Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Firewall-ის კონფიგურაცია Warcraft III-ის სათამაშოდ

 

WarCraft III -ს პრობლემები FireWall -თან

ყოფილა ალბათ შემთხვევა, როცა WC -ს თამაშს ვერ ახერხებთ ქსელში, კონკრეტულად კი არ შეგიძლიათ სერვერი შექმნათ, ან “Play Game” -ს აჭერთ battle.net ზე და არაფერი ხდება. თუმცა პაჩი და სხვა ფაილები წესრიგში გაქვთ. ამ შემთხვევაში პრობლემა შეიძლება FireWall ში იყოს, რომელიც დგას ან თქვენს კომპიუტერზე ან იმ კომპიუტერზე/სერვერზე რომლითაც გადიხართ ქსელში.

ალბათ იცით, რომ FireWall იცავს კომპიუტერს არასანქცირებული დაშვებისაგან, რისთვისაც პროგრამა პორტებს კეტავს. მათ შორის იმათაც რომლებიც საჭიროა WarCraftII -ის ქსელში სათამაშოდ. არსებობს ორი გზა პრობლემის თავიდან ასაცილებლად: საერთოდ არ დააყენოთ FireWall ან დააკონფიგურიროთ FireWall ისე, რომ შესაძლებელი იყოს WC -ის თამაში ქსელში.გირჩევთ მეორე გზას, რადგან სულაც არ არის ძნელი გავხსნათ საჭირო პორტები, რაშიც მალე თავად დარწმუნდებით.თუ რა თქმა უნდა FireWall უშუალოდ თქვენს კომპიუტერზე აყენია. ხოლო თუ სერვერზე დგას, ანუ იმ კომპიუტერზე, რომლიდანაც თქვენ უკავშირდებით ინტერნეტს ან ნებისმიერ ქსელს და ამ კომპიუტერთან შეხება არა გაქვთ, მაშინ ადმინისტრატორს წააკითხეთ ეს სტატია :-)

ამ სტატიაში განხილული იქნება WindowsXP ჩაშენებულ FW -ს მაგალითზე, (სხვათა შორის ეს FireWall -ს ზოგიერთს არასერიოზულად მიაჩნია, მაგრამ ეს არ არის ასე, შეიძლება მრავალი ფუნქციებით და შესაძლებლობები არა აქვს, მაგრამ ის მაგალითად გვიცავს ამ ბოლო დროს ძალიან გავრცელებულ ვირუს ”MS Blust” ისაგან) თუმცა სხვა FW -ებშიც პრინციპი იგივეა, უბრალოდ განსხვავება ინტერეფეისებშია.

მაშ ასე, Control panel -იდან გადავდივართ Network Connections და შევდივართ შეერთების Properties -ში.(თუ თქვენ ამ მომენტში ონლაინში იმყოფებით, ანუ დამყარებული გაქვთ კავშირი, მაშინ დააჭირეთ ორ მოციმციმე კომპიუტერს მარჯვენა ქვედა კუთხეში, და შემდეგ Properties), რომლიდანაც გვსურს თამაში. გადავდივართ ჩანართში Advanced, რა თქმა უნდა ჩართული გექნებათ შემდეგი ოპცია:
”Protect my computer and network by limiting or preventing access to this computer from the internet”
თუ ეს ასე არ არის, მაშინ გირჩევთ მონიშნოთ ეს პარამეტრი,რათა მოქმედებაში მოიყვანოთ FireWall.

ფანჯრის ქვედა კუთხეში ვაჭერთ ღილაკ Settings და შემდეგ Add… , გამოსულ ფანჯარაში შესავსებია შემდეგი ველები:

Description of service : აქ სურვილისამებრ არქმევთ სახელს, მაგალითად WarCraft

Name or IP address of the computer hosting this service on you’r network: აქ იწერება სერვერის მისამართი, მაგალითად NetGamer ის შემთხვევაში ეს იქნება: ”war3.netgamer.ge” ან 80.83.128.41

ქვედა ორ ზოლში იწერება პორტების ნომრები, ჩვენ გვაინტერესებს 6112 რადგან შევძლოთ სერვერის ფუნქციების შესრულება თამაშის დროს და 6200, იმისათვის რომ შესაძლებელი გახდეს “Play Game” -ის თამაში ინტერნეტში.

გვერდზე კი მოსანიშნია პროტოკოლი TCP ან UDP, ჩვენ ორივე პროტოკოლზე გვჭირდება ორივე პორტის გახსნა, ამიტომ საჭიროა 4 ასეთი სერვისის დამატება, 4ივეში IP ერთი და იგივე უნდა იყოს, განსვავება იქნება პორტებსა და პროტოკოლებში.

პირველი:

Name : warcraft
Name or IP : სერვერის IP
External port number for this service : 6112
Internal port number for this service : 6112
მონიშნეთ TCP

მეორე:

Name : warcraft
Name or IP : სერვერის IP
External port number for this service : 6112
Internal port number for this service : 6112
მონიშნეთ UDP

მესამე:

Name : warcraft
Name or IP : სერვერის IP
External port number for this service : 6200
Internal port number for this service : 6200
მონიშნეთ TCP

მეოთხე:

Name : warcraft
Name or IP : სერვერის IP
External port number for this service : 6200
Internal port number for this service : 6200
მონიშნეთ UDP


საბოლოო ჯამში უნდა მიიღოთ დაახლოებით ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები

ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ თავისუფლად შეგეძლებათ ქსელში თამაში.

Good Luck

სტატიის ავტორი: crash წყარო: NetGamer.ge მეორე წყარო: PC Mania
თარიღი: 3 თებერვალი 2004

Filed Under: სხვადასხვა★ Articles

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


შემთხვევითი პოსტები

RSSComments (0)

Trackback URL

შეკითხვები სტატიასთან დაკავშირებით დასვით ჩვენს ფორუმზე!
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!

დატოვეთ თქვენი კომენტარი