Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Windows XP-ს პატარ-პატარა საიდუმლოებები

Windows XP - ყველასათვის ცნობილი ოპერაციული სისტემა, ჰო და სისტემა რისი სისტემაა პატარ- პატარა საიდუმლოებეი რომ არ გააჩნდეს? ესეიგი, ჩვენს საყვარელს ფანჯრულასაც აქვს იდუმალი წერტილები, მაშინ რას ველოდებით, დავიწყოთ მათი გამჟღავნება...

საიდუმლო პირველი: ფოლდერების გადამისამართება

ალბათ თქვენ ისეთი მომხმარებლების კატეგორიას განეკუთვნებით რომლებიც (თითქმის) ყველაფერს Desktop-ზე ინახავენ, შემდეგ კი როცა სისტემის გადაყენებაზე მიდგება საქმე, უსიამოვნო ფაქტი ხდება ის, რომ ყველაფერი უნდა წაიშალოს C:/ (თუ აქ არის სისტემა დაყენებული) დისკზე და მათ შორის მიყვეს თქვენს Desktop-ზე განთავსებული სხვადასხვა ფაილები და საქაღალდეები. იცით ამის გამოსავალი რა არის? გეტყვით, თქვენი სისტემის რეესტრში არის ერთი საიდუმლო განყოფილება საიდანაც ხდება სისტემური ფოლდერების გადამისამართება. უფრო მარტივად რომ გამოვიდეს ცოტა სხვანაირად აგიხსნით, ფაილები და შორთქათები რომლებიც თქვენს Desktop-ზეა განთავსებული ინახება მისამართზე C:\Documents and Settings\მომხმარებლის სახელი\Desktop მაშ ასე ჩვენი მიზანია ეს ფოლდერი გადავამისამართოთ სხვა დისკზე იმისათვის რომ სისტემის გადაყენებისას აღარაფერი აღარ წაგვეშალოს ეკრანიდან. ამ მიზნის განსახორციელებლად ჯერ უნდა შევქმნათ საქაღალდე სხვა დისკზე სადაც შეინახება ეკრანზე არსებული ფაილები, ასე მაგალითად D:/ დისკზე შევმნათ საქაღალდე System და ამ საქაღალდეში კიდევ საქაღალდე Desktop, სრული მისამართი ასეთია D:\System\Desktop , ახლა კი დროა მივაკითხოთ იმ იდუმალ სარკოფაქს სადაც ჩვენი ხსნა დევს.
მაშ ასე, სარკოფაგის მისამართია Hkey_Current_User\Software\Microsoft\Windows\current version\explorer\user shell folders, ალბათ ხვდებით რომ ეს ყველაფერი სისტემური რეესტრის სამფლობელოში ხდება, იმისათვის რომ ამ სამფლობელოში მოვხვდეთ საჭიროა Run-ში ავკრიფოთ ბრძანება regedit და სამფლობელოს კარიბჭე ღიაა!
ჩემს ლაპარაკში ალბათ უკვე შეხვედით ამ მისამართზე. ყველაფერი იდუმალებით მოცულია არა? მაშ ავხადოთ ფარდა ყველაფერს! აქ მოცემულია ყველა სისტემ ფოლდერის მისამართი და გადამისამართებაც სწორედ აქედან ხდება.
მონახეთ ცვლადი Desktop და ერთი გემრიელად მიაწკაპუნეთ ;) გამოსულ სარკმელში მონახეთ ქვედა ველი, ველში დაახლოებით ასეთი სიტუაცია იქნება %USERPROFILE%\Desktop (”%USERPROFILE%” არის მომხმარებლის პროფილის მისამარათი ანუ წეღან ნახსენები ”C:\Documents and Settings\მომხმარებლის სახელი\”) მონიშნეთ მთლიანად ეს მისამართი და მის მაგივრად ჩაწერეთ სხვა დისკზე შექმნილი Desktop ფოლდერის მისამართი, შემდეგ ღილაკი [OK].
ასევე შეგიძლიათ გაიმოროთ სურვილის შემთხვევაში სხვა სისტემ ფოლდერებზეც.

ახლა უბრალოდ მონიშნეთ ცვლადი Desktop და შედით [File] მენიუში, მონახეთ ღილაკი [Export…] და მიაჭირეთ, დაარქვით ფაილს სახელი და შეინახეთ სასურველ ადგილას… ეს ყველაფერი იმისათვის რომ სისტემის გადაყენების შემდეგ ფოლდერის გადასამისამართებლად აღარ დაგჭირდეთ რეესტრში ძრომიალი, უბრალოდ ამ ფაილს გახსნით, ორჯერ დაეთანხმებით და ეგაა… ყველაფერი დაყენებული იქნება.

ისღა დაგვრჩენია ეკრანიდან ჩვენს ახალ Desktop საქაღალდეში საჭირო ფაილები და საქაღალდეები გადავწეროთ, ამისათვის შევიდეთ მისამართზე C:\Documents and Settings\მომხმარებლის სახელი\Desktop და გადმოვწეროთ შიგთავსი ჩვენ ახალ საქაღალდეში, ან უბრალოდ პირდაპირ ეკრანიდან მოვახდინოთ კოპირება. ამის შემდეგ ერთი გადატვირთვა და ჰო საოცრებავ ყველაფერი ისეა როგორც ადრე იყო, უბრალოდ ფოლდერია გადამისამართებული, ეს კი იმას ნიშნავს რომ რასაც ეკრანზე ჩაწერთ ან წაშლით ყველაფერი D:/ დისკზე გახსნილ Desktop საქაღალდეში მოხდება.

P.S. როცა დარწმუნდებით რომ ყველაფერი წესრიგშია, შედით მისამართზე C:\Documents and Settings\მომხმარებლის სახელი\Desktop და წაშალეთ მისი შიგთავსი ბაიტების ეკონომიის მიზნით, მაინც აღარაფერში გჭირდებათ.

საიდუმლო მეორე: ვებგვერდების გადამისამართება ანუ ძალიან საინტერესო ფაილი “hosts”…

იცით თუ არა რომ მისამართზე C:\WINDOWS\system32\drivers\etc იმყოფება ძალიან საინტერესო ფაილი hosts, იცით? ჰმ, კარგით… ის თუ იცით რისთვისაა ეს ფაილი, არა? ჰმ, ესეც საიდუმლო. გაგანდობთ ამ საიდუმლოს, ეს ფაილი შეიძლება გამოვიყენოთ ვებგვერდების გადასამისამართებლად, თუ როგორ ამას ახლავე მოგახსენებთ…

პირველ რიგში გეტყვით რომ Windows-ში არსებობს ერთი საინტერესო ბრძანება ping, ამ ბრძანების საშუალებით შეგვიძლია გავიგოთ თუ რომელი ვებგვერდი რომელ IP მისამართზეა გაწერილი…
მაგალითისათვის გავიგოთ რა მისამართზეა გაწერილი Google ბიძიას საიტი…
ამისათვის Run-ში ავკრიფოთ ბრძანება cmd, ამით გამოვიძახებთ Windows-ის ბრძანებების ხაზს…
გამოსულ ფანჯარაში ავკრიფოთ ბრძანება ping და ადგილის გამოტოვებით გასაპინგი ვებგვერდის მისამართი, ჩვენ შემთხვევაში www.google.com და დააჭირეთ [Enter]-ს, ამის შემდეგ მივიღებთ ინფორმაციას თუ რა IP მისამართზეა გაწერილი www.google.com-ი. ვთქვათ ეს მისამართია 123.456.789.000

ახლა გავხსნათ ფაილი hosts, ამისათვის გავხსნათ პროგრამა Notepad-ი (Start>all programs>Accessories>Notepad) და ჩავაგდოთ შიგნით ფაილი hosts. გახსნილ ტექსტში დააკვირდით ბოლო ხაზზს, ტექსტი დაახლოებით ასეა: 127.0.0.1 localhost , სწორედ ამ ტექსტით უნდა ვიხელმძღვანელოთ. წარმოდგენისათვის, პირველი ნაწილი IP მისამართია ხოლო მეორე კი ვებგვერდის მისამართი, ასე თუ გაუგებარია გადავიდეთ პრაქტიკაზე:
ამ ტექსტის ქვეშ დავწეროთ ახალი ტექსტი, უფრო კონკრეტულად 127.0.0.1-ის ქვეშ დავწეროთ ჩვენს მიერ გაპინგული ვებგვერდის IP, ჩვენს შემთხვევაში ეს არის 123.456.789.000 (ეს IP პირობითია, სინამდვილეში Google სხვა IP-ზეა გაწერილი) ხოლო localhost-ის ქვეშ დავწეროთ ვებგვერდის მისამართი რომელიც უნდა გადავამისამართოთ, მაგალითად www.pcmania.at.tt.
ყველაფერი დაახლოებით ასეა:
127.0.0.1 localhost
123.456.789.000 www.pcmania.at.tt
ახლა ფაილი დაასეივეთ (შეინახეთ).
გაინტერესებთ წესით რა უნდა მოხდეს თუ გახსნით Internet Explorer-ს და შეხვალთ მისამართზე www.pcmania.at.tt ? მოხდება ის რომ PC Mania-ს საიტის მაგივრად მოხვდებით Google-ს საიტზე, ესეიგი www.pcmania.at.tt გადამისამართდა www.google.com-ზე.

ჰმ, ალბათ უკვე გაგიელვა თავში ჰაკერულმა ზრახვებმა, ხოო.. ერთ დროს მეც ასე მომივიდა და ერთ პიროვნებას მაგარი ამბავიც გავუჩალიჩე :) ეს იქით იყოს და ამ საიდუმლოსაც ფარდა აეხადა,
ერთ რჩევას მოგცემთ: თუ გადამისამართების პროცესში გახსნილი იყო InternetExplorer-ის ფანჯარები, გადამისამართების დასრულების შემდეგ აუცილებლად ყველა უნდა დახუროთ და თავიდან გახსნათ პროგრამა. და კიდევ ერთი, ეს გადამისამართება მუშაობს მხოლოდ Internet Explorer-ზე.

საიდუმლო მესამე: ჯიუტი ფოლდერები

ეს საიდუმლო შეიძლება ითქვას ვირტუალური ანომალიაა, Windows Explorer-ში დაშვებულია შეცდომა თუმცა რამდენად შეცდომაა ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ არ ვიცით ამ მოვლენის მიზეზი.
მოკლედ საიდუმლო შემდეგია, ნებისმიერ ადგილას გახსენით ახალი საქაღალდე. ახლა სცადეთ საქაღალდეს სახელად დაარქვათ სიტყვა ”con” (ბრჭყალების გარეშე), ჰმ, ვერა ხო :) სწორედ ეს არის მესამე საიდუმლო დიადი ვინდოუსისა იქსპისა. ასევე ხდება ფაილებთან მიმართებაში, ფაილსაც ვერ დაარქმევთ ამ სიტყვას.
იმის გასარკვევად თუ რატომ ხდება ასე, ჩავატაროთ ექსპერიმენტი. გავხსნათ ისევ Notepad-ი და დავწეროთ ტექსტი, ახლა [File]-მენიუში დააჭირეთ ღილაკს [Save] და გამოსულ ფანჯარაში [File name] ველში ფაილს დაარქვით სახელი con. დააწექით ღილაკს [Save] და აი შეტყობინებაც! “The file name is a reserved device name” როგორც მე მივხვდი ეს შემდეგს ნიშნავს: ფაილის სახელი ემთხვევა რეზერვირებული მოწყობილობის სახელს, ასე რომ სხვა სახელი აირჩიეთო! მიზეზიც გავიგეთ…

P.S. ეს ანომალია სანაძლეოს მოგების საუკეთესო საშუალებაა! ბევრი სანაძლეო მომიგია მაგიური სიტყვით con :)

საიდუმლო მეოთხე: საშიში საიტები

გაინტერესებთ რომელია ყველაზე საშიში საიტები თქვენი კომპიუტერის ჯანმრთელობისათვის? ნამდვილად? ჰმ! ესეც Windows-ის მეოთხე საიდუმლო. იდუმალება სისტემის ერთერთ კომპონეტში, კერძოდ ბრაუზერ Internet Explorer-შია.
გინდათ ყველაზე საშიში საიტების სია მიიღოთ? მაშინ რა უცდით, გახსენით Internet Explorer-ი და საქმეს შევუდგეთ:
ბრაუზერის პროგრამულ მენიუში მონახეთ ღილაკი [Tools], მონახეთ? მაშინ მიაჭირეთ და გამოსულ მენიუში გახსენით [Internet Options…]. გამოვა ახალი ფანჯარა, მონახეთ განყოფილება Security და მიაჭირეთ წითელ ლოგოს წარწერით ’Restricted sites’, ახლა მონახეთ ღილაკი [Sites…] გამოვა ახალი ფანჯარა, სადაც ’web sites’ ბლოკში საიდუმლოს ფარდა აეხდება! აქ მოცემულია საიტების სია, ისინი მაქსიმალურად შეზღუდულია და იცით რატომ? იმიტომ რომ ეს საიტები ყველაზე საშიშია :( ცნობისათვის აქ საიტებთან ერთად მოცემულია საშიში IP მისამართებიც… ;)

დღეისათვის სულ ეს იყო, მალე ჩვენს ვებგვერდზე სხვა საიდუმლოებებსაც აეხდება ფარდა! ;)

Author: Devi phirtskalaishvili Date: 22/08/2007 Web: www.pcmania.at.tt

Filed Under: Windows

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


შემთხვევითი პოსტები

RSSComments (16)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. nukri says:

    magaria, kargi iqneba tu msgavs ‘xitrobebs’ kidev mets dacert! :)

  2. anri says:

    vimedovneb es saidumloebebi yvelastvis saintereso agmochndeba kargi iqneba tu windows vista-zec gamoaqveynebt aset ragaceebs

  3. gio says:

    magariaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa dzaanoo:P

  4. DEMO says:

    saidan? ise reestri magari ragacaa xo :)
    shemtxvevit xom ar ici C:\windows\sistem 32\shell32.dll rogor shevcvalo axlit (iconebis failia):)

  5. SkilletoN says:

    saGolLL kai bichi xar, kide dade eseti ragaceebi dzaan magaria SGG SGGGG

  6. vaxo says:

    magaria…. ar ici my documenti rogor gadavamisarto? tu amasac dadeb kai iqneba

  7. gnmstudio says:

    garda magisa lpt1 lpt2 lpt3 amasac ver dairqmevs saxelad portrbis saxelebia

  8. ვახო says:

    პისიმანიას მკითხველებო!
    იცით რა მაგარი რამ რავიგე?
    თურმე ეგ”con”–ი ბილ გეიტსის მეტსახელი ყოფილა.
    ისე მმმაგარია საიდუმლოებების ცოდნა!!!

  9. AGENT OF CHAOS says:

    რა მეტსახელი :D :D :D აუუ საღოლ ჩაგეთვალა. აგერ სია ყველა ამდაგვარი ‘ანომალიისა’:
    CON
    PRN
    AUX
    NUL
    COM1
    COM2
    COM3
    COM4
    COM5
    COM6
    COM7
    COM8
    COM9
    LPT1
    LPT2
    LPT3
    LPT4
    LPT5
    LPT6
    LPT7
    LPT8
    LPT

  10. kata says:

    dzalian kargi postia.

  11. gio_gziro95 says:

    ჰო, ეგრეა, მეტსახელი ყოფილა, მეც გეუბნები ამას. თავიდან გამეცინა :) , არ მჯეროდა, მაგრამ მერე გადავამოწმე და:
    http://angel.ge/index.php?newsid=46059
    ამაზე რა ვიცინეეეე! :D :D :D სიცილისგან ვიგუდებოდი კაცო!!! :D :D :D :D
    მერე ამაზეც ვიფიქრე, ჭორია-თქო, მაგრამ უცხოურ ფორუმებზეც იყო ცნობები ამასთან დაკავშირებით. შეიძლება ძია ბილმა განგებ დაარქვა ერთერთ პორტს con , იმისათვის რომ ფოლდერებსა და ფაილებს არ დარქმეოდა ეს სახელი, ანაც გლობალური ჭორია ეს ყველაფერი და მეტი არაფერი.
    ისე :D კარგი :D კი :D იქნებოდა :D მართალი :D ყოფილიყო :D :D :D
    მაგარს ვიცინებდი.
    კიდევ ის მაინტერესებს სტივ კობსსაც ჰო არ ჰქონდა მეტსახელი, რომ შევვარდებოდი ეიფლის ფანებში თბილისის ფორუმზე….
    და ლინუს ტოსვალდს??? (ვინც არ იცით: ლინუქსის დამფუძნებელია).
    გავიგებ აუცილებლად. :D
    კარგი იქნებოდა არსებობდეს თემა სადმე, სახელწოდებით: “ცნობილი ადამიანების მეტსახელები”! :D :D :D :D

  12. whitenegro says:

    DEVI nidzlavebi gaqvs mogebuli rom vercet fails ver daarqmevs am saxelebidan erTerTs…:CON, PRN, AUX, NUL, COM1, COM2, COM3, COM4, COM5, COM6, COM7, COM8, COM9, LPT1, LPT2, LPT3, LPT4, LPT5, LPT6, LPT7, LPT8, LPT9…?

    me shemidzlia gitxra rom aqedan nebismieri saxelit gagixsni folders…
    damenidzlavebi…?

  13. whitenegro says:

    da araferia magashi anomaliuri :D

  14. whitenegro says:

    კი კომპ. მეცნიერებებებზე ვსწავლობ…

    ისე ცადე აბა cmd-ში ჩაწერე MD\\.\\d:\con(ან ნებისმიერი გინდა prn,aux…)და D დისკზე გაიხსნება მაგ სახელით ფოლდერი…