
2010 წლის .ge-ნეტის სტატისტიკა
DEVI | Feb 12, 2010 | Comments 13
ალბათ იცით რომ ქართულ საიტებს შორის myvideo.ge დღესდღეობით ყველაზე პოპულარულია, აქედან გამომდინარე myvideo.ge-ზე შემოსული ვიზიტორებით შეგვიძლია გავიგოთ დაახლოებით რა მდგომარეობაა ქართულ ინტერნეტში, რა ბრაუზერებს იყენებენ ხალხი რა ოპერაცოულ სისტემებს და ასე შემდეგ…
ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ქართველ ვებ-დეველოპერებს გამოადგებათ ![]()
დავიწყოთ ბრაუზერებით:
როგორც ხედავთ Opera აშკარა ლიდერია ქართულ ბაზარზე რაც ჩემთვის პირადად ძალიან გასაკვირია
თუმცა ჯობია ისევ Opera ლიდერობდეს ვიდრე IE.
ასევე მინდა გითხრათ IE-ს კონკრეტული ვერსიების სტატისტიკა
- 7,0 – 44,30%
- 8,0 – 29,18%
- 6,0 – 26,49%
ყველა ვებ-დეველოპერისთვის სასიამოვნო ამბავი უნდა იყოს IE 6-ის მესამე პოზიციაზე გადანაცვლება.
ოპერაციული სისტემები:
აქ ვდებ მხოლოდ Windows-ის ვერსიებს რადგან მას ქართული ბაზრის 98,99% უკავია, მეროე მესამე ადგილს ინაწილებენ Mac Os 0.66%, Linux 0.20%
მონიტორის გარჩევადობა:
სამწუხაროდ 1024×768 ჯერჯერობით ისევ ყველაზე პოპულარულია.
Adobe Flash:
Adobe-ის ინფორმაციით Flash-ი დგას ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების 99%, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გვინდა გაჩვენოთ Flash-ის რა ვერსიები უყენიათ ქართველ მომხარებლებს.
Java Support:
ძალიან მეეჭვება 2010 წელს ვინმე Java Applet-ებს იყენებდეს ვებისთვის მითუმეტეს საქართველოში მაგრამ მაინც დავდებ ამ სტატისტიკასაც.
მოკლედ სულ ეს იყო, იმედია ქართველ დეველოპერებს რაღაცით მაინც მივეხმარეთ.
P.S სტატისტიკა აღებულია 2010 წლის 1 იანვრიდან 10 თებერვლამდე Google Analytics -ის დახმარებით ![]()
სტატიის წყარო: http://blog.myvideo.ge/
Filed Under: ინტერნეტი • ★ Articles
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები
Comments (13)
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!











კარგია. განსაკუთრებით მომეწონა ის ფაქტი რომ უმეტესობა ოპერას ხმარობს. ჩემი აზრით ეს ძალიან კარგი ბრაუზერია, განსაკუთრებით მათთვის ვისაც ნელი ინტერნეტი აქვს.
და ბოლოს, დევი ხომ ვერ გაარკვევ რა სიჩქარის ინტერნეტი აქვს ქართველ მომხმარებელთა უმეტესობას?
ძალიან საინტერესო იქნებოდა.
kargi namushevaria
ვერ ვხვდები რატო ევასებათ საქართველოში ეს ოპერა.. დიდი ვერაფერი ბროვზერია.. ფაერფოქს არაფერი ჯობია!
firefox forever
ძალიან ცუდი პირველზე რომ არ არის :X . ხო ეგ მართლა საინტერესო იქნებოდა !
რა სიჩქარე აქვთ და 100 KB / წამში რადგან უმეტესობას ეურო1 აქვთ 15 ლარიანი ჩემი ჩათვლით არადა მჭირდებააა 1MB მაინცცცცცც
:(:(
მე safari მევასება
java applet ზე კომენტარი არ მომეწონა
[quote]Linux 0.20%[/quote]
აქედან 2 კომპი ჩემია
ყველაზე სწრაფი ბრაუზერი არის თუ გინდათ კ-მელეონი
გადმოწერეთ არ ინანებთ აი ლინკიც http://allshares.ge/download.php?id=E9C7F5C826
Safari არის ჩემი აზრით საუკეთესო (–:
საინტერესოა, მაგრამ ასევე კარგი იქნებოდა, რომ შეერთების სიჩქარეც ეჩვენებინათ – ვინ იყენებს დსლ-ს, ვინ დაიალ-აპს და ა.შ.
დევი, იქნებ კიდევ დადო სტატისტიკები, დარწმუნებული ვარ ბევრი რამე შეიცვალა
ჰოსტინგი,
, მაგრამ სამწუხაროდ არასტაბილურია, არ აქვს დიდი მხარდაჭერა, ვებ-დეველოპერების უმრავლესობაც (არა ქართველები
) არ ცდიან საკუთარ საიტებს ოპერაზე, რის გამოც ზოგი რამე არასწორად მუშაობს, სკრიფტების უმრავლესობასაც (თვით WordPress-საც კი) ხშირად პრობლემები აქვს ოპერასთან, ცუდი დაცვა აქვს, ვერ გვიცავს ვირუსებისგან და სხვა მრავალი საფრთხისგან, ზოგიერთ საიტზე (მაგ.: http://myvideo.ge/ -ზე) Back ღილაკი ვერ ფუნქციონირებს სწორად (ხანდახან 5-ჯერ სჭირდება დაწოლა), ოპერატიულს ბევრს „ჭამს“, 10-ჯერ მაინც უფრო ხშირად მოსდის „Not Responding“, ვიდრე ფაიერფოქსს, კრახდება ხოლმე, კიდევ ბევრი წვრილმანი პრობლემა, რომლებზეც არაფერს ვამბობ (განსაკუთრებით აპლეტებზე: ჩავატაროთ მარტივი ცდა: ოპერათი გავხსნათ საიტი http://www.google.ge/ , ძიების ველის მარჯვენა მხარეს არის კლავიატურის გამოსახულება, დავაწვეთ მას, გამოვა ვირტუალური კლავიატურა, „Georgian (QWERTY)“ ჯერესერთი ორი ცალი (სინამდვილეში ქვედა კლავიატურა უბრალოდ ანაბეჭდია ზედასი), და მეორეც, სცადეთ და გაამოძრავეთ იგი (ზედა), რას ამჩნევთ? ამის მაგვარი პრობლემები კიდევ ბევრ საიტზეა, უბრალოდ, ამის მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტი მომყავს — google.com).
ჯერესერთი იმიტომ, რომ საქართველოა და ინტერნეტი ნელია, ოპერა კი ფაიერფოქსთან შედარებით დაახლოებით 1,2~1,5-ჯერ სწრაფია, მეორესეცერთი, ძალიან კარგი ბრაუზერია, მოხერხებულია, ბევრი ფუნქცია აქვს, სკინების მხარდაჭერა, Mouse Gestures, იყო პირველი ბრაუზერი, რომელმაც ტაბები გამოიყენა, კარგად ბლოკავს pop-up-ებს და კიდევ ბევრი კარგი რამე
პირადად მე ორივე პრაუზერი ძალიან მიყვარს, პრობლემები არის, მაგრამ თვალს ვხუჭავ ბევრ რაღაცაზე, რაზეც თვალის დახუჭვა უბრალოდ შეუძლებელია, იქ ფაიერფოქსს ვხმარობ. მაგრამ სადაც ყველაფერი რიგზეა იქ ოპერას, სისწრაფის გამო. მაგალითად, ამ წუთში, აქ რომ წვერ ამ კომენტარს, ფაიერფოქსით ვარ შემოსული, რადგან პრობლემა ამ საიტის სკრიფტთანაც აქვს ოპერას, სამწუხაროდ. სულმოუთქმელად ველი ფაიერფოქსის მეოთხე ვერსიას, ბეტა დავტესტე და ბევრი რამე გამოასწორეს და გააუმჯობესეს.