
თუ გაქვს კომპიუტერი, რომლის მონაცემებიც აღემატება 256RAM და ინტერნეტიც ხელს გიწყობს (მინიმუმ 256 KB) შეგიძლია საკუთარი ინტერნეტ რადიო გააკეთო. ძირითადი კომპონენტი, რაც ამისთვის დაგჭირდებათ ეს არის winamp და მისი ე.წ. plugin, რომელსაც shoutcast ეწოდება.
თუ არ გიყენია winamp, შეგიძლია გადმოწერო აქედან .დააინსტალირეთ winamp. შემდეგ გადმოწერე shoutcast-dsp-1-9-0-windows.exe და დააყენეთ, მისი დაყენება უმარტივესია.
ორივე პროგრამის დაყენების მერე გახსენით winamp და დააჭირეთ კლალვიატურაზე CTRL+P ერთდროულად. გამოჩნდება Winamp Preferences ფანჯარა. მარცხენა მხარეს ჩამონათვალში მოძებნეთ Plug-ins და დააკლიკეთ DSP/Effect -ზე. მარჯვნის გამოჩნდება nullsoft SHOUTcast Source DSP , დააკლიკეთ მასზე:

რის შემდეგადაც გამოჩნდება ეს ფანჯარა:

ჯერ შევიდეთ Output განყოფილებაში. მოგვიწევს ხელით ჩავწეროთ ყველა საჭირო მონაცემი , როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები ქვევით

დააჭირეთ Yellopages ღილაკზე და ჩაწერეთ თქვენი რადიოს მონაცემები, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

ამის მერე, ზევით დააჭირეთ Encoder და რადიოს ინტერნეტში გაშვების წინ შეცვალეთ AAC+Encoder MP3 Encoder-ით. ქვევით კი Encoder Settings-ში აირჩიეთ 48kbps,22.050kHz.Stereo, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები

ახლა კი გადადით Input სექციაში. Input Device აირჩიეთ Soundcard Input, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენებია

მიკროფონის დასაყენებლად დააჭირეთ Open Mixer და Master Volume-ის ფანჯარაში, მენუში Options დააჭირეთ Propierties და მონიშნეთ Microphone, როგორც ამას ქვევით სურათზე ხედავთ

თუ მიკროფონის გამოყენებას არ აპირებთ, Master Volume ფანჯარაში, სადაც მიკროფონის განყოფილებაა, მონიშნეთ Mute. ჩვენ ესპანურ სერვერზე გვაქვს ჩვენი რადიო სერვერი. ამიტომაც გთავაზობთ ჩვენს ფლეშ ფლეიერს, სადაც შესძლებთ თქვენი რადიოს განთავსებას.
გადმოწერეთ ეს ფაილი. გახსენით radio.html ტექსტურ რედაქტორში და
s1.addParam(“flashvars”,”file=http://66.7.210.75:8502/;stream.nsv&type=mp3&volume=50&autostart=true”);
ნაცვლად http://66.7.210.75:8502 ჩაწერეთ თქვენი რადიოს მისამართი და პორტი. შემდეგ დახურეთ და გადააკეთეთ radio.html თქვენს გემოზე და ატვირთეთ სერვერზე.
წყარო: http://geo-geek.com









საინტერესოა. შენი ბლოგი ფავორიტებში!
jigari xar raaa
magra gamomadga
ძველი, მაგრამ ჯერაც ყველაზე მოსახერხებელი უფასო ვარიანტია ეს
”გადმოწერეთ ეს ფაილი. გახსენით radio.html ტექსტურ რედაქტორში და” linki gaswore ra… ”Page not found
Sorry, the page you were looking for in the blog 7Security does not exist”.
wers..
სტატია GeoGeek-ზე იდო, ფაილიც სამწუხაროდ აღარ არის მათ სერვერზე.
DEVI, მაგრად მინდა გავაკეთო ჩემი საკუთარი რადიო და ბოლოს რომ უნდა გადმოვწეროთ ის ფაილი ლინკი გაფუჭებულია და… თუ შეგიძლია სადმე რომ ნახო? ბევრს უნდა ძალიან
წინასწარ დიდი მადლობა
))))
Nik მესმის და ვეძებე მაგრამ არ დევს უბრალოდ, ვეცდები მომავალში ახალი გაიდი დავდო.