კომპიუტერების ჩამოყალიბების თეორიის საუკუნედ ითვლება მე-18 საუკუნე! რატომ ასე ადრეულ ხანებში?? და თან რა უნდოდა მაშინ კომპიუტერებს??

ნუ დაგავიწყდებათ, რომ კომპიუტერი მხოლოდ და მხოლოდ მანქანაა, რომელიც მათემატიკურ ამოცანებს ხსნის! ტყუილა არ ეძახოდნენ მას ყოფილ საბჭოთა კავშირში: ”ელექტრო გამომთვლელი მოწყობილება”! ამ უხეში და უსახური სახელის უკან იმალება მთელი არსი კომპიუტერის დანიშნულები და მისი შესაძლებლობისა!

მოდით წინ ნუ გავიქცევით და თავიდან დავიწყოთ რატომ მე-18 საუკუნე. სწორედ ეს საუკუნე იყო გადამწყვეტო როდესაც ევროპაში უდიდესი ომები იმართებოდა და ზუსტად ომის პირობებში გაჩნდა საჭიროება დიდი და რთული მათემატიკური ამოცანების სწრაფი გადაწყვეტა! სასაცილოა არა??? რა უნდა მაშინდელ ომს მათემატიკასთან!!!

არადა არც თუ ისე ომი და მათემატიკა ერთმანეთისაგან და მაშინ ეს საჭიროება გამოიხატებოდა არტილერიის სიზუსტეში! ანუ ასობით ადამიანი მათემატიკური ფორმულების საშუალებით თვლიდა ზარბაზნიდან გასროლილი ბირთვის ტრაექტორიას! იმისათვის, რომ მიზანში მოხვედრილიყო ჭურვი!

გავიდა დრო და მელნის და ქაღალდის შემცვლელად გამოჩნდა მათემატიკური აპარატი, რომელიც რამოდენიმე ათეულ ოპერაციას ასრულებდა წუთში! ეს აპარატი დიდ თაობას ახსოვს! იგი გარდამავალი სიმბიოზი იყო საანგარიშო ჩოთქის, პატეფონის და ძველებური სალარო აპარატის! რამოდენიმე დეტალის გადაადგილებით და საჭირო ფუნქციის დაყენების შემდეგ ამ აპარატის სახელურს იმდენჯერ ატრიალებდნენ რამდენი ოპერაციაც იყო გასაკეთებელი! მაგალითად, რომ მოეღოთ 3X3 უნდა დაეყენებინათ ციფრი სამი და გამრავლების ფუნქცია სამი ამის შემდეგ კი სახელური სამჯერ უნდა დატრიალებულიყო რათა ციფრი 9 მიიღოთ! კი მაგრამ როცა მთელი ფორმულაა გამოსათვლელი და ციფრები ათასობით ხარისხშია საანგარიშო??????? სწორედ აქ გახდა საჭირო მათემატიკური ოპერაციების ავტომატური შესრულება! იმიტომ, რომ ადამიანს სჩვევია გამორჩენა დავიწყება და თვლის არევა თან როდესაც ამხელა ციფრებთანაა საქმე!

როგორც ყოველთვის ისევ ომი და დიდი მათემატიკური ფორმულები გახდა სტიმული იმისა, რომ მეცნიერთა აზრები გა გონება ამ იდეას მიეპყრო!

გავაგრძელოთ ჩვენი ისტორია კომპიუტერებზე:

მაშ ასე პირველი მსოფლიო ომში ტექნიკამ დიდი გარდატეხვა ვერ მოახდინა. რადიო ტალღების, რელეების და ელექტრო ლამპების გარდა თითქმის სერიოზული აპარატურა არ შექმნილა! ეს ძირითადად განაპირობა იმან, რომ ელექტროობა ახალი აღმოჩენილი იყო და ჯერ მისი შესწავლა მიმდინარეობდა! მეორე მსოფლიო ომისთვის კი ნიადაგი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა!

1936 წლის ბოლოს გერმანიაში გამოჩნდა ინჟინერი ვილგელმ კენიგი. რომელსაც დავალებული ჰქონდა ქალაქ ბაღდადში (დიახ დიახ სწორედ იმ ბაღდადში, რომელის ეხლახანს ყოველ არხზე მოიხსენიებოდა) გაეყვანა კანალიზაცია. ბანალური გათხრების დროს მან ნაგვის გროვაში იპოვა ნივთები რომლებიც დატირებული იყო მე-3 საუკუნით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე!

ეს იყო თიხის ჭურჭელი რომლის შიგნიდან მოფენილი იყო სპილენძით და შუაში კი მეტალის ღერძი იყო! ამ ჭურჭელს აშკარა კოროზიის ნაკვალევი ემჩნეოდა! კენიგს დიდი ფიქრი არ დასჭირვებია, რომ ეს ჭურჭელი ამოეცნო როგორც გალვანური ბატარეები რომლებიც ალბათ ერთმანეთთან მიმდევრობით ერთდებოდა და მიიღებოდა ელექტრო ენერგია, რათქმაუნდა აღმოსავლეთში დენის მოხმარება მაშინ სრულყოფილად არ იცოდნენ, მაგრამ აშკარა იყო ის, რომ საიუველირო ნივთების მოოქროვებისათვის სწორედ ელექტროენერგიას გამოიყენებდნენ.

სამწუხაროდ ეს აღმოჩენა შემჩნეული არ იყო. უბრალოდ მეცნიერებმა ეს ინფორმაცია შეურაწყოფად მიიღეს! ელექტროენერგია ჯერ საუკუნეც არ იყო აღმოჩენილი და უცებ ვიღაც ამტკიცებს, რომ აღმოსავლეთში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 3 საუკუნით ადრე მას უკვე იცნობდნენ და იყენებდნენ! თან ვინ ვიღაც ძუნძგლიანი პერსები??? ბრრრრ ეს ხომ შეუძლებელი იყო რას იზამ როგორც იტყვიან საჭირო დრო და საჭირო ადგილიო, სამწუხაროდ ეს ასე არ აღმოჩნდა! თან ელექტრო ენერგია აღარც იყო აქტუალური! აქტუალური იყო მათემატიკური გამოთვლების ავტომატიზაცია

ამასობაში მეორე გერმანელი ინჟინერი მუშაობდა ერთერთ გერმანულ საავიაციო ქარხანაში და თვითმფრინავის ფრთის ოპტიმალური ფორმის გამოთვლაში დიდძალი გამოთვლების ხელით ჩატარება უწევდა. ამის გამო ცუზე საკმაოდ დაფიქრდა და დაინტერესდა გამომთვლელი აპარატის შექმნით!

პირველი რაც ჩამოყალიბდა უბრალო ლოგიკით იყო შემდეგი: აპარატს უნდა შესძლებოდა უბრალო ორობითი სისტემით მუშაობა (კი, არა) დღევანდელობაში ეს გამოიხატება როგორც 0 და 1, უნდა ყოფილიყო სრულიად ავტომატიზირებული პროცესი, პროცესი უნდა ყოფილიყო პროგრამირებადი, არითმეტიკის მხარდაჭერა და მცოცავი წერტილის გამოთვლა. ასევე საჭირო მეხსიერება ამის დასაანგარიშებლად!

თუ შევადარებთ ჩარლს ბებრიჯის შემდგომ დასკვნებს ვნახავთ, რომ ბევრი საერთო აზრია, მაგრამ ამასობაში ცუზემ ბებრიჯის შესახებ არაფერი იცოდა! სხვათაშორის სწორედ ეს ცუზე მიხვდა პირველად, რომ ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭიროა რაოდენობრივი ოპერაციები, რომელიც სრულყოფილად მან სამწუხარდ ვერ ჩამოაყალიბა და დაარქვა კი/არა-ს სტატუსი! დღეს ეს ჩვენთვის ბიტის ტოლფასია!

სწორედ ცუზემ შეაერთა პირველად არითმეტიკული და ლოგიკური კვანძები ერთმანეთში რაც მთავარი ნაწილია დღევანდელ პროცესორებში, მანვე შემოიღო ტერმინი მანქანური სიტყა!

მოკლედ 1936 წელს ცუზემ დააპატენტა მექანიკური მეხსიერების იდეა და დაიწყო თავისი პირველი მანქანის აწყობა, რომელსაც დაარქვა Versuchsmodell-1 შემოკლებით V-1 შემდგომში მან თავის ნამოქმედარს დაარქვა Z-1 რადგან V-1 იგივენაირად ჟღერდა რაც პირველი გერმანული ფრთოსანი რაკეტა ფაუ-1. პროგრამის შეყვანის იდეა კი მას მიაწოდა ამხანაგმა კინომექანიკმა! პერფორირებული ცელულოიდის 35 მილიმეტრიანი ფირი! მოკლედ ეს მოდელი დამთავრებული იყო 1938 წელს და ამ კონსტრუქციამ საკმაოდ დააინტერესა გერინგის იმდროინდელი მთავრობა! მოკლედ ზ-2-ის დაფინანსება თავის თავზე მესამე რეიხმა აიღო!

იმის გამო რომ ცუზეს მიერ მოფიქრებული მეხსიერება ხშირად ეჭედებოდა მან ზ-2 ში მეხსიერება შეცვალა სატელეფონო რელეთი და ეს მოდელი საბოლოოდ მორჩა 1939 წელს!

ამის შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ცუზეს ერთი წელი მოუწია მსახური ჯარში სანამ გიტლერმა ნაწილობრივი დემობილიზაცია არ გამოაცხზადა. ამ დროს დაბრუნებული ცუზე შეუდგა თავისი აპარატის მესამე ვერსიას!

ზ-3 დამთავრებული იყო 1941 წლის 5 დეკემბერს და სრულიად თამამად შეიძლება ჩაითვალოს პირველ მოქმედ ელექტრო კომპიუტერად, ოღონდ რელეს ბაზაზე.

ზ-3 –ის ოპერატიული მეხსიერება შეადგენდა 64 მანქანურ სიტყვას (ეს ტოლფასი იყო დღევანდელი 22 ბიტისა) და მანქანაში გამოყენებული იყო 1400 რელე! დასრულებისათვის კიდევ 1000 რელე დაიხარჯა არითმეტიკულ მოწყობილობაზე. საბოლოო ჯამში ზ-3 ასრულებდა 3-4 შეკრება გამოკლების ოპერაცია წამში, ხოლო გამრავლება გაყოფას 1 ოპერაციას 5 წამში. კატასტროფული სიჩქარეა არა?????? ნუ იცინით ზ-3 იგივე სიჩქარით მუშაობდა რაც მარკ-1 ამერიკელების მიერ შექმნილი და თან რამოდენიმე წლით ადრე ხოლო მცოცავი წერტილის გამოთვლას კი უფრო ეფექტურად ახორციელებდა!

პირველი სრულყოფილი კომპიუტერი შექმნა კონრად ცუზემ, მაგრამ იგი მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის პირობებში და არაფერი იცოდა ინგლისელების და ამერიკელების იგივე ნაშრომების შესახებ! სამწუხაროდ არც გერმანიის ფარგლებს გარეთ იცოდნენ, რომ იყო ასეთი გენიალური ინჟინერი, რომელიც ასეთ საჭირო თემას მარტო შეეჭიდა და შედეგიც მიიღო

ამიტომ ინგლისი და მისი მოკავშირე ამერიკა სხვა თავისი გზით მიდიოდნენ!

მათ ფუძეთ აიღეს 25 წლის მათემატიკოსის თეორია, რომელიც ამტკიცებდა, რომ მთელი მათემატიკა შეიძლება დაყვანილი იქნას გარკვეული აქსიოების ნაკრებზე.

კომპიუტერთან ამ ნაშრომს პირდაპირი შეხება აქვს, მოკლედ ამ თეორიის მეშვეობით ამერიკელმა ფიზიკოსმა! წარმოშობით ბულგარელმა ჯონ ატანასოვმა 1939 წელს შექმნა თავისი პირველი ეგმ (ელექტრო გამომთვლელი მანქანა).

ცუზეს აპარატისგან განსხვავებით ატანასივის აპარატი იყო სრულიად ლამპებზე აწყობილი, შესაბამისად თუ კომპიუტერებს ჩავთვლით ელექტრო ლამპურ მანქანებათ მაშინ პირველად სწორედ ატანასოვნა შექმნა კომპიუტერი და არა ცუზემ, მაგრამ მოდით ეს ისტორიკოსებს მივანდოთ ჩვენ კი ჩვენი ისტორია გავაგრძელოთ. მოკლედ ატანასოვმა შექმნა პირველი მოდელი, მაგრამ ამერიკის მთავრობამ რაღაც ვერ აღითქვა მისი საჭიროება და ამიტომ ეს აპარატი მუშა მანქანად ვერ მოევლინა სამყაროს! შედეგად ატანასოვმა მხოლოდ 1973 წელს შესძლო სასამართლოს მეშვეობით დაემტკიცებინა, რომ ის არის პირველი კომპიუტერის შემქმნელი.

მაშ ასე 30-40 წლებში უკვე იყო შექმნილი პირველი მუშა ელექრო გამომთვლელი მანქანები რომლებიც მუშაობდნენ არა ადამიანის მუსკულების ხარჯზე არამედ ელექტრონების მიმართული ნაკადის მეშვეობით

ისე თუ სხვა კუთხით შევხედავთ ყველაფერი რაც 50 წლების ბოლოხანებამდე იყო შექმნილი იყო ვებერთელა მოუხერხებელი კალკულატორები! და რა განსხვავებაა კომსა და კალკულატორს შორის?? რა და, დიდი კალკულატორი მხოლოდ ციფრების დათვლითაა დაკავებული, და რათქმაუნდა შეიძლება ეს ციფრები ძაან ბევრი იყოს და მათთვის პროგრამის დაწერაც კი გახდეს საჭირო, მაგრამ ეს მანც არაა ნამდვილი კომპიუტერის საქმე! რათქმაუნდა კომპიუტერი ციფრების შეკრებასაც ასრულებს მაგრამ მისი ძირითადი ფუნქციაა ინფორმაციის დამუშავება.

წყარო: კომპინფო