Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


13 ივლისი – Windows 7 RTM

როგორც ჩანს ძია სტივ ბალმერმა (Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი, მეტად გახარებული ფოტოზე) და მისმა გუნდმა გეგმაზე გადაჭარბებით იმუშავეს იმისათვის რომ Windows 7 რაც შეიძლება სწრაფად გამოსულიყო ბაზარზე. როგორც Daily Tech-ში იტყობინებიან, Windows 7 უკვე მზადაა და RTM ვერსია 13 ივლისს მოევლინება სამყაროს. ალბათ მიხვდით, ეს ყველაფერი იმას ნიშნავს რომ ოპერაციული სისტემა უკვე სტაბილურია და გამართულად მუშაობს, შესაბამისად მასში გამოსწორებულია ყველა (უმეტესობა მაინც) შეცდომა რაც კი წინა ვერსიებშია დაფიქსირებული. ამავდროულად უკვე რამდენიმე კვირის წინ მთელმა მსოფლიომ მიიღო შეტყობინება რომ ბეტა ვერსია მუშაობას წყვეტდდა და წინა პლანზე გამოდიოდა Release Candidate 1 (RC1), რომელიც უკვე შემდეგ ზაფხულამდე უპრობლემოდ იმუშავებს მაგრამ მისი ჩამოქაჩვა აგვისტომდე (2009) იქნება შესაძლებელი.

10 ივლისისთვის გამოვა სისტემის Gold ვერსია, ამის შემდეგ 13 ივლისს სისტემა მიიღებს RTM (Release to Manufacturing) სტატუსს. შემდეგ უკვე ყველა ჰარდის მწარმოებელ კომპანიას მიეცემა დრო ახალ სისტემასთან თავსებადი დრაივერების წარმოებისა და უკვე 22 ოქტომბერს Windows 7-ი ყველასათვის მისაწვდომი გახდება.. მისი პრეზენტაცია ნიუ-ორლეანში Microsoft’s Worldwide Partner Conference (WWPC)-ზე ჩატარდება (ბილეთები იკითხეთ სალაროში :) )

სხვათაშორის ამერიკელ  და კანადელ მომხმარებლებს 11 ივლისამდე კიდევ აქვთ დრო წინასწარ შეუკვეთონ სისტემა წარმოუდგენლად დაბალ ფასებში 49.99 ან 99.99 დოლარად. :)

საქართველოში ეს ყველაფერი რათქმაუნდა ერთი ჩვეულებრივი “ამერიკული ოცნებაა” რომელიც იმედია ჩვენთვისაც მოიცლის :)

Filed Under: Software★ სიახლეები

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


შემთხვევითი პოსტები

RSSComments (2)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. beqa says:

    chemi azrit kargi windi iqneba vistaze uketesic ogond dzlieri kompi dachirdeba

  2. ცოტნე says:

    [quote]chemi azrit kargi windi iqneba vistaze uketesic ogond dzlieri kompi dachirdeba[/quote]

    პირიქით, ვისტა უფრო გრუზავს კომპს და შესაბამისად უფრო მეტი რესურსიც სჭირდება, ამას ვისტა Ultimate-ზე დაბალი მოთხოვნები აქვს :)