Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Google, Yahoo და Microsoft ინტერნეტ-მომხმარებლების უფლებებს დაიცავენ

მსხვილმა IT- კომპანიებმა ინტერნეტში მუშაობის პრინციპები ჩამოაყალიბეს. აღნიშნული პრინციპების დახმარებით Google, Yahoo და Microsoft ინტერნეტში სიტყვის თავისუფლებასა და მომხმარებლთა კონფიდენციალური მონაცემების დაცვას აპირებენ. ამ წესების შემუშავებაში კომპანიების წარმომადგნელბეთან ერთად მონაწილეობას ინვესტორები, მეცნიერები და ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებიც იღებდნენ. Yahoo-ს ხელმძღვანელის ჯერი იანგის განცხადებით, ეს პრინციპები თითოეული კომპანიისთვის განვითარების სტრატეგიის საფუძვლად უნდა იქცეს, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში, სადაც სიტყვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობა არასათანადოდაა დაცული. მაგალითად ჯერი იანგმა მოიყვანა ჩინეთი, სადაც ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის Yahoo-სა და Google-ს არასამთავრობო ორგანიზაციები მკვეთრად აკრიტიკებენ. შეგახსენებთ, სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად ორი ჩინელი ჟურნალისტი იქნა დაპატიმრებული, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას მათ მიმოწერაზე მიუწვდებოდა ხელი. რაც შეეხება, ინტერნეტ-გიგანტს, იგივე ორგანიზაციების განცხადებით, Google-ის საძიებო მოთხოვნა ჩინეთის ხელისუფლების ცენზურას გადის.

http://www.navigator.ge/

Filed Under: GoogleIT სამყარო★ Articles★ სიახლეები

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


შემთხვევითი პოსტები

RSSComments (0)

Trackback URL

შეკითხვები სტატიასთან დაკავშირებით დასვით ჩვენს ფორუმზე!
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!

დატოვეთ თქვენი კომენტარი