
7 გზა Windows 7-ის აჩქარებისთვის..
DEVI | Oct 22, 2009 | Comments 22

ასეთი სახის პოსტები ძალიან პოპულარულია მთელს ინტერნეტ სივრცეში, ალბათ არაერთი წაგიკითხავთ იგივე სათაური XP-სა და VISTA-ს შესახებაც. თუმცა დღეს უკვე 2009 წლის შემოდგომაა და PC სამყაროს კიდევ უფრო ახალი და დახვეწილი ოპ. სისტემა აქვს, Windows 7-ის ოფიციალური რელიზი დღეს 22 ოქტომბერს იმართება!
ახალი სისტემა ბევრად სწრაფია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მივიღოთ უფრო მეტი სისწრაფე.. მე ამ აზრს ვემხრობი და ამ პოსტში წარმოგიდფენთ მეტი სისწრაფის მისაღებ გზებს..
1. ფანჯრებს შორის სწრაფი გადასვლა..

თუ ჩვენ სისტემაში გამოვრთავთ ფანჯრის გაშლა-ჩახურვის ანიმაციას მივიღებთ ბევრად უფრო სწრაფ მოქმედებას გადართვისას.. გამორთვა მარტივია:
- გახსენით Start-ი და საძიებო ველში შეიყვანეთ ‘SystemPropertiesPerformance‘ (Enter)
- გადადით Visual Effects-ის განყოფილებაში
- მოხსენით მონიშვნა პუნქტს “Animate windows when minimizing and maximising”, და დააჭირეთ OK-ს.
შედეგად ფანჯრების გაშლა და ჩახურვა ბევრად სწრაფი გახდება.
2. სისტემის ჩატვირთვის აჩქარება.
Windows 7-ი ჩატვირთვისას იყენებს პროცესორის ერთ ბირთვს. ბირთვების რაოდენობის გაზრდით (თუ რათქმაუნდა თქვენი პროცესორი მრავალბირთვიანია) ჩვენ შეგვიძლია ავასწრაფოთ ჩატვირთვა.
- გახსენით Start და ველში ჩაწერეთ ‘msconfig’ (Enter)
- ახალ ფანჯარაში გადადით ‘Boot’ განყოფილებაში და დააწექით ღილაკს ‘Advanced options…’
- მონიშნეთ პუნქტი ‘Number of processors’ და მიუთითეთ რამდენი ბირთვი აქვს თქვენს პროცესორს (ჩვეულებრივად 1, 2, 4 ან
- დააჭირეთ ‘OK’ და შემდეგ ‘Apply’
- გადატვირთეთ კომპი და თავად ნახეთ შედეგი

3. წაშალეთ არასაჭირო ფონტები
ფონტები, განსაკუთრებით TrueType ფონტები იყენებენ (“ჭამენ”) საკმაო რაოდენობის სიტემურ რესურსებს. ოპტიმალური მუშაობისთვის, დაიტოვეთ მხოლოდ ის ფონტები რომლებსაც ყოველდღიურად იყენებთ ან ზოგიერთ პროგრამებს ესაჭიროება. დანარჩენები უბრალოდ ცალკე შეინახეთ…
- გახსენით Start და ველში ჩაწერეთ ‘fonts’ (შემდეგ Enter
) - ამოიღეთ არასაჭირო ფონტები ამ ფოლდერიდან და შეინახეთ რაიმე სხვა ფოლდერში (მაგ. D:/dzveli fontebi/)
რაც უფრო ცოტა ფონტი გვექნება მით უფრო ცოტა რესურსი დაიხარჯება სისტემაში.
4. ავაჩქაროთ სისტემის გამორთვა
მართალია Windows 7 გამორთვისას უფრო ცოტა დროს ანდომებს ვიდრე Vista ან XP, მაგრამ ეს შეიძლება კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. კერძოდ სისტემურ რეესტრში თუ შევცვლით ერთ პარამეტრს, სისტემა უფრო ცოტა ხანი დაელოდება პროცესების დახურვას გამორთვის მომენტში. შეიძლება ცოტა გაუგებარია მაგრამ საკმაოდ მარტივია:
- გახსენით Start და ველში ჩაწერეთ ‘regedit’ (შემდეგ Enter
) - მოძებნეთ განყოფილება HKEY_LOCAL_MACHINE/SYSTEM/CurrentControlSet/Control
- *გახსენით პარამეტრი WaitToKillServiceTimeOut და მიუთითეთ სასურველი დრო რიცხვებში
- დააჭირეთ ok-ს და გადატვირთეთ კომპი
*თავიდან ჩვეულებრივად ამ პარამეტრში მითითებულია 1200 (ანუ 12 წამი), გირჩევთ ნუ შეამცირებთ გამორთვის დროს 6-7 წამზე ნაკლებად, ამ დროს სისტემამ შეიძლება ვერ მოასწროს საჭირო პარამეტრების შენახვა და შედეგად დრო და დრო ის დაზიანდება.
5. გამოვრთოთ ძებნის ინდექსირება
თუ თქვენ იცით სად ინახება თქვენი ფაილები და ძებნას მხოლოდ ათასში ერთხელ იყენებთ, მაშინ გირჩევთ რომ ინდექსირების ფუნქცია გამორთოთ რადგან ამ შემთხვევაში ის სისტემის რესურსების უაზრო ხარჯვაა..
- გახსენით Start და ველში ჩაწერეთ ‘services.msc’ (შემდეგ Enter
) - იპოვეთ და გახსენით სერვისი ‘Windows Search’
- startup type-ში აირჩიეთ ‘Disabled’
- შემდეგ OK და ერთი რესტარტი
6. სწრაფი Toolbar-ი
Taskbar-ში რომ სისტემა ფანჯრების მინი გამოსახულებებს გვაჩვენებს ეს ალბათ ახალი არ არის თქვენთვის
ჩვენ შეგვიძლია ავაჩქაროთ მინი გამოსახულებების იგივე thumbnail-ების გამოჩენა..
- გახსენით Start და ველში ჩაწერეთ ‘regedit’ (შემდეგ Enter
) - მოძებნეთ განყოფილება HKEY_CURRENT_USER/Software/Microsoft/Windows/CurrentVersion/Explorer/Advanced
- მარჯვენა ღილაკით თვითონ განყოფილება Advanced-ზე, აირჩიეთ მენიუში შემდეგი New > DWORD
- ახლა შეიყვანეთ შემდეგი მნიშვნელობა “ThumbnailLivePreviewHoverTime”
- მარჯვნივ პარამეტრებში გაჩდება ახალი ჩვენს მიერ შეყვანილი პარამეტრი, ახლა მარჯვენა ღილაკით მასზე აირჩიეთ Modify.
- ახალ ფანჯარაში მარჯვნივ მონიშნეთ Decimal ხოლო ველში ჩაწერეთ სასურველი მნიშვნელობა მილიწამებში (მე ვიყენებ 200-ს ანუ 0.2 წამს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ექსპერიმენტულად სასურველი დრო დააყენოთ)
- ახლა ok და რესტარტი
7. გამორთეთ არასასურველი Startup პროგრამები

ბევრი პროგრამა სისტემის ჩართვასთან ერთად ავტომატურად ირთვება რომელიც ბევრად ანელებს კომპიუტერის ჩატვირთვას და იყენებს დიდ რესურსებს. მათ გამოსართავად გააკეთეთ შემდეგი
- გახსენით Start და ველში ჩაწერეთ ‘msconfig’ .
- გადადით startup განყოფილებაში.
- მოხსენით მონიშვნა ყველა იმ არასასურველ პროგრამას რომელიც არ გჭირდებათ სისტემასთან ერთად ჩატვირთვისას (გაითვალისწინეთ რომ არ უნდა გამორთოთ ანტივირუსული პროგრამები, ისინიც სისტემასთან ერთად ავტომატურად ირთვებიან).
- ok და რესტარტი
ვიმედოვნებ რომ შვიდივე გზა სასარგებლო გამოდგა თქვენთვის და თქვენი შვიდიანისთვის
ალბათ ახლა უკვე ბევრად სწრაფი სისტემა გაქვთ ვიდრე სტატიის წაკითხვამდე გქონდათ..
Filed Under: Windows 7 • ★ Articles
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები
Comments (22)
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!








საღოლლ მაგარია.. კითხვა მაქვს ,ვებ სივრცე რამდენი მეგაბაიტი აქვს შენს საიტს??
ალეკო
50 მბ დაახლოებით..
ძალიან ცოტა
devi dges ro unda gamosuliyo wind 7 iqneb dado saitze
au windows xp mqonda da es 7 davayene mara microsoft officeebi rogor unda dayeendes ar icit?
gio
rogorc XP-ze chveulebrivad..
როგორ ჩავწერო dvd_ზე windousi, რომ კომპის ჩართვისას დისკი დაინახოს?
tu diski ukve chacerili gaq kompshi unda shexvide BIOS-shi da iqidan gadarto CD/DVD-t chatvirtvaze..
tu jer ar chagiceria gamoiyene spec programebi NERO, ULTRA ISO da a.sh.
XOO DAYENDA OFFICE 2007 CHVEULEBRIVAD
MAGRAM 30 DGIANI DRO RATOAQVS AQTIVACIA RO AR GAVAKETO RA MOUVA 30 DGESHI? ANDA SAD IQNEBA PRODUQTIS KEY? :s
30 dgeshi mogtxovs shedzenas.. Product Key mtel internetshia, ubralod dzia GOOGLE da magis jani..
devil wind7 maq da rogor gadaviyvano xp s rejimze?
NIKA
არსებობს ასეთი პროგრამა XP Mode და ეგ უნდა დააყენო…
windows virtual pc esec sajiroa xom?
gaumarjs, mainteresebs saidan sheidzleba gadmovwero saundmax-is xmis draiveri windows7-isatvis, p4v800d-x ai am mazeristvis? asusis saitze araa sxvagan sad aris draiverebi?
cesit Windows 7-s tavisit moyveba xmis driverebi mara tu mainc ar agmoachnda mogicevs dzia GOOGLEs gemrielad gamoyeneba
jer XP-s draiveric cade yoveli shemtxvevistvis..
მე ვერ ვნახე, ბევრი კი ვეძებე და იქნებ შენ დამეხმარო ბრატ, აი ამ მაზერისთვის მინდა p4v800d-x mapovnine ra
Merab, ai es vipove marto.. http://www.nodevice.com/driver/P4V800D-X/get34113.html
naxe aba tu cava.. tuarada tu daaxloebit ici ra modelis saundkartaa mcarmoeblis saitze mainc dadzebne
აუ ჯიგარი ხარ რა
windows 7 mak da windows xp veyar vayeneb ra vushvelo disks ar xedavs
რაიმე Boot CD-თ დააფორმატე ვინჩესტერი და შემდეგ სცადე XP-ის მუშა დისკის გამოყენება…
sagol brat..mec win 7 (ult) maq.karoche yvelaferi me chavwere (windows) marto erti problema mak .win dayenebis mere desktopze my computer ar gamoaq too..marto shortcutit gamomaq da tu rame ici dzmurad damexmare
au Product Key-s mtxovs da versad ver vishove… da damexmaret raa
Product Key-ზე სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით… ულიცენზიოდ მოხმარების გამო გთხოვთ.