ilovehack ჰაკერები ოდითქანვე ინტელექტუალურად განვითარებული და იდუმალებით მოცული, კიბერ-კრიმინალი ადამიანები არიან რომელიც ყველა ჩვენთაგანს ძალიან გვაინტერესებს.. დღეს წარმოგიდგენთ მცირე ისტორიებს მსოფილიოში განთქმული ჰაკერების ცხოვრებიდან. ფრენკ დერდენი:
საჩუქარი ქრისტეშობის დღესასწაულზე. საჩუქრად პირველი თავისი კომპიუტერი ფრენკ დერდენმა 16 წლის ასაკში მიიღო ქრისტეშობის დღესასწაულზე. ახალი სათამაშოდან ბიჭის მოშორება შეუძლებელი იყო. მშობლები ვერ გაერკვნენ, რა ნახა ასეთი გასაოცარი მათმა ვაჟმა, მთელი თავის დროს რომ უთმობდა. რამდენიმე წლის შემდეგ ყოველივე ეს მშვენივრად აუხსნა მათ ფედერალურ აგენტთა მთელმა ჯგუფმა, რომლებიც მათ სახლში შეიჭრნენ და მთელი კომპიუტერული მოწყობილობა თან წაიღეს. ამ დროისთვის ფრენკ დერდენს 23 წელი შესრულებოდა, შედიოდა ჰაკერთა უდიდეს დაჯგუფებაში თავის ანგარიშზე ჰქონდა ასობით გატეხილი სისტემა მთელს მსოფლიოში. ბიჭს ენის დაგრძელება ძალიან უყვარდა, ზედმეტი საუბრისგან თავი ვერც იით-ში მომუშავე მეგობრებთან შეიკავა, რამაც დაღუპა კიდეც…


სპამერებმა უჩვეულო აქტიურობა სწორედ 2004 წელს გამოიჩინეს. ინტერნეტის მომხმარებელთა მიერ მიღებულმა მოუთხოვნელმა ელექტრონულმა ფოსტამ შარშან 3,3 ტრილიონი გზავნილი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2003 წელს იყო 1,6 ტრილიონი. ზარალმა შეადგინა 119 მილიარდი(!) დოლარი. არასაჭირო წერილებისგან მიღებული ზარალი ღრმავდება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ სპამი ხშირად ვირუსს შეიცავს. მომხმარებელს მათი გადატვირთვა და წაშლა დღეში ასობით უხდება.

ვირუსების გამგზანნი ფასეულ ინფორმაციებთან ერთად კორპორაციების ბიუჯეტიდან და ქსელის მომხმარებელთა ჯიბიდან ფულსაც იპარავენ. 2004 წელს ვირუსული ეპიდემიებისგან მიღებულმა ზარალმა 165 მილიარდი(!) დოლარი შეადგინა.

კევინ მიტნიკი სახელი შეიძლება დასახელდეს სიტყვა “ჰაკერის” სინონიმად. ა.შ.შ-ს იუსტიციის სამინისტროში ის ჯერ კიდევ ითვლება ყველა დროის ყველაზე საშიშ კიბერ-დამნაშავედ. მისი დანაშაულები უკვდავყოფილია ფილმში “Взлом / Takedown”.
მიტნიკმა დაიწყო ლოს-ანჟელესის სატრანსპორტო ბილეთების სისტემის გატეხვით, რომ უფასოდ ეკატავა ავტობუსებით. შემდეგ, სტივ ვოზნიაკის( Steve Wozniak Apple-იდან) მსგავსად რეკავდა უფასოდ, იმის ხარჯზე რომ იცოდა ტელეფონის სისტემა. პირველად მიტნიკი გაასამართლეს Digital Equipment Corporation (DEC)-ის სისტემის გატეხვისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოპარვისთვის. ამის შემდეგ მიტნიკი მთელ შეერთებულ შტატებს მოედო. მისი სიტყვებით, იგი ძვრებოდა სატელეფონო ქსელებში, იპარავდა პირად ინფორმაციებს და აგრეთვე ძვრებოდა ქვეყნის თავდაცვის სისტემაში. მის ჰაკერულ კარიერას ბოლო მოეღო, როდესაც მან გატეხა კომპიტერების ეხსპერტის და ამავდროულად ჰაკერის საშინაო “მანქანა”, ეს იყო ცუტომუ შიმომურა(Tsutomu Shimomura). 5 წლისა და 8 თვის კამერაში ჯდომის შემდეგ, მიტნიკი გახდა მრჩეველი კომპიუტერების უსაფრთხოების სფეროში.

ჯონათან ჯეიმსი(Jonathan James):

 

ჯონათანი 16 წლის იყო, როდესაც მისი სახელი გახდა ცნობილი, როგორც პირველი არასრულწლოვანისა დაჭერილი ჰაკერობისთვის. მოგვიანებით მან თქვა, რომ უბრალოდ ერთობოდა და მას მოსწონდა რთული დავალებები.
ჯეიმსი ტეხდა სერიოზულ ორგანიზაციებს, მათ შორის Defense Threat Reduction Agency, რომელიც ა.შ.შ-ს თავდაცვის სამინისტროს ნაწილია. ამის შემდეგ მან მოიპოვა სახელები და კოდები, აგრეთვე შეეძლო პირადი ინფორმაციის დათვალიერება.
ჯეიმსის ყველაზე დიდი მიღწევა იყო NASA -ს გატეხვა და პროგრამული უზრუნველყოფის მოპარვა, რომლის ფასი შეადგენდა $1.5 მილიონს. ა.შ.შ-ს იუსტიციის სამინსიტროს მონაცემებით ჯეიმსის მიერ მოპარული პროგრამული უზრუნველყოფა მართავდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, საცხოვრებელ ადგილებში ტემპერატურისა და ტენიანობის მართვის სისტემის ჩათვლით. NASA-ს სისტემის გატეხვის შემდეგ აუცილებელი გახდა მისი გამორთვა და შემოწმება, რაც გადამხდელებს 41 000 დოლარი დაუჯდათ. დღესდღეობით ჯეიმსი გეგმავს კომპანიის გახსნას, რომელიც იზრუნებს კომპიუტერების უსაფრთხოებაზე.

რობერთ მორისის მამა, რომელსაც აგრეთვე რობერტ მორისი ჰქვია, ოდესღაც მუშაობდა აშშ-ს ნაციონალური თავდაცვის სააგენტოში. რობერტ მორის-უმცროსი არის „რობერტის ჭიის“ შემქმნელი. ეს ვირუსი გახდა პირველი კომპიუტერული ჭია, რომელიც ვრცელდებოდა ინტერნეტით. მორისი გახდა პირველი, ვინც დაადანაშაულეს კომპიუტერულ თაღლითობაში და უფლებების დარღვევაში 1986 წელს.
მორისმა თავისი „ჭია“ შექმნა კორნელის უნივერსიტეტში სწავლის დროს. მისი მტკიცებით, მან ეს გააკეთა იმის გასაგებად, თუ რამდენად იყო გავრცელებული ინტერნეტი იმ დროში. ჭია კი გამრავლდა და გავრცელდა ინტერნეტში საშინელი სიჩქარით. იგი რთავდა კომპიუტერებს და ზოგს საერთოდაც აფუჭებდა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ჭიამ გააფუჭა 6 000 -ზე მეტი კომპიუტერი. მორისს მიუსაჯეს წლიანი საცდელი ვადა, 400 საათი საზოგადო სამუშაო და აგრეთვე დაავალეს 10 500 დოლარის გადახდა.
ახლა მორისი არის პროფესორი მასაჩუსეცის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და მუშაობს „კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის“ ლაბორატორიაში. მისი საყვარელი საქმეა – კომპიუტერული ქსელების არქიტექტურ
აკევინ პოლსენი (Kevin Poulsen):

პოლსენს ხშირად უწოდებენ ბნელ დანტეს (Dark Dante).ლოს-ანჟელესის სატელეფონო ხაზების რადიოსადგურის KIIS-FM-ის გატეხვის შემდეგ მასზე მთელმა ა.შ.შ-მ გაიგო. ამაზე მან საკმარისად ფული იშოვა, რომ ეყიდა პორშე და კიდევ სხვა რაღაცები(რაღაცეები შეცდომაა).
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ პოლსენის ძებნა დაიწყო იმის შემდეგ, როდესაც მან მათი მონაცემების ბაზაში შეაღწია და გაიგო საიდუმლო ინფორმაცია მათ მიერ ტელეფონების მოსმენის შესახებ. პოლსენი დასპეცდა სატელეფონო ხაზებზე და ხშირად ტეხდა სატელეფონო სადგურებს. ამის გარდა, აღდგენდა ტელეფონის ნომრებს თავისი მეგობრისთვის, რომელიც იყო ვირტუალური საექსპორტო სააგენტოს მფლობელი. პოლსენის საქმე გადაიყვანეს გაუხსნელი საქმეების სიაში, მაგრამ მისი დაჭერა მაინც მოხერხდა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლსენი მუშაობდა ჟურნალისტად, ცოტა ხანში კი გახდა Wired News -ის მთავარი რედაქტორი.

ხულიო ცეზარ არდიტა – ყალბი სტუდენტი ჰარვარდიდან:
1995 წლის აგვისტოს ბოლოს, სამხედრო ქსელის #ფმნ ადმინისტრატორმა სისტემაში შეჭრის ფაქტი დაადგინა. უცნობმა ჰაკერმა სისტემაში სნიფერი (მიტაცების პროგრამა) დააყენა, ხელთ იგდო რამდენიმე პრივილიგებული აკაუნტის პაროლები და მიიღო საშუალება, ხელში ჩაეგდო საიდუმლო ინფორმაციები თანამგზავრულ დარგში ავიადიზაინსა და რადარულ ტექნოლოგიებთან ერთად. სისტემურმა ადმინისტრატორმა სწრაფად გამოიცნო, რომ ჰაკერი გამოჩნდა ჰარვარდის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კომპიუტერული სისტემიდან. ეს კომპიუტერი ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლი აღმოჩნდა, რომელიც ჰაკერმა სამხედრო სისტემაში შესაღწევად გამოიყენა. საქმეში ჩაერთვნენ ფედერალები, რომლებმაც ტრაფიკი მოსმენაზე უნივერსიტეტის კომპიუტერის მეშვეობით დააყენეს. ჰაკერი სისტემაში სხვადასხვა აკაუნტებით შედიოდა. ამიტომაც მისი გამოთვლა რთული აღმოჩნდა. ერთხელ მან საკუთარი ნიკი – უდ პკშეწტ გამოამჟღავნა, რაც საკმარისი იყო საიმისოდ, რომ რამდენიმე იით-ზე (ელექტრონულ განცხადებათა დაფა) მისი შეტყობინებები ეპოვათ და განესაზღვრათ მისი ადგილმდებარეობა. ფედერალებმა ბუენოს აირესის (არგენტინა) უმსხვილეს არგენტინულ სატელეფონო ოპერატორს – მიმართეს, რომელიც ამერიკულ ხელისუფლებას დაეხმარა ჰაკერის რეალური სახელის დადგენაში – იგი აღმოჩნდა 21 წლის ხულიო ცეზარ არდიტა, რომელიც, როგორც გაირკვა, მრავალჯერ შევიდა ამერიკის თავდაცვის სამინისტროს სისტემებში და ღმერთმა უწყის, კიდევ რამდენი სისტემა
სასამართლოზე არდიტას დანაშაულის დამადასტურებლად საკმარისი ფაქტები წარადგინეს, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
დევიდ სმიტი – ფლორიდელი სტრიპტიზიორი ქალების მოყვარული

1999 წლის 26 მარტს მსოფლიოს 100 ათასი კომპიუტერი ახალი საფოსტო ვირუსით დაავადდა, რომელიც მანამდე არნახული სისწრაფით ვრცელდებოდა – მიზანმიმართულ ზიანს ვირუსი არ აყენებდა, მაგრამ, გადატვირთვის გამო, მწყობრიდან გამოდიოდა მრავალი კომპანიის საფოსტო სერვერი.
ამ საქმის გამოძიებაში გფბ-ს პროვაიდერი – ფქუკშსფ წტდშტუ ეხმარებოდა (პროვაიდერი – კომპანია, რომელიც ინტერნეტში შესვლას უზრუნველყოფს). ვირუსს მელისა ერქვა – ფლორიდელი სტრიპტიზიორი ქალის საპატივცემულოდ. მისი ავტორის დაჭერაში მთავარი როლი შეასრულა კომპანია ზრფკ დფზ თწაეცფკუ-ის პრეზიდენტმა რიჩარდ სმიტმა. მან გამოიყენა უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც ცწკვ-ის ყოველ დოკუმენტზეა შენარჩუნებული, იმ დოკუმენტის ჩათვლით, რომელიც ვირუსის შესაშვებად იქნა გამოყენებული. იგი გავიდა თწგკსუ წა ლფწთ-ის ვებ- გვერდზე. ერთ-ერთი ავტორი აღმოჩნდა ვინმე დევიდ სმიტი, 30 წლის პროგრამისტი ნიუ ჯერსიდან. გფბ-მ იგი ერთი კვირის შემდეგ დააპატიმრა, გამოძიების ზეწოლის შედეგად დევიდმა ვირუსის ავტორობა აღიარა; ბრალდება მის ციხეში ჩასმას 40 წლით მოითხოვდა. თავისი ხვედრის შესამსუბუქებლად დევიდმა თანხმობა განაცხადა, ხელისუფლებას დახმარებოდა სხვა ვირუსმეიკერების (ვირუსების შემქმნელთა) გამოსავლენად. მისი დახმარებით გფბ-მ დააპატიმრა ვირუსის “ანა კურნიკოვა” ავტორი იან დე ვიტა, სხვა სამი ნაკლებად ცნობილი ვირუსის ავტორი – სიმონ ფელორი. საბოლოო ჯამში, დევიდ სმიტის სასჯელმა 20 თვე შეადგინა ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობით, სამაგიეროდ იგი გადაურჩა ნახევარი მილიონი დოლარით დაჯარიმებას.

ბილ ლენდრეტი – ჰაკერი, პატიმარი, მწერალი:

ერთ-ერთი პირველი ამერიკელ ჰაკერთა ჯგუფი გახლდათ, რჩეულთა კლუბი. მასში შედიოდნენ მხოლოდ გამოცდილი “სპეციალისტები” – ასაკის მიუხედავად. ბილ ლენდრეტი ყველაზე გამორჩეულ ვარსკვლავთა რიგებში ეგულებოდათ.
მისი, როგორც ჰაკერის კარიერა 14 წლიდან დაიწყო, 18 წლისთვის მან მოასწრო რამდენიმე ბანკის, გაზეთის, სასწავლო დაწესებულების, სატელეფონო კომპანიების, საკრედიტო ბარათების ბიუროს კომპიუტერულ სისტემებში შეღწევა. იგი საუკეთესო მეგობართან – პიტერ ჯეემ საზლმენთან ერთად მოღვაწეობდა (შს-ის წევრი გახლდათ) 1983 წელს ბილი იმ ჰაკერთა ჯგუფში შედიოდა, ვინც მონაწილეობა მიიღო პეუ ეუდუქფშდ სწქზგეუკ ტუეცწკლ-ის კომპიუტერული სისტემის დაზიანებაში. ეს ორგანიზაცია ვენაში იყო განთავსებული. შემდგომი “წინსვლისთვის” ეს დარბევა მშვენიერი საასპარეზო მოედანი შეიძლებოდა გამხდარიყო. ასე არ მოხდა: პეუ-ს სისტემურმა ადმინისტრატორებმა რეაგირება სწრაფად მოახდინეს და შეჭრის შესახებ გფბ-ის შეატყოფინეს. მოკლე ვადაში ფედერალურმა აგენტებმა კლუბის თითქმის ყველა წევრი შეიპყრეს. ყველაზე ასაკოვანნი, ბილის ჩათვლით, ციხეში გაგზავნეს. მისჯილი ვადის მოხდის შემდეგ ბილ ლენდერტმა გადაწყვიტა, ჰაკერობისთვის თავი დაენებებინა, საკუთარ თავსა და კლუბზე ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა
ბანკებისა და ცნობილი კორპორაციების ვებ-გვერდები ჰაკერთა შეტევების საყვარელ ობიექტს წარმოადგენს. ასეთი სახის შეტევები ხორციელდება საფუძვლიანი მომზადების შემდეგ. მათში მონაწილეობს რამდენიმე ბოროტმოქმედი, ხშირად სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთა შეპყრობა და დასჯა ადვილია არ არის. შეტევის სამიზნე – მსხვილი საფინანსო და სამთავრობო დაწესებულებათა სერვერები რამდენიმე საათით ან რამდენიმე დღით მწყობრიდან გამოდის, ამ დროის განმავლობაში კომპანიები ფულს კარგავენ. ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტ-შეტევებისგან მიღებულმა ზარალმა 34 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო 2003 წელს ეს თანხა 1 მილიარდი დოლარი იყო. უფრო მეტად დამნაშავეებმა ფული იშოვეს ფიშინგის წყალობით – რაც კომპიუტერული თაღლითობაა. მომხმარებლებს კეთილშობილური საბაბით თაღლითობისთვის კუთვნილ ვებ-გვერდებზე იწვევენ, მათგან იღებენ ინფორმაციას საბანკო ბარათებისა და პაროლების თაობაზე. ფიშინგმა ჰაკერებს 44 მილიარდი დოლარი აშოვნინა.

დევიდ ნოუმი:
იგი გახლავთ მსოფლიო დონეზე წოდებული ნომერ მესამე შავი (BlackHat) ჰაკერი! ამ ადამიანმა ვირუსის გამოყენებით შეძლო აეროპორტის კომპიუტერულ სისტემაში გაშვებული პროგრამის მწყობრიდან გამოყვანა შეცვალა ცხრილის განრიგი, ასევე შეუძლებელი გახადა მგზავრების მიერ თავიანთი საკრედიტო ბარათებით სარგებლობა. თავის სახელზე მიისაკუთრა Promod-ის სისტემა. ვარიები მოახდინა შვედეთის ორ ქალაქში შუქნიშნების გათიშვით, რომელიც უბედური შემთხვევით დამთავრდა. 3 წლიანი დევნის შედეგად დაიჭირა იაპონელმა ჰაკერმა ტიმაშუ კავასარამ

“საშიშ კიბერ-დამნაშავედ. მისი დანაშაულები უკვდავყოფილია ფილმში “Взлом / Takedown”. მიტნიკმა დაიწყო ლოს-ანჟელესის სატრანსპორტო ბილეთების სისტემის გატეხვით, რომ უფასოდ ეკატავა ავტობუსებით. შემდეგ, სტივ ვოზნიაკის ( Steve Wozniak Apple-იდან) მსგავსად რეკავდა უფასოდ, იმის ხარჯზე რომ იცოდა ტელეფონის სისტემა. პირველად მიტნიკი გაასამართლეს Digital Equipment Corporation (DEC)-ის სისტემის გატეხვისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოპარვისთვის. ამის შემდეგ მიტნიკი მთელ შეერთებულ შტატებს მოედო. მისი სიტყვებით, იგი ძვრებოდა სატელეფონო ქსელებში, იპარავდა პირად ინფორმაციებს და აგრეთვე ძვრებოდა ქვეყნის თავდაცვის სისტემაში. მის ჰაკერულ კარიერას ბოლო მოეღო, როდესაც მან გატეხა კომპიტერების ეხსპერტის და ამავდროულად ჰაკერის საშინაო “მანქანა”, ეს იყო ცუტომუ შიმომურა(Tsutomu Shimomura). 5 წლისა და 8 თვის კამერაში ჯდომის შემდეგ, მიტნიკი გახდა მრჩეველი კომპიუტერების უსაფრთხოების სფეროში.”

კევინ მიტნიკი (Kevin Mitnick):



მისი სახელი დღემდე ყველამ იცის. კევინი მსოფლიოს პირველი ”შავი” ჰაკერია. მან პირველად, ჯერ კიდევ ბავშობაში გატეხა მისივე სკოლის კომპიუტერული ქსელი, რათა თავის სასარგებლოდ შეეცვალა გარკვეული ინფორმაცია. იგი ამაზე არ შეჩერებულა, მალევე გადავიდა სატელეფონო თაღლითობებზე, გატეხა ასობით სხვადასხვა კომპიუტერული ქსელი, პროგრამა და სახელი გაითქვა, როგორც საუკეთესო ჰაკერმა. მას წლობის მანძილზე ვერ აგნებდენენ. კევინი კვალს თითქმის არ ტოვებდა და მისი გაშიფვრა წარმოუდგენელი იყო. თუმცა საბოლოოდ იგი ერთ-ერთმა ჰაკერმა, ცუტომუ შიმამურამ დაიჭირა.

წყარო

Comments

comments

11 კომენტარი
  1. dzaaan magaria magrad damevasa, sul mindoda rom hakerebze gamego rame dawamekitxa. gaixaret jigrebi xart. udzalianmagresi saitia.

  2. eg vcade magram p4 rom vdeb verc is ver xedavs,pirvelad rom chavde arc mashin dainaxa,p4 mashinve gaicheda rogorc shevaerte es zdveli diski.
    komps rom vrtav micers rom chavdo sainstalacio CD,CD-is rom vdeb shemdeg micers rom aranairi HDD komp-shi dainstalirebuli ar aris.

  3. daxmareba mchirdeba,maqvs dzveli komp p3 AMD,p3 vinchesteri gadavitane axal p4 intelze,rom movxseni p3-ma es vinchesteri agar caikitxa ra mouxerxo dzveli kompi rogor chavrto?vinchesteri agar ikitxeba.

    • BIOS-shi gadaamocme rame problema xom ara.. tu Biosi xedavs vinchesters mashin Boot-shi Primaryd daayene HDD ro pirveli manddan daicyos chatvirtva tu saertod ver xedvs shearte isev P4-ze da cashale yvela partitioni mere daaformate vinchesteri (jobia FAT32-shi ufro dzveli kompi roa magito, didi mnishvneloba araaq mara mainc) da daformatbuli chade isev P3-shi tu mainc ver dainaxa momcere da rames movifiqreb kide.. 😉

  4. მაგარი ხალხია 😀 გაუმარჯოს ყველა ჰაკერს !!! 😀

კომენტარები დახურულია