
ნივთიერების მეშვიდე მდგომარეობა – ფიზიკური ვაკუუმი
DEVI | Nov 22, 2008 | Comments 1
თუ ვილაპარაკებთ არა მარტო ნივთიერებაზე, არამად, საერთოდ, მატერიაზე, ამ უკანასკნელის მდგომარეობათა რიცხვს ცარიელი სივრცე უნდა მივაკუთვნოთ. მეცნიერების განვითარებას იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ სივრცეს გარკვეული ფიზიკური თვისებები აქვს და ყოველი სხეული ცვლის მის გარშემო მყოფი სივრცის თვისებებს. მაგალითად, სივრცის ასეთი ცვლილება გამოვლინდება მაშინ, როდესაც სხვადასხვა სხეული მიიზიდება და განიზიდება. ელექტრული მუხტები და დენები თავის გარშემო ელექტრომაგნიტურ ველს ქმნიან. ცვლადი ელექტრომაგნიტური ველი სივრცეში ვრცელდება როგორც რადიოტალღები. რადიოტალღას კი იგივე ბუნება აქვს, რაც სინათლეს, რენტგენისა და გამა_სხივებს. ყველა ესესნი სხვადასხვა სიგრძის მქონე ელექტრომაგნიტური გამოსხივებებია. თანამედროვე ფიზიკამ დასკვნა, რომ არა მარტო ელექტრომაგნიტური, არამედ ყოველი სხვა ურთიერთქმედებაც სივრცეში ვრცელდება, როგორც ველი, რომელიც შეიძლება ჩავთვა ლოთ გამოსხივების ველადაც. დამტკიცდა, რომ ყოველგვარი ურთიერთქმედება მყისიერად კი არ გადაიცემა, არამედ სინათლის სიჩქარით ვრცელდება.
ცდამ გვიჩვენა, რომ ნივთიერება და გამოსხივება მატერიის არსებობის ორი ფორმაა. ნივთიერება შეიძლე
ბა გარდაიქმნას გამოსხივებად ისევე, როგორც გამოსხივება ნივთიერებად. შეიძლებოდა გვეთქვა, რომ მატერი
ის მეშვიდე მდგომარეობა გამოსხივებაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამოსხივება თვით სივრცის განუყოფელი თვისებაა. სივრცეს არ შეუძლია არსებობა გამოსხივების გარეშე. თანამედროვე ცნება სივრცეზე სრულიად განსხვავდება გეომეტრიისაგან. სივრცეს რთული და მრავალგვარი ფიზიკური თვისებები აწვს და მასში ყოველთვის არიან გამოსხივების ყველა შესაძლო ტიპების “წარმომადგენლები”. სივრცეს, რომელშიაც არ
არის ნივთიერება, ე.ი. ცარიელია, “ფიზიკური ვაკუუმი” უწოდეს(“ვაკუუმი” სიცარიელეს ნიშნავს). სწორედ ეს არის მ ა ტ ე რ ი ი ს მ ე შ ვ ი დ ე მ დ გ ო მ ა რ ე ო ბ ა.
ავტორი: დავით ბულისკერია – X კლასი
Filed Under: მეცნიერება
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

მსგავსი სტატიები
Comments (1)
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!








მართალია ვაკუმი სიცარიელეს ნიშნავს,მაგრამ
მე როგორც ვიცი ფიზიკოსები იმასაც აგნიშნავენ რომ ვაკუმი არ არის ცარიელი.