
ნივთიერების მეხუთე, ნეიტრონული მდგომარეობა
DEVI | Nov 17, 2008 | Comments 4
ჩვენს გარემომცველ ბუნებაში ნივთიერების ოთხი მგომარეობა გვხვდება, მაგრამ შესაძლებელია ნივთიერების სხვა მდგომარეობაც. მეცნიერები როგორც ამბობენ, თეორეტიკოსების კალმის წვერზეა აღმოჩენილი. საბჭოთა ფიზიკოსმა ლ.ლანდაუმ იწინასწარმეტყველა თუ ნივთიერებას დიდი სიმკვრივე ახასიათებს, მაშინ ელექტრონები ბირთვების პროტონებში ჩაიზიდება. ბირთვში ყველა ნუკლონი(ნუკლონი_პროტონები და ნეიტრონები) ნეიტრონებად გადაიქცევა და ნივთიერება ნეიტრონულ მდგომარეობაში გადავა. ამ დროს ნივთიერების სიმკვრივე ასეულ მილიარდჯერ გადიდდება. ზოგჯერ ასტრონომები აკვირდებიან ე.წ. ზეახალი ვარსკვლავების კაშკაშა აფეთქებებს. ვარაუდობენ, რომ ეს აფეთქებები კოლოსალური ძალისაა. ამ დროს ვარსკლავის გარე ფენები მიმოიფანტება, შიდა ნაწილი კი იკუმშება და ნეიტრონულ მდგომარეობაში გადადის. ასეთ ვარსკლავს ნეიტრონული ვარსკვლავი ეწოდება. აფეთქების ადგილას უნდა დარჩეს პაწაწა ნეიტრონული ვარსკვლავი. ასტრონომები გამალებით ეძებენ ნეიტრონულ ვარსკვლავებს; მაგრამ ასეთი პატარა ციური სხეულის აღმოჩენა საკმაოდ ძნელია. მეცნიერებმა იციან დაახლოებით, რა თვისებები უნდა Hქონდეს ასეთ ვარსკვლავებს. გამოთვლილია, მაგალითად, რომ ისინი რენტგენის სხივებით უნდა “ანათებდნენ”. Hაერი არ ატარებს ამ სხივებს, ამიტომ რენტგენის სხივების დასაჭერი რაკეტებით აგზავნიან ხელსაწყოებს და აი, ხელსაწყოებმა რაკეტებზე აჩვენეს, რომ რენტგენის სხივები მოდის “კიბორჩხალის ნისლოვანებიდან”. როგორც ვიცით, 1504 წელს იქ, სადაც ახლა ეს ნისლოვანებაა, ჩინელი მეცნიერები უთვალთვალებდნენ ახალი ვარსკვლავის დაბადებას. ვარაუდობენ, რომ იქ ვარსკვლავური აფეთქება მოხდა. თუ მოხერხდა იმის დამტკიცება, რომ რენტგენის სხივები მთელი ნისლოვანებიდან კი არა, მის შიგნით მყოფ პატარა სხეულიდან მოდის, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მართლაც აღმოჩენილია ნ ი ვ თ ი ე რ ე ბ ი ს მ ე ხ უ თ ე, ნ ე ი ტ რ ო ნ უ ლ ი მ დ გ ო მ ა რ ე ო ბ ა. ჯერჯერობით ეს დამტკიცებული არ არის; უფრო მეტიც, არის მონაცემები, რომ სხივები აირიდან მოდის. ეს კი პრობლემაა. უნდა ჩავთვალოთ, რომ ნეიტრონული მდგომარეობა ჯერ მხოლოდ თეორიულადაა დადგენილი.
Filed Under: მეცნიერება
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები
Comments (4)
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!








მდაა ეს კაია მარა ნივთიერების მე 6 და მე 7 მდგომარეობაზე რას გვეტყვი??
ძაანთუ მაგარია როდის დადებთ მე_6 და მე_7 მდგომარეობებს. თუ დადებთ ძაან მადლობელი ვიქნები
da informacia saidan iqneb saiti dadot
Exkluziuria PCMania.ge-stvis, chvenma ertertma megobarma dacera