
ჰიულეტ-პაკარდი
DEVI | Dec 12, 2007 | Comments 0

ჰიულეტ-პაკარდი (Hewlett-Packard) ამერიკული კორპორაცია, საოფისე და სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი ლიდერი მსოფლიო ბაზარზე.
კომპანია დაარსდა 1939 წელს ქალაქ პალო-ალტოში, ბილ ჰიულეტისა და დევიდ პაკარდის მიერ, მათ მიერ ნაქირავებ ავტოფარეხში. კომპანიის პირველ პროდუქტს წარმოადგენდა აუდიოსისტემების სატესტირებელი ხმოვანი გენერატორი Model 200A, რომელიც შეისყიდა უოლტ დისნეის სტუდიამ.
1966 წელს შეიქმნა ჰიულეტ-პაკარდის პირველი კომპიუტერი. 1970-იან წლებში, კომპანიის მეინფრეიმები კონკურენციას უწევდნენ IBM-ის წარმოების ანალოგიურ მანქანებს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, 1997 წელს შეიქმნა სპეციალური განყოფილება Hewlett-Packard Laboratories, რომელშიც ინვესტიციის სახით ჩაიდო 3 მილიარდი დოლარი. 2002 წელს კომპანია გაერთიანდა კომპანია კომპაკთან (Compaq), რის შედეგადაც მსოფლიოში მოიპოვა პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების ლიდერის სტატუსი. 2005 წლის მონაცემებით, კორპორაციის წლიურმა ბრუნვამ 86 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
წარმოებული პროდუქცია
პრინტერები
შავ–თეთრი ლაზერული პრინტერები – HP LaserJet
ფერადი ლაზერული პრინტერები – HP Color LaserJet
ფერადი ჭავლური პრინტერები HP DeskJet და HP Photosmart
მრავალფუნქციონალური მოწყობილობები – HP OfficeJet და HP PSC
სკანერები
HP ScanJet
ციფრული კამერები
HP Photosmart
პორტატული ჯიბის კომპიუტერები
HP iPAQ
HP Lx
HP Jornada
HP OmniGo
ნოუთბუკები
HP Pavilion
Compaq Presario
HP Compaq nx
HP Compaq nc
HP Compaq nw
პერსონალური კომპიუტერები
HP Pavilion
HP Kayak
HP Vectra
HP Brio
HP Compaq
HP Workstation
სერვერები
HP ProLiant ML
HP ProLiant DL
HP ProLiant BL
HP 9000
HP AlphaServer
წყარო: Wikipedia მეორე წყარო: www.pcmania.at.tt
Filed Under: ისტორიები • ★ Articles
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები
Comments (0)
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!







