Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


ანტივირუსები – როგორ და რატომ

Anti-Viruses

დღეს, ციფრულ ხანაში, ყველაზე აქტუალური საკუთარი სისტემისა და ინფორმაციის დაცვის პრობლემაა. ბევრისთვის უკვე უცხო არ არის ის ფაქტი, რომ კომპიუტერული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ერთი მავნე ფაილის საშუალებით სხვის პირად ცხოვრებაში ჩავყოთ ცხვირი, ვმართოთ სხვისი მანქანები, მოვიპაროთ ინფორმაცია ან თუნდაც ფული და ა.შ., ამიტომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა – როგორ დავიცვათ თავი?

თავის დაცვა რამდენიმენაირად შეიძლება, ამ საშუალებებში შედის უბრალოდ კომპიუტერის გამორთვა, ინტერნეტის გათიშვა, ყველა საეჭვო ფაილის შემოწმება და ა.შ., მაგრამ დღეს ყველაზე პოპულარულად მაინც ანტივირუსული პროდუქციის შეძენა (ან გატეხვა :–)) და მოხმარება ითვლება.

დღევანდელი სტატიის მიზანია, გავიგოთ, რას წარმოადგენენ და რამდენ ტიპად იყოფიან ვირუსები და ანტივირუსები, რომელი ანტივირუსია უკეთესი მოცემულ სიტუაციაში და ჰიგიენის რომელი წესები უნდა დავიცვათ ჩვენი საყვარელი კომპის ინფიცირების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად.

მოდით, დავიწყოთ თავიდან – იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, რა არის ანტივირუსი, ბუნებრივია, უნდა ვიცოდეთ, რა არის ვირუსი :–)

„ვირუსი“, როგორც მას შეცდომით უწოდებენ და Malware (Malicious Software - მავნე პროგრამა) როგორც მას ოფიციალურად ჰქვია, მოიცავს ყველა სახის ბოროტმოქმედ პროგრამებს, ესენია ძირითადად:

  1. ვირუსი – რიგითი კომპ. მომხმარებლისთვის ეს სიტყვა ყველანაირ ცუდ მოქმედებასთან ასოცირდება, მაგრამ სინამდვილეში ეს სახელწოდება განსაზღვრავს მავნე პროგრამების მხოლოდ ერთ ნაწილს – მათ, რომლებიც ფუნქციონირებისთვის მოითხოვენ მომხმარებლის ჩარევას (ანუ მომხმარებელმა უნდა გაუშვას ინფიცირებული ფაილი) და გაშვებისას აზიანებენ სხვა ფაილებსაც.
  2. ჭიაყელა – უფრო ცნობილია, როგორც „ვორმი“ (worm). ის, ვირუსისგან განსხვავებით, მოიცავს Malware–ის იმ ნაწილს, რომელსაც თავისით ფუნქციონირება შეუძლია. ასეთი ტიპის პროგრამები თავისით ახერხებენ ქსელის სკანირებას, დაუცველი მანქანების აღმოჩენას, ამ მანქანებში შეძრომას და საჭირო მანიპულაციების ჩატარებას. ამის შემდეგ მთელი პროცესი თავიდან იწყება. საბოლოო ჯამში ეს მთელი ქსელის ინფიცირებას იწვევს.
  3. Rootkit – ყველაზე საშიში ტიპი :–) ასეთი Malware გაშვების შემდეგ ოპერაციულ სისტემას მოდიფიცირებას უკეთებს და ამით ახერხებს სრულად დაიმალოს მომხმარებლის (და ანტივირუსის) თვალისგან.
  4. ტროას ცხენი – საკმაოდ სახალისო და ამავდროულად ზუსტი დასახელებაა :–) ასეთი ტიპის პროგრამები ძალიან წააგვანან თავიანთ ანტიკურ სეხნიას – ტიპიური ტროას ცხენი გამოიყურება, როგორც სრულიად უვნებელი პროგრამა, თუმცა გაშვებისას ცდილობს შეუმჩნევლად შეასრულოს თავისი ბოროტი ზრახვები :–) ის ვირუსისგან განსხვავდება მხოლოდ ერთით – მთლიანად ეყრდნობა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ტექნოლოგიას და, აქიდან გამომდინარე, არ საჭიროებს თვითგავრცელებას (თუმცა მისი ასეთი ნაირსახეობაც არსებობს). ტროას ცხენს ასევე შეუძლია მოამზადოს სისტემა სხვა მავნე ფაილისთვის (მოხსნას გარკვეული დაცვები), ჩამოტვირთოს და გაუშვას მავნე კოდი, „დააზომბიროს“ და DoS შეტევისთვის გამოიყენოს მანქანა და ა.შ.
  5. Spyware – მოიცავს სარეკლამო ბიზნესისთვის გამოყენებულ მავნე პროგრამებს. ეს ტიპი შეიძლება მიებას ტროას ცხენს ან დაინსტალირდეს უვნებელ პროგრამასთან ერთად. ინსტალირების შემდეგ პროგრამა იწყებს რაიმე პროდუქციის რეკლამირებას ყველა საშუალებით (მაგ. ფანჯრების მოუთხოვნელად ამოყრა – Pop-Up), თუმცაღა შიშის საფუძველი არ არსებობს –ასეთი ტიპის პროგრამა თავისი არსით უვნებელია (გაღიზიანებას თუ არ ჩავთვლით :–)).
  6. BotNet – ამ ტიპის მავნე კოდი სკანირებას უკეთებს ქსელს და იჭრება დაუცველ კომპიუტერებზე (ისევე, როგორც ჭიაყელა), შემდეგ ეშვება და იყენებს კომპიუტერულ რესურსებს მმართველი კომპიუტერიდან მოსული ბრძანებების შესასრულებლად. გამოიყენება ინფიცირებული კომპიუტერების ერთიანი ქსელის შესაქმნელად, რომლის უზარმაზარი რესურსებიც სხვადასხვა საქმიანობისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. უშუალოდ კომპიუტერში მყოფი ინფორმაციის მიმართ ასეთი შეტევა უწყინარია.
  7. KeyLoggers – იგივე Keystroke Loggers, ანუ მომხმარებლის მიერ კლავიატურიდან შეყვანილი ინფორმაციის ჩამწერი. ძალიან ეფექტური საშუალებაა მსხვერპლის პაროლების თუ სხვა ნებისმიერი “კლავიატურული“ ინფორმაციის მოსაპარად. ინსტალაციის შემდეგ ასეთი ტიპის პროგრამები ეშვებიან ჩუმად, იწერენ ყველანაირ აქტივობას, იღებენ Desktop–ის სურათებს და გარკვეული ინტერვალით აგზავნიან ამ ყველაფერს შემქმნელთან.
  8. Dialers – გადაშენებადი ტიპი. ინსტალირების შემდეგ პროგრამა მოდემის საშუალებით რეკავდა ფასიან ნომრებზე, რომლიდან შემოსავლის ნაწილსაც შემქმნელი იღებდა. მოდემების გადაშენების გამო ასეთი Malware ნელ–ნელა ქრება.

ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილთან საბრძოლველად ერთი (ან ბევრი ერთად) ჯადოსნური პროგრამა, სახელად ანტივირუსი გამოიყენება. ის აანალიზებს სხვადასხვა ინფორმაციას (StartUp–ში ჩასმულ ობიექტებს, ჩამტვირთავ სექტორებს, გაშვებულ პროცესებს და ა.შ.), მიღებულს რეალურ დროში და იქცევა შესაბამისად. მაგალითად, თუ მან ნახა, რომ რომელიღაც გამშვები ფაილი აპირებს დამალულად გაუშვას ინსტალაცია (ტიპიური ტროას ცხენის სცენარი), შესაბამისად დაბლოკავს მას ან თქვენ გთხოვთ რჩევას – ასეთი და ასეთი რაღაც ხდება და გავუშვაო?

ანტივირუსს ორი მოქმედების პრინციპი გააჩნია. ესენია:

  1. ვირუსების აღმოჩენა ვირუსების ბაზაზე დაყრდნობით – ყველა ანტივირუსი თავის უკან რამდენიმე ლაბორატორიას და ადამიან ექსპერტს ითვლის. ეს ადამიანები 24 საათის განმავლობაში აანალიზებენ ახალ–ახალ ვირუსებს, ქმნიან მათ შესაბამის „ანაბეჭდებს“ და ათავსებენ მათ თავიანთ სერვერზე, რომლებსაც შემდეგ მომხმარებლის მანქანაზე დაინსტალირებული ანტივირუსი ტვირთავს ინტერნეტის მეშვეობით. ფაილის სკანირებისას ანტივირუსი ადარებს მას არსებულ ვირუსების ბაზას და დამთხვევის შემთხვევაში ფაილს ვირუსად ამოიცნობს. გასაგებია, რომ რაც უფრო ხშირად განახლებადია ანტივირუსული ბაზა და რაც უფრო მეტი და პოპულარული ვირუსის ანაბეჭდი იტვირთება თითოეული განახლებისას, მით უფრო მცირეა კომპის ინფიცირების შანსი.
  2. ვირუსების აღმოჩენა ევრისტიკულ (პროაქტიულ) მეთოდზე დაყრდნობით – ხდება ისეც, რომ სანამ ახალი ანაბეჭდები მომხმარებლის კომპამდე მიაღწევენ, კომპი იქამდე ხდება ახალი ვირუსის შეტევის მსხვერპლი. ასეთ შემთხვევაში უძლურია ტრადიციული, ვირუსების ბაზაზე დაყრდნობილი სკანირების მეთოდი, მაგრამ კომპი ბოლომდე დაუცველი მაინც არ რჩება – არსებობს მეორე მეთოდიც, რომელსაც ევრისტიკულს უწოდებენ. ის ყველა პროგრამის მოქმედებას აანალიზებს რეალურ დროში და საეჭვო პროგრამებს ბლოკავს. ასე რომ, კარგი ანტივირუსის ქონის შემთხვევაში კომპი შემთხვევების 95%–ში დაცული რჩება.

ანანტივირუსები, თავის მხრივ, განისაზღვრება რამდენიმე კატეგორიად:

  1. ანტივირუსი – ვირუსებთან მებრძოლი პროგრამა
  2. ანტივირუსი + FireWall – ვირუსებთან მებრძოლი და ტრაფიკის მაკონტროლირებელი პროგრამა
  3. სრული დაცვის პაკეტები – მე–2 კატეგორიას დამატებული ათასნაირი უაზრო ფუნქცია, რომლებშიც ძირითადად სპამთან მებრძოლი, მშობლების კონტროლის, ინფორმაციის რეზერვირების, სისტემის ოპტიმიზირების, და რისი აღარ მოდული შედის. თუმცა რაში სჭირდება ეს ყველაფერი ანტივირუსს, დღემდე ვერ ვხვდები :–)

რაღა თქმა უნდა, ეს სრული ჩამონათვალი არაა და დაყოფა მწარმოებლებზეცაა დამოკიდებული. ზოგი კიდევ რამდენიმე კატეგორიად ჰყოფს თავის პროდუქციას მომხმარებელზე მაქსიმალური მორგებისთვის, ზოგი კი მხოლოდ ერთ სახეობას უშვებს.

ძიძირითადად, ანტივირუსის შერჩევისას მომხმარებლის მხრიდან ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ პარამეტრებს:

  1. ვირუსების ბაზა – რაც ხშირად განახლებადი და ეფექტურია ვირუსების ბაზა, მით უფრო დაცულია მომხმარებელი. ასევე, არსებობს აზრი, რომ რაც უფრო ახლოსაა ტერიტორიულად ვირუსების მწარმოებელი კომპანია თქვენთან, მით უფრო ეფექტურია მისი ანტივირუსული ბაზები. ეს ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ არა დიდად გასათვალისწინებელი.
  2. ევრისტიკული ანალიზი – ვირუსების ახალი ბაზის უქონლობის შემთხვევაში თავდაცვის ეს გზაღა გვრჩება, ასე რომ, ამ კომპონენტის კარგი მუშაობა სიკვდილ–სიცოცხლის საკითხია :–)
  3. რესურსების მოხმარება – ნამდვილად არავის სჭირდება დაცვა, რომელიც მთელ სისტემურ რესურსებს გვართმევს, ამას ისევ გამორთული კომპი სჯობს :–) რა თქმა უნდა, რაც ნაკლებ რესურსს მოიხმარს ანტივირუსი, მით უკეთესი თქვენი ნერვებისთვის.
  4. ინტერფეისი – ამ ნაწილში შედის ყველაფერი – დაწყებული პროგრამის მთავარი ფანჯრის გაფორმებიდან, დამთავრებული შეტყობინებების ვიზუალური თუ ხმოვანი სისტემით.
  5. ფასი – ეს პუნქტი საზღვარგარეთ ანტივირუსული პროგრამის ავკარგიანობის ერთ–ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს, თუმცაღა საქართველოში არაა აქტუალური იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ანტივირუსული (და საერთოდ) პროგრამების უდიდესი უმრავლესობა მეკობრული („პირატული“) გზითაა ნაშოვნი (ანუ გატეხილია). შესაბამისად, ჯერჯერობით ეს პუნქტი მიიღეთ, როგორც ზოგადი ინფორმაცია და არა რეალურად გასათვალისწინებელი ფაქტორი.

შეამჩნევდით, არაფერი მითქვამს Firewall–ის ავკარგიანობის განმსაზღვრელ პირობებზე, მაგრამ, იმის გამო, რომ ეს მიმართულება თავისი შინაარსიდან გამომდინარე ძალიან ნელა განვითარებადია, ჩავთვალოთ, რომ ყველა ცნობადი კომპანიის Firewall (იგივე ბრენდმაუერი, ცეცხლკედელა, ქსელის ეკრანი და ა.შ.) მეტ–ნაკლებად აკმაყოფილებს სტანდარტებს; მეტის ცოდნა ახალბედა მომხმარებელს არაფერში გამოადგება, გამოცდილებმა კი დაინტერესების შემთხვევაში ნება იბოძეთ და თქვენით მოიძიეთ ინფორმაცია, ამ სტატიას კი ზედმეტად არ დავტვირთავ.

წესით ახლა აქ უნდა ჩამომეწერა ყველა ანტივირი თავისი განხილვით, მაგრამ ამის ნაცვლად გაძლევთ ბმულს, რომელსაც უნდა გაჰყვეთ დაინტერესების შემთხვევაში, აქ კი უბრალოდ ჩამოვთვლი დღეს საქართველოში ყველაზე პოპულარული ანტივირუსების სიას, მათ პლიუს–მინუსებს და გამოყენებას და ამით დავამთავრებთ.

მაშ ასე:

  • Kaspersky AntiVirus (იგივე KAV) – უნივერსალური გადაწყვეტა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებისგან. აკმაყოფილებს 1,2 და 4 პირობებს, ერთადერთი მინუსია რესურსების ჭარბი მოხმარება. გაქვთ კარგი კომპი (P4, 512+ MB RAM)? მშვენიერი არჩევანი იქნება. მით უმეტეს, რომ საქართველოში არ ჭირს ამ ანტივირისთვის სალიცენზიო ფაილების მოძებნა.
  • Kaspersky Internet Security – KAV–ს დამატებული Firewall და მშობლების კონტროლის მოდული. მხოლოდ ამ შემთხვევაში კარგი ნერვები და უფრო კარგი კომპი (Core 2 Duo, 1+ GB RAM) დაგჭირდებათ. დაცვა თითქმის უნივერსალურია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მოითხოვს მომხმარებლის ჩარევას.
  • ESET NOD32 Antivirus- მშვენიერი არჩევანია, აკმაყოფილებს ოთხივე პირობას, ტესტებში ვირუსების აღმოჩენის მხრივ პროცენტულად სულ ოდნავ (1%–ითაც არა) ჩამორჩება KAV–ს, თუმცა ინტერფეისი (პირადი შეხედულებით) უკეთესი აქვს, რესურსებს კი იმდენად ცოტას მოიხმარს, რომ უკვე ლეგენდებიც დადის მასზე :–) გამოიყენეთ ნებისმიერი სიძლიერის კომპზე (ახლა მთლად დაღუპულ Celeron 1.7–ზეც ნუ დააყენებთ) Key–ები იშოვება ძალიან მარტივად, nod321.com–ზე :–)
  • ESET Smart Security – NOD32–ს დამატებული Firewall, იგივე დაცვა და რესურსების მოხმარება მშვენიერი Firewall მოდულით. Key–ები იშოვება იმავე საიტზე.

და ბოლოს – არცერთი ანტივირუსი არ არის გარანტი იმისა, რომ თქვენი კომპი მთელი საიდუმლო თუ საჭირო ინფორმაციით ბოროტმოქმედის ხელში არ ჩავარდება. ეს ყველაფერი უბრალოდ რისკის შესამცირებლად გამოიყენება.

ასევე, კასპერსკის განცხადებით, ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა ეუბნება რა მომხმარებელს, რომ ყველაფერი წესრიგშია (ვის არ უხარია მწვანედ განთებული ანტივირუსის ხატულა :–)), ზედმეტად ამშვიდებს მას და ეს უკანასკნელი ივიწყებს სიფრთხილის სხვა წესებს. რისკის კიდევ უფრო შესამცირებლად და, მე ვიტყოდი, მინიმუმამდე დასაყვანად საჭიროა ყოველთვის გვახსოვდეს და ვიცავდეთ შემდეგ წესებს:

  1. ყოველთვის ჩამოქაჩეთ სისტემური განახლებები (Windows Update), ეს საკითხი ძალიან ხშირად ყველაზე დიდ გავლენას ახდენს კომპის დაცულობის დონეზე.
  2. არ იაროთ უცნობ ვარეზ, პორნო, gambling და სხვა ასეთი ჯურის საიტებზე. იქ ინფიცირების შანსი ყველაზე მაღალია.
  3. არ გახსნათ უცხო მეილი. მართალია, დღევანდელი პოპულარული საფოსტო ყუთები (Gmail, Yahoo, AOL) საკუთარი ანტივირუსით ამოწმებენ ყველა წერილს და არც კლიენტის ანტივირუსები ტოვებენ მათ უყურადღებოდ, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა ;–)
  4. არ ენდოთ IM–ით (მესინჯერებით) გამოგზავნილ არცერთ ფაილს, თუნდაც ის კარგად ნაცნობი ადამიანისგან იყოს გამოგზავნილი. შეიძლება მას თქვენთან ბოროტად გახუმრება მოუნდა, ან კიდევ თქვენი მოქმედებების კონტროლი მოისურვა :–) ყველა ასეთი ფაილი გაშვებამდე ანტივირუსით შეამოწმეთ. თუ უფრო ზუსტი პასუხის მიღება გინდათ, საეჭვო ფაილი შეგიძიათ VirusTotal–ზე ატვირთოთ, სერვერი შეამოწმებს თქვენს ფაილს სამი ათეული სხვადასხვა ანტივირუსით და შედეგს დაგიბრუნებთ.

ამ ჯერზე სულ ეს იყო :–) მართალია, ინფორმაცია ძალიან მშრალი და საბაზოა, მაგრამ ახალბედებზე გათვლილი სტატია სხვანაირი ვერ გამოვიდოდა – ვეცადე მხოლოდ აუცილებელი ინფორმაცია მომეწოდებინა. იმედია, სტატიამ ცოტათი მაინც აგიხილა თვალები და ჩაგახედა „ვირუსების“ და მათთან ბრძოლის იდუმალ სამყაროში. მომავალ შეხვედრამდე!

წყარო: Сompinfo.ge

Filed Under: Windowsინტერნეტიპროგრამებირჩევები★ Articles

Tags:

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


მსგავსი სტატიები

RSSComments (30)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. lela says:

    zalian kargi saiti gaqvt.gmadlobt kvelanairi inovaciis mocodebistvis

  2. IkaMac says:

    jemalas ro dauyene NOD 32 imitoa exla magis kompiuteri karg dgheshi :yes:

  3. padres says:

    sagol jigaro sg da sp

  4. tata says:

    antivirusi rogor davayeno?

  5. gio says:

    საღოლ ადმინ. შენ უახლოეს მომავალში ნობელის პრემიით დაგაჯილდოვებენ ;)

  6. lana says:

    avast antivirusi maqvs, tavs daculad vgrznob virusebis dainpicirebisgan, tumca zogjer ise xdeba rom gauprtxileblad instaldeba virusi, ris gamoc xshirad miwevs windousis gadayeneba, tqven ras daabralebdit gauprtxileblad virusebis dainstalebas

  7. koala says:

    nod32 antivirusi ar aris! is mxolod taskbarshi chans mxolod imitom rom adamianma tavi damshvidebulad igrdznos. kasperski dzlieria magram, tu daakene mashin compiutertan mushaoba azrs kargavs da mavnebeli xdeba janmrtelobistvis, kerdzod nervebistvis. kvelae normaluria Norton Internet Security. Aris aranakleb dzlieri vidre kaspersky, ar moixmars nodze mets (2009 wlis), avtomaturi ganaxlebebi da chumi scanireba + dzalian martivi interfeisi. Nortonis shemdeg AVGs davakenebdi. magram vetnxmebi imas rom vercerti antivirusi 100% dacvas ver uzrunvelyofs. erti ki ara, ramdenimec :D

  8. giga says:

    zalian magari saitia chemi azrit sauketeso me nod32 mirchevnia yvelas

  9. თეიმურაზ ხუნდაძე says:

    ყოჩაღ! კარგი სტატიაა

  10. salome says:

    RAMDENGERME VCADE PROGRAMIS GADMOCERA MAGRAM VERAPRIT VER AINSTALACIEB. IQNEBA DAMEXMAROT DA AGNISHNOT ROGOR SHEIZLEBA GADMOCERA RPOGRAMEBIS UPRO KONKRETULAD.

  11. Leo says:

    me nod32 kmakopili var tavisit aketebs ganaxlabas komps ar achedinebs! virusi ki shemosula chems kompshi da gadavakene magis gamo windowsi ra moxda iseti? xan daicavs virusisgan xan ver shedzlebs exla ma rogor kvelaferi moxdeba tan vitvaliscineb imasac rom ufasoa

  12. gurgena says:

    sago magari kaci xar dzma da magari saitia. gansakutrebit sheni ganmartebebi mevaseba:D
    antivirusebs rac sheexeba me avasti miyenia da ras metyvi rogori antivirusia???

  13. vasoo says:

    devi magari saitia…..sagol….

  14. kaxa says:

    shen gagimarjos zmao xmertma sad iscavle amdeni. jigari xar. exla var am saitze pirvelad da zan sainteresoa.

  15. lylite says:

    აუ სალიმეს შეკითხვამ დახურა რააააააა :D :D ;)

  16. stumari says:

    sheidzleba tu ara ori antivirusi ertdroulad davayeno? gamigia chorebi rom isini ertmanets virusebad agiqvamen da ertmanetis ganadgurebas cdiloben.

    • DEVI says:

      tavisuplad shegidzlia tumca namdviald ar iqneba sheni kompiuteris carmadobisatvis sasargeblo. sheidzleba ertmaneti ar agiqvan virusebad magaram ertmanets aucilblad sheushlian xels da shedegad miigeb ara ormagad daculs sistemas aramed sruliad daucvel, arastabilur shenelebul sistemas. sauketeso variantia gamoiyeno erti saxis mxolod antivirusi da tu damatebiti dacva gchirdeba shegidzlia romelime cnobili kompaniis FireWall-ic miayolo. da tuki ubralo firewallic geyofa mashin daayene ormagi paketebi Antivirus+Firewall (rogoricaa magalitad Eset Smart Security an sxva ) :)

  17. natuka says:

    nod32 umagresi antivirusia!dzaan magari saitia xshirad vstumrob xolme.

  18. sandro says:

    me antiviruss saertod ar vxmarob da daisvena kompma :D marto windowsis gadayenebis win chavwer aviras davaskanereb da morcha, magari dzlieri antivirusia chemi azrit

  19. stubborn says:

    dont sents agdebs da nod32 ver ereva viruss.kompi xmas kargavs am dros.

  20. stubborn says:

    avira da nod32 tu sheidzleba ertad iyos kompshi?

  21. gio says:

    dzaan magari saitia, me tqveni ar vici magram, 4 tvea me kaspersky maqvs dayenebuli ert wliani key-t da 4tvea ar gadamiyenebia windowsi tanac arc chedavs da yvela saitze naxulobs viruss (tu iqneba im shemtxvevashi) nortonzec gamigia rom kargi antivirusiao magram me kaspersky mircehvnia vada rom gauva cems antivirusss mashin movsinjav nortons

  22. Lasha says:

    ra minda gkitxo, nod 32 aris antivirusi da nod smart security aris antivirus + qselis dacva? tu mxolod qselis dacvaa?

    • ★ DEVI ★ says:

      Lasha

      ESET Smart Security – ეს არის ორი მომსახურება გაერთიანებული ერთ პაკეტში ანუ ანტივირუსს + ფაირვოლი (Firewall)..

  23. gnm studio says:

    მე თუ მკითხავთ ტავისუფალი ანტივირუსებიდან (free) ვაღიარებ ჯერ ავირას და მერე ნოდს, რადფგან free დან ყველაზე ნაღდია

  24. TreZoRA says:

    suratze arebuli 4 antivirusidan , kasperskis garda romels mirchevdit?

  25. giushka says:

    kasperskis licenzia rogor vikido tu rublebit aris mxolod? da rubli romel plastikurze chavrico ha? an qvitari rom amovbechde da bankidan gadavricxav metqi bankmac uari mitxra da saqartvelodan saertod sheidzleba kasperskys licenziis yidva?

    • DEVI says:

      კომპიუტერულ მაღაზიებში იყიდება კასპერსკის ლიცენზიები..

შეკითხვები სტატიასთან დაკავშირებით დასვით ჩვენს ფორუმზე!
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!

დატოვეთ თქვენი კომენტარი