slide1

PCMania-ს ტექნოლოგიურ საზოგადოებას მინდა შეგატყობინოთ რომ ორგანიზაცია fx-ი ატარებს კონფერენცია-კონკურსს გარემოს დაცვასა და მწვანე ტექნოლოგიების შესახებ.

გთავაზოვთ ამონარიდს კონფერენციის ოფიციალური ვებსაიტიდან

ფორმულა x-ის შესახებ

ფორმულა X წარმოადგენს ახალგაზრდულ, სამეცნიერო-შემეცნებითი ტიპის კონფერენცია-კონკურსს, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ პროექტის ხელმძღვანელებს ასაკის ზედა ზღვარის შეუზღუდავად და მოსწავლე / ბაკალავრიატის სტუდენტ ახალგაზრდებს 24 წლამდე.

წლევანდელი კონფერენციის თემაა “გავუფრთხილდეთ რესურსებსა და გარემოს”. კონფერენციის მონაწილეებს კი ევალებათ მოამზადონ პროექტი და ჩაატარონ პრეზენტაციები აღნიშნული თემის გარშემო.

ფორმულა X ასევე მოიცავს ვიდეო კონკურსსა და პოსტერების კონკურსს თემაზე “არ დაანაგვიანო შენი ქალაქი”.

ღონისძიება ჯამში 165-მდე მონაწილე ახალგაზრდას და 60-მდე პროექტს უმასპინძლებს.

ფორმულა X-ის პარტნიორი და მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. კონფერენციის ფარგლებში ჩატარებული მარათონის პრიზის და ღონისძიების ყველა მონაწილისათვის საჩუქრების სპონსორები არიან სპორტული პროდუქტების მაღაზია მასტერ სპორტი, ელექტრო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია HUAWEI, გაზეთი “ნავიგატორი”, ჟურნალი National Geographic საქართველო და ორგანიზაცია “სინერჯი”.

ღონისძიების მიზანია გამოვავლინოთ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მზაობა ასეთი ტიპის შეხვედრებისთვის. ერთად შევკრიბოთ ქართველი მოაზროვნე ახალგაზრდები და უზრუნველვყოთ თავისუფალი გარემო, ერთმანეთში იდეების მიმოცვლისათვის. ჩვენ გვსურს მათ შორის ახალი საქმიანი კავშირების გაჩენა, ქვეყნისათვის სასარგებლო საკითხებზე და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობის მხარდაჭერა.

ფორმულა X ემსახურება, როგორც ქვეყნის განვითარებასა და ეკოლოგიურ დაცვას, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობის წახალისებასა და მათი საღი იდეების წარმოჩენას.

უშუალოდ კონფერენციის შესახებ

ფორმულა X-ის კონფერენციის თემაა “გავუფრთხილდეთ რესურსებსა და გარემოს”.

კონფერენციის ფარგლებში თქვენ გევალებათ გამოგზავნოთ სპეციალური წესების დაცვით შექმნილი პროექტი, მოცემული თემის შესახებ.

მოცემული თემა დაყოფილია 5 კატეგორიად, რომელშიც ნაწილდება მონაწილეების მიერ გამოგზავნილი პროექტები. ეს კატეგორიებია: გადამუშავების ტექნოლოგიები , განახლებადი ენერგია , რობოტი მოწყობილობებისაინფორმაციო ტექნოლოგიები და სამეცნიერო კვლევა. თითოულ მათგანზე დაჭერით შეგიძლიათ გაეცნოთ კონკრეტულად კატეგორიის შინაარსს და მოთხოვნებს.

 

კონფერენციის მიმდინარეობა

პროცედურულად კონფერენცია მიმდინარეობს შემდეგნაირად:

  • თქვენ აგზავნით პროექტს შევსებული აპლიკაციის საშუალებით
  • ჩვენ ვარჩევთ შემოსული პროექტებიდან 30 საუკეთესოს და ვაცხადებთ ფინალისტ პროექტებს.
  • კონფერენციის დღეებში თითოეულ პროექტს გამოყოფილი აქვს საკუთარი სტენდი რომელიც იდგმევა დარბაზში.
  • სტენდთან მდგომი გუნდის ერთ-ერთი წევრი დამთვალიერებლებს უტარებს პროექტის მინი პრეზენტაციას და პასუხობს მის შეკითხვებს
  • გაწერილი განრიგის მიხედვით, იქვე მდგომ სცენაზე გამოდიან პროექტების გუნდების ლიდერები და აკეთებენ საჯარო პრეზენტაციას თავიანთი პროექტის შესახებ, ფონზე სლაიდშოუსა და სხვა თვალსაჩინოებების თანხლებით. აქაც ისინი პასუხობენ მსმენელების შეკითხვებს.

ბოლოსიტყვაობა

PCMania.ge და მთლიანად ორგანიზაცია fx-ი მოგიწოდებთ მიიღოთ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. თქვენ გელით დაუვიწყარი და ძალიან საინტერესო დღეები ახალი თარიღით 2-4 აპრილს. რაც მთავარია კონფერენციაში მიიღება “საინფორმაციო ტექნოლოგიების” ტიპის პროექტები რაც ალბათ ყველაზე უკეთ PCMania-ს მომხმარებლებს შეგიძლიათ 🙂

გისურვებთ წარმატებებს და გელით ფორმულა X-ზე!

 

Comments

comments