეგ. დღეების რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მაღალი იყო განხორციელებული მისწრაფებების (ინგლ. Aspirations) საერთო ქულა ხანდაზმულობის ასაკში შესვლისას. ყოველ ეტაპზე სიმის ცხოვრებაში ახალი გარემოებები ჩნდება, რომლებსაც მოთამაშე უნდა შეეგუოს. მაგალითად, ხანდაზმულები შედარებით ნელა მოძრაობენ, ხოლო ბავშვები გამუდმებით ტირიან.
თამაშის პირველი ვარიანტის მსგავსად, სიმებს მოთხოვნილებებიც გააჩნიათ. მოზრდილ სიმს რვა ასეთი მოთხოვნილება (ანუ “მოტივი”) აქვს: დაწყებული პერიოდული მოთხოვნებით – როგორებიცაა “დაცლა” (ინგლ. Bladder) ანუ მოშარდვა და “ენერგია” (ინგლ. Energy) ანუ ძილის სურვილი, უფრო ეფემერული ხასიათის საჭიროებამდე – მაგალითად, “სოციალური” (ინგლ. Social) კონტაქტები და სასიამოვნო “გარემო” (ინგლ. Environment). თამაშში, ეს მოთხოვნილებები გრაფიკული ზოლების სახითაა წარმოდგენილი, სადაც მწვანე (სავსე) თანდათანობით იცლება და ხდება წითელი (ნაკლული). სიმი, რომელსაც გარკვეული მოთხოვნილება “გაუწითლდება”, მოითხოვს ან დაუყონებლივ გვაიძულებს მივიღოთ ზომები, რათა “შევავსოთ” იგი. (მაგალითად, თუ “შიმშილის” (ინგლ. Hunger) მაჩვნებელია ცარიელი, სიმი მივა მაცივართან და ქექვას დაიწყებს). სხვა ცარიელი მაჩვენებლებიც იწვევენ გარკვეულ ქმედებებს (თუ “ენერგიის” მაჩვენებელია ცარიელი, სიმი გაითიშება; თინეიჯერი, ზრდასრული ან მოხუცი სიმი, რომელთაც “შიმშილის” მაჩვენებელი აქვთ ცარიელი, შეიძლება მოკვდეს, ხოლო სიმი ცარიელი “დაცლის” მაჩვენებლით ჩაისველებს). ყველა ეს მოთხოვნა ასევე გაერთიანებულია ერთ მაჩვენებელშიც, რომლის ფერიც აისახება ბრილიანტის სახით ყოველი სიმის თავზე. სიახლე პოპულარული თამაშის მეორე ნაწილში არის ე.წ. “მისწრაფებები” (ინგლ. Aspirations), რომლებმაც შეიძლება გაგვახსენოს თვითდამკვიდრება ანდა ცხოვრებით კმაყოფილების შეგრძნება. თოთოობისა და ბავშვობის პერიოდში, სიმები მხოლოდ გაზრდისკენ ისწრაფვიან, ხოლო როგორც კი თინეიჯერობის ასაკს მიაღწევენ მოთამაშე თავად ურჩევს მათ ხუთი ცხოვრებისეული მიზნიდან ერთ-ერთს: ოჯახი (ინგლ. Family – ძლიერი მეგობრობა ოჯახის წევრებთან, შვილების და შვილიშვილების ყოლის სურვილი, მეგობრობა მეზობლებთან), იღბალი (ინგლ. Fortune – კეთილდღეობა და ავტორიტეტი), ცოდნა (ინგლ. Knowledge – სწავლა წიგნებიდან და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან), პოპულარობა (ინგლ. Popularity – ბევრი მეგობარი და საზოგადოებაში ხშირი ტრიალი) და სიყვარული (ინგლ. Romance – ხშირი და სხვადასხვა რომანტიკული ურთიერთობები). ყოველ სიმს აქვს სურვილები და შიშები, რომლებიც პირდაპირ შეესაბამებიან მის მისწრაფებებს, ცხოვრების პერიოდს და აწმყო გარემოებებს. როცა სურვილი კმაყოფილდება, მაგალითად “ვინმესთან დამეგობრება”, მისწრაფებების მაჩვენებელს ემატება ქულები და სურვილის სიძლიერის შესაბამისად, გარკვეულ დონემდე იზრდება. და საპირისპიროდ, შიშის ახდენისას, მაგალითად მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისწრაფებების მაჩვენებელი იკლებს. თვითონ ეს მაჩვენებელი, ექვსი დონისგან შედგება: ყველაზე მაღალია პლატინის, შემდეგ მოდის ოქრო, მათ მოსდევს ორი მწვანე და ორიც წითელი ხაზი. მოვლენების არარსებობის შემთხვევაშიც კი, მაჩვენებელი მცირე რაოდენობით ყოველ საათში თავისით იკლებს. მისწრაფებების მაჩვენებელი ზოგადად სიმის კმაყოფილების დონეს განსაზღვრავს: პლატინის დონეზე მყოფი სიმი ცხოვრებაში რეალიზებულია, დამჯერია და ისეთ დავალებებსაც ასრულებს, რომლებიც არ უყვარს; თუ მაჩვენებელი წითელია, სიმებს ხშირად ნერვული აშლილობები ემართებათ და შესაბამისად, სჭირდებათ მკურნალობა ფსიქიატრთან, რომელიც ავტომატურად ჩნდება თამაშში. მისწრაფებების მაჩვენებელი ასევე განსაზღვრავს ხანდაზმულ ასაკში სიკვდილამდე ცხოვრების ხანგრძლივობას. და ბოლოს, სიმის ცხოვრების მანძილზე დაგროვილი მისწრაფებების ქულები თამაშში რეგულარულად ჯამდება და ნებისმიერ დროს, მათი საშუალებით ისეთი სპეციალური ობიექტების შეძენა შეიძლ
Filed Under: თამაშების მიმოხილვა • ★ Articles
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ









dzaan magaria!wgijdebi simsze mara wer wainstalireeb
:(damexmaret raaa