რადგან ჩვენს საიტს სტუმრობთ ვიმედოვნებ რომ დაინტერესებული ხართ კომპიუტერული ტექნოლოგიებით. ალბათ იმაზეც გიფიქრიათ რაოდენ დიდი შემოსავალი შეუძლია მოუტანოს ადამიანს ამ ტექნოლოგიებმა რომელთა ცოცხალი მაგალითიც არაერთია.. სტივ ჯობსი, ბილ გეითსი, ჰიულეტი & პაკარდი და ა.შ. არაფერს გეუბნებათ ეს სახელები და გვარები? დიახ! ისინი არიან ადამინები რომლებმაც თავისი “კომპიუტერული იდეები” რეალობად აქციეს და დღეს ისინი ყველაზე დიდ შემოსავლიანი ადამიანების სიაში და კომპანიების სათავეებში არიან.

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ერთერთი ყველაზე “იდეალური” ქართული საიტის მიერ გამოქვეყნებული 10 იდეა რომელიც ეხება ინფორმაციულ ტექნოლოგიებს. აქ მოცემულია ბიზნეს იდეები რომელიც შეიძლება განახორციელო კომპიუტერულ სფეროში, შეფასება თქვენთვის მომინდია…

ახლა კი თავად იდეებს მივხედოთ 🙂

გააკეთეთ მეორადი წიგნების ელექტრონული მაღაზია


შესაძლოა ამ იდეამ გაამართლოს რადგანაც მეორადი წიგნები ძალიან გაფანტულად იყიდება და არცერთ მოვაჭრეს არ აქვს მსაგვსი წიგნები. თუ რამე მეორადი წიგნის მოძებნა უნდა ადამიანს უნდა მოიაროს ყველა მოვაჭრე, რაც თითქმის შეუძლებელია.

ამიტომ თუ გააკეთებთ საიტს, სადაც განათავსებთ მეორად წიგნებს, შესაძლოა მომგებიანი ბიზნესი გამოვიდეს. საჭირო იქნება უბრალოდ კარგად და ეფექტურად გაავრცელოთ ინფორმაცია, რომ იბარებთ ნახმარ წიგნებს. დაგჭირდებათა ასევე გარკვეული ფართი და ერთი კურიერი, რომელიც შეძენის შემთხვევაში ადგილზე მიიტანს წიგნს.

გააკეთეთ მშრალი ხიდის ელექტრონული ვერსია

მშრალი_ხიდი
ვფიქრობთ, ინტერნეტ სივრცეში შეიძლება გაკეთდეს საიტი, სადაც გაიყიდება მშრალ ხიდზე გამოფენილი ნახატები და სხვა საინტერესო ნივთები.

პირველ რიგში თქვენ უნდა შეუთანხმდეთ მშრალ ხიდზე გამოფენილ სურათების მეპატრონეებს, რის შემდეგაც ნახატებს გადაუღებთ სურათებს და თქვენს საიტზე ატვირთავთ, რომელსაც გაყიდით შეთანხმებულ ფასად, ხოლო შემოსავალს მიიღებთ საკომისიოს სახით, თუ ნივთი საიტის მეშვეობით გაიყიდება.

საიტის შექმნის გარდა საჭირო იქნება ე-კომერციის დაყენება და გამრთვა, რისი მეშვეობითაც მომხმარებლები პირდაპირ საიტიდან გამოიწერენ სურათებს. ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ ალბათ კარგი იქნება თუ შეძენილ ნივთს მყიდველს სახლში მივართმევთ.

მსგავსი ფორმით შესაძლებელია სხვა მრავალი საინტერესო ნივთის გაყიდვა, რომელიც მშრალ ხიდზე შეგხვდებათ.

უნივერსალური საგადამხდელო სისტემა ინტერნეტით

საქართველოში მომრავლდა კომუნალური და სხვა ხარჯების გადასახდელი საშუალებები, იქნება ეს სწრაფი გადახდის აპარატები, სხვადასხვა ბანკების ინტერნეტ-ბანკინგი და ა.შ.

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ვებ-გვერდი, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც აქვს ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათი და აქვს ინტერნეტთან წვდომა, შეეძლება ასეთი ტიპის გადახდის განხორციელება.

ამისთვის თქვენ ძირითადად დაგჭირდებათ:
1. ვებ-გვერდის დარეგისტრირება;
2. ვებ-გვერდის აწყობა, როგორც დიზაინის ასევე ტექნიკური (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია) კუთხით;
3. ორგანიზაციებთან შეთანხმება და მათი თქვენს ქსელში ჩართვა
4. საიტის პრომოუშენი;


გააკეთეთ საიტი, სადაც შეძლებენ განათავსონ ინფორმაცია დაკარგული ნივთების შესახებ

როგორც ვიცით, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანები მათთვის ძვირფას ან საჭირო ნივთს კარგავენ. თუ გააკეთებთ საიტს, სადაც საშუალება ექნებათ გამოაქვეყნონ ინფორმაცია დაკარგული ნივთების შესახებ, და მიუთითონ კოორდინატები, ბევრი გააკეთებს განცხადებას.

შემოსავლების წყარო შეიძლება იყოს როგორც რეკლამები, ასევე გადასახადები იმ ადამიანებისგან, ვინაც თქვენს დახმარებით იპოვა რაღაც ნივთი.

გააკეთეთ alibaba.com-ის ქართული ანალოგი


გააკეთეთ საიტი, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან მწარმოებლები ან მიმწოდებლები, ბითუმად და საცალოდ მოვაჭრე კომპანიები. ვფიქრობთ, დღეს ასეთი საიტი არ არსებობს ქართულ ინტერნეტ სივრცეში, სადაც შეიძლება შეხვიდე და ნახო, რომ ვიღაცა ყიდის დიდი ოდენობით ხორბალს ან დანადგარებს და ა.შ.

უცხოეთში ასეთი საიტები ბევრი არსებობს. alibaba.com-ზე ერთამენთს უკავშირდებიან და თანამშრომლობას იწყენებ მწარმოებლები და ბითუმად მოვაჭრეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ შემთხვევაში კი შეგიძლიათ გააკეთოთ ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით.

გააკეთეთ ერთიანი ბიზნეს-ბლოგი სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის


თუკი აპირებთ რომ თქვენი საქმიანობა საიტების შექმნასა და მართვა დაუკავშიროთ შესაძლოა საინტერესო იყო თქვენთვის ბიზნეს-ბლოგის გაკეთება. ამ საიტს შეიძლება პირობითად ვუწოდოთ www.businessblogs.ge სადაც სხვადასხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებს აქვთ გახსნილი საკუთარი გვერდები თავისი ფოტოთი. ყველა თავის ბლოგზე აქვეყნებს ინფორმაციას მათ ორგანიზაციაში არსებული სიახლეების, მიღწევების და ა.შ. შესახებ.

ვფიქრობთ თუკი დაითანხმებთ სხვადასხვა კომპანიების დირექტორებს, რომ ყველამ საკუთარი გვერდი (ბლოგი) გააკეთოს თქვენ საიტზე, ბიზნეს წრეებისათვის ასეთი საიტი ძალიან მიმზიდველი იქნება და ბევრი მომხმარებელიც ეყოლება. შემოსავალი კი შეგიძლიათ ბანერებით და სხვა დამატებითი საინფორმაციო განცხადებებით მიიღოთ.


გააკეთეთ სპეციალური საიტი, სადაც ყველას შეეძლება სასურველი ნახატის ამორჩევა და მისი დახატვის შეკვეთის მიცემა


ქართულ ინტერნეტ სივრცეში ძალიან მომრავლდა სხვადასხვა ინტერნეტ-საიტები, თუმცა, ცოტა მათგანი არის რეალურად ისეთი რომელიც, საინტერესო, სასარგებლო და ამავდროულად კომერციულად მომგებიანიცაა. ზოგიერთის შემთხვევაში იდეა არ ვარგა, ზოგიერთის შემთხვევაში იდეის განხორციელება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ვერ ახერხებენ მის კომერციალიზაციას.

თუ გაქვთ სურვილი და ცოტაოდენი გამოცდილება ამ სფეროში ჩვენს ბაზარზე, ვფიქრობთ, წარმატებით იმუშავებს კომპანია, რომელიც მართვაში აიღებდა კარგი პოტენციალის მქონე ინტერნეტ-საიტებს მფლობელთან გარკვეული თანამშრომლობის სქემით (მაგალითად შემოსავლების 80/20 სქემით, ან მოგების 50/50).

ასეთ შემთხვევაში მმართველმა კომპანიამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს სამი ფუნქციის შესრულება:
1. საიტის დიზაინის გაუმჯობესება
2. საიტის პოპულარიზაცია
3. გაყიდვები

სასურველია, რომ მფლობელს დარჩეს ინფორმაციის განთავსების და განახლების ფუნქცია. თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში მმართველ კომპანიას უნდა შეეძლოს მისცეს დამატებითი კონსულტაციები შიგთავსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ან ცალკეულ შემთხვევებში მოითხოვოს ის თუ ეს საიტის წარმატებული მუშაობისთვისაა საჭირო.

ასეთი საიტები შეიძლება მუდმივად არჩიოს და აიღოს მართვაში კომპანიამ და შეიძლება რამდენიმე 10-ეულიც ჰქონდეს გარკვეული დროის შემდეგ. მთავარია შეკრიბოს კარგი გუნდი, ვისაც ანალოგიური საქმის კეთების სურვილი ექნება.


გააკეთეთ ელექტრონული ალბომები


ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ კორპუსის მაცხოვრებლებს შესთავაზებთ მათთვის საყვარელი ან ძვირფასი სურათების ელექტრონული ვარიანტის გაკეთებას.

ბევრ ოჯახში მოიძებნება ძველი სურათები, რომელთა ფირი არ აქვთ და რომელთაც თვალის ჩინივით უფრთხილდებიან . ასეთ ოჯახებს ძალიან გაუხარდებათ, თუ ვინმე მათ სურათებს, მათივე სახლში, დაუსკანერებს და ამასთან ერთად მისაღებ ფასად მოემსახურება.

ამ ბიზნესის დასაწყებად, საჭიროა შეიძინოთ მობილური (მსუბუქი და კომპაქტური) სკანერი, რის შემდეგაც თქვენ უნდა მოიძიოთ და თქვენი სერვისი შესთავაზოთ იმ ოჯახები, სადაც აქვთ კომპიუტერი (კომპიუტერის გარეშე სურათებს ვერ დაასკანერებთ, ხოლო იმისათვის რომ კომპიუტერი და სკანერი ერთმანეთს დააკავშიროთ, დაგჭირდებათ USB კაბელი).

თუ დღეში 250 სურათს დაასკანერებთ (რასაც საშუალოდ 2 საათი სჭირდება თუ შეუჩერებლივ იმუშავებთ), თითო სურათში კი 10-15 თეთრს გამოართმევთ, მაშინ თვეში 500-700 ლარის გამომუშავებას შესძლებთ.

გააკეთეთ საიტი საავადმყოფოების, კლინიკების და ექიმების შესახებ

ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ გააკეთებთ საიტს, რომელიც გათვლილი იქნება იმ ხალხზე, რომელთაც აინტერესებთ გაიგონ უფრო მეტი კლინიკებისა და სავადმუყოფოების მომსახურეობის ხარისხზე, ასევე ექიმების გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე.

საიტის მთავარი აზრი ის უნდა იყოს, რომ ობიექტურად ხდებოდეს შეფასებები, რეიტინგების განსაზღვრა, პაციენტების მიერ დადებითი და უარყოფითი ისტორიების დაწერა (“დაპოსტვა’), როგორც ექიმების შესახებ, ასევე კლინიკებზე და საავადმყოფოებზე.

ადამინებს რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა და ვერ გადაუწყვეტიათ რომელ ექიმს მიმართონ, შეძლებენ საიტის დახმარებით გადაწყვეტილების მიღებას.

ვფიქრობთ ასეთი საიტი, აუცილებლად გახდება ხალხში პოპულარული თუ ის პირველ რიგში ხარისხიანი და ობიექტური იქნება, რომელიც მართლა დაეხმარება ადამიანებს არჩევანის გაკეთებაში.


P.S. თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ! :)))

იდეების გენერატორია: StartUp.ge

Comments

comments

13 კომენტარი
  1. ყველაზე მაგრად მომეწონა სტატიის დასაწყისში რომ ფოტოა, ზუსტად სტატიის თემას შეესაბამება! 🙂

    მაგარი იდეებია, რომელიღაცას მაიც ავირჩევ

  2. ძალიან საინტერესო იყო.. დიდი მადლობა.. ცოტა ჭკუა რომ მომემატება, რომელიმეს გავაკეთებ 😛

  3. იდეები მეც ძალიან ბევრი და კარგი მებადება მარა ჩემი საქმე საიტები და ეგეთი რაღაცეები არაამ . 😐

  4. ეჰ,გააკეთე კარგია!!!ფული უნდა მაგას ! კარგი იდეებია,მაგრამ საიტის გაკეტებას მინიმუმ 200 ლარი ხომ უნდა,თორემ არ მეზარებაააააააა. ბლოგზე კიდე დავიტანჯე და ქართულად ვერა და ვერ დავწერე

კომენტარები დახურულია