ჰაკათონი

ევროპაში ყველაზე დიდ სტუდენტურ ჰაკათონს, 14-15-16 მარტს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების კამპუსმა უმასპინძლა.

 

14-15-16 მარტს, თბილისში,  სტუდენტური ორგანიზაცია uniHack-ის (რომელიც პირველი ქართული სტუდენტური ჰაკათონის ავტორია) და თავისუფალი უნივერსიტეტის MACS-ის სკოლის ერთობლივი ორგანიზებით საქართველოსთვის (და არამარტო) უპრეცედენტო მასშტაბის ჰაკათონი ჩატარდა.

ჰაკათონის ეს ერთგვარი შეჯიბრია, რომელშიც დამწყები თუ პროფესიონალი პროგრამისტები, დეველოპერები, დიზაინერები და ინჟინრები იღებენ მონაწილეობას. hack@MACS-ში მონაწილეობა კი 300-მდე სტუდენტმა და მოსწავლემ მიიღო.

ჰაკათონის საპრიზო ფონდი 10,000 ლარი იყო რაზეც 48 საათის განმავლობაში მონაწილე გუნდები თავიანთი იდეების მოკლე პერიოდში განხორციელებით იბრძოდნენ. სულ მალე ჟიური გამარჯვებულებსაც დაანონსებს და მალე გავიგებთ მათ ვინაობას.

hack@MACS-ში მონაწილეობს ყველანაირი გამოცდილების სტუდენტი თუ მოსწავლე, რადგან ჰაკათონის ფორმატიც პირველ რიგში, სწორედ რომ ახლის სწავლასა და უნიკალური გამოცდილების მიღებას ითვალისწინებს.

ჰაკათონის პარალელურად გაიმართა მოწვეული სპიკერების პრეზენტაციები და tech talk-ები, რომლებზე დასწრებაც ჰაკათონის მონაწილეების გარდა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

მსგავსი სიდიდის სტუდენტური ჰაკათონი ევროპის კონტინენტზე პირველია და იგი სწორედ თბილისში ჩატარდა.

ვიმედოვნებთ ორგანიზაცია uniHack-ი გააგრძელებს მსგავსი მნიშვნელობის და მასშტაბის საქმიანობებს და სხვა ტექ-ორგანიზაციებსაც მისცემს სტიმულს ასეთი საინტერესო პროექტების ჩატარებისათვის.

Comments

comments