
როგორ დავწეროთ ▲▩⇨〄〓ォ︾†◮◪♥♠♣♦… ასეთი სიმბოლოები? (ნაწილი II)
DEVI | Nov 09, 2008 | Comments 6

ამ სტატიის პირველ ნაწილში ჩვენ ავღწერეთ როგორ დაგვეწერა სხვადასხვა ფორმის სიმბოლოები ყოველგვარი პროგრამის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ Widnows-ის ამარა. ვისაც პირველი ნაწილი არ წაუკითხავს გირჩევთ წაიკითხოთ რადგან ყველაფრის თავიდან აღწერას არ დავიწყებ (პირველი ნაწილის წასაკითხად დააჭირეთ აქ!) და პირდაპირ გადავალ მსგავსი სიმბოლოების მოპოვების ახალ ხერხზე რომელიც Opera Browser-ის მომხმარებლებისთვისაა გათვლილი.
მაშ ასე.. ალბათ ყველას გსმენიათ Opera Browser-ის იგივე Opera-ს შესახებ. შეიძლება ზოგს გიყენიათ კიდეც და სწორედ ახლა მისი საშუალებით კითხულობთ ამ სტატიას. ერთ საინტერესო (ზოგისთვის ძველ, ზოგისთვის ახალ) ამბავს გაცნობებთ. თქვენს საყვარელ ბრაუზერს აქვს სპეციალური ვიჯეტების (Widgets) მხარდაჭერა.
ვინც არ იცის ვეტყვი რომ ვიჯეტები არის პაწაწკინტელა საყვრელი ნაწილები ან ფანჯრები, რომელიც გარკვეულ მოყვება გარკვეულ სოფტს ან ვებგვერდს და გარკვეულ ფუნქციას ასრულებს ფუნქციას ასრულებს, მაგალითად ჩემს ვებგვერდზე მარცხენა და მარჯვენა ზოლში ჩალაგებული სვადასხვა კვადრატები (თუნდაც ამინდის პროგნოზი და ვალუტის კურსი) არის ჩემი ვებგვერდის ვიჯეტები.
დავუბრუნდეთ ბრაუზერს, მოკლედ სწორედ ერთერთი იმ სახის ვიჯეტი გააჩნია ოპერას რომელიც ჩვენ ასე ძაან გვჭირდება, და რომელის გამო ამდენი ვიბოდიალე ამ სტატიაში. ამ ვიჯეტის გამოყენებით ჩვენ გავაკეთებთ იმას რაც წინა ნაწილში მოვიმოქმედეთ. მოკლედ ისევ ”სტეპგაიდის სტილში” დაგიწერთ რა მოვიმოქმედოთ:
1. აუცილებლად უნდა გეყენოთ Opera. (ბოლო ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან)
2. Widget-ის გადმოსაწერად დააწექით აქ, ყველაფერი თავისით დაყენდება
3. Widget-ის დაყენების შემდეგ, თქვენს ბრაუზერში გაჩნდება ახალი პატარა ფანჯარა რომელიც წარმოადგენს იმას რასაც ჩვენ ვეძებთ.
4. ახლა უკვე ყველაფერი მარტივადაა, ვიმეორებთ მოქმედებებს რაც წინა ნაწილში აღვწერეთ.
4.1 ზედა წითელ ღილაკთან ველში ვწერთ სასურველი ფონტის სახელს რომლის მიხედვითაც უნდა გამოჩნდეს სიმბოლო (Sylfaen, Times New Roman, Sans Serif და ა.შ.)
4.2 ქვედა ჩამოსაშლელ მენიუში ვირჩევთ სიმბოლოების ტიპს
4.3 მარჯვენა ბოქსში ვირჩევთ სასურველ სიმბოლოებს
4.4 მარცხენა ბოქსიდან ვაკოპირებთ არჩეულ სიმბოლოებს და ვსვავთ იქ სადაც გვინდა!
მოკლედ სულ ეს იყო და იმედია მარტივად აღვწერე. შეკითხვები მოგვწერეთ კომენტარებში!
Filed Under: სხვადასხვა • ჰაკერობანა • ★ Articles
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები
Comments (6)
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!








magaria mamasheni momikitxeeeeeeeeee:d:D:D
kaiaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
ადმინ კაი საქმეს აკეთბ!!!!
pirveli nawili minda,gtxoooovt.მოთხოვნილი პოსტი ვერ იქნა ნაპოვნი!
მაგარიააა გენაცვალე :*:*:*
გაიხარე ▀۞۩۩۞☺♦ﭩﭩﭬﭮﮈ