Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Bluetooth-ი, კავშირი ლურჯი კბილებით


ბლუთუზი (ინგ. Bluetooth – ლურჯი კბილი) მონაცემთა გადაცემის უსადენო ტექნოლოგიას წარმოადგენს. იგი საშუალებას იძლევა გადაიცეს მონაცემები 720 კბ/წმ სიჩქარით, ყოველგვარი დამაკავშირებელი სადენების გარეშე სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს შორის, როგორებიცაა: მობილური ტელეფონები, ჯიბის კომპიუტერები, პერსონალური კომპიუტერები, პრინტერები, ციფრული ფოტოაპარატები, მაცივრები, კონდიციონერები, მიკროტალღოვანი ღუმელები და სხვა.
ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება ბიზნესში, მედიცინასა და სხვა სფეროებში. მისი მოქმედების რადიუსი განისაღზვრება 10-დან 100 მეტრამდე. ინფრაწითელი პორტისაგან (IrDa) განსახვავებით, ბლუთუზის რადიოტალღები ბეტონისა და ლითინოს კონსტრუქციებს შორისაც აღწევს. დაკავშირებისას იქმნება ქსელი piconet და 7-8 მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად ჩაერთოს მასში.
აპარატურულად ბლუთუზი მცირე ზომის, მაღალი სიმძლავრის მიმღებ-გადამცემი მოწყობილობაა, რომელიც 2.4465-2.4835 გჰც დიაპაზონში მუშაობს.

ისტორია
1994 წლის დასაწყისში შვედურმა კომპანია ერიქსონმა შექმნა საცდელი ჯგუფი, რათა შეესწავლათ სხვადასხვა მოწყობილობებს შორის, ახლო მანძილზე, რადიოტალღების მეშვეობით მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობები. კვლევის წარმატებით დამთავრების შემდეგ, 1998 წელს შვედური და კიდევ რამოდენიმე წამყვანი კომპანიების (ნოკია, აი-ბი-ემი, ინტელი, ტოშიბა) თანამშრომლობის შედეგად დაარსდა სპეციალური ჯგუფი, რომელმაც აქტიურად დაიწყო ბლუთუზის სტანდარტის შემუშავება. 1998 წლის მაისში უკაბელო კომუნიკაციის ახალი სტანდარტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდა.

პროფილები
ბლუთუზ ტექნოლოგია მრავალპროფილიანია. თითოეული პროფილის მხარდაჭერა ბლუთუზით აღჭურვილ მოწყობილობას კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად გამოყენებულ იქნეს ტექნოლოგიის შესაძლებლობები.
GAP -Generic Access Profile
SDAP-Service Discovery Application Profile
CTP-Cordless Telephony Profile
IP-Intercom Profile
SPP-Serial Port Profile
HS-Headset Profile
DNP-Dial-up Networking Profile
FP-Fax Profile
LAP-LAN (Local Area Network) Access Profile
GOEP-Generic Object Exchange Profile
OPP-Object Push Profile
FTP-File Transfer Profile
SP-Synchronization Profile
ESDP-Extended Service Discovery Profile (for Universal Plug and Play)
A2DP-Advanced Audio Distribution Profile
AVRCP-Audio Video Remote Control Profile
BIP -Basic Imaging Profile
BPP -Basic Printing Profile
CIP-Common ISDN Access Profile
GAVDP-Generic Audio Video Distribution Profile
HFR-Hands-Free Profile
HCRP-Hardcopy Cable Replacement Profile
HID-Human Interface Device Profile
PAN-PAN (Personal Area Networking) Profile
SAP-SIM Access Profile

Filed Under: ტექნიკა★ Articles

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


შემთხვევითი პოსტები

RSSComments (0)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. sofo says:

    dzaan magaria