ლოგო – სიმბოლო რომელსაც ყოველდღე და ყველგან ვხვდებით. თითოეული მათგანი გარკვეულ ასოციაციებს იწვევს ჩვენში, თუმცა დაზუსტებით შეიძლება მათი შინაარსი არ ვიცოდეთ.  ამ პოსტში ნახავთ ყველასათვის ნაცნობ 10 ლოგოს და გაიგებთ მათ ფარულ შინაარს და მნიშვნელობას.

მოდით შორს აღარ წავიდეთ და ჩვენთვის ნაცნობი “ვაშლოვანი” კომპანიით დავიწყოთ.

Apple ლოგოროგორც ხედავთ Apple-ს ლოგოს მოკბეჩილი ვაშლის ფორმა აქვს. ლოგოს ფორმა აღებულია ბიბლიური ეპიზოდიდან ადამ და ევას შესახებ. მისი შინაარსია “ცოდნის ხის”  (“Tree of Knowledge”) ნაყოფის გემება, ანუ ცოდნასთან ზიარება.

 

amazon_logoამაზონის ლოგოს საიდუმლო და შინაარსი არც ისე ძნელი გამოსაცნობია. კომპანია ყიდის ყველა დასახელების პროდუქტს, ალფავიტის მიხედვით დაწყებული ასო “A”–თი და დამთავრებული ასო “Z”–ით. თან ისე, რომ კომპანია მის მომხმარებლებს კომფორტს და სიამოვნებას გვრის.

 

ibm_logoIBM-ის თანაბრად “დაზოლილ” ლოგოს შინაარსში დევს ის, რომ იგი კომპანია სამართლიანი ყველას მიმართ. (როგორ არ უნდა გაგახსენდეს შოთას სიტყვები: “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების”).

 

mobil_logoMobil – ის ორი ფერის ასოები ლოგოში სხვადასხვა რამეზე მიუთითებს. წითელი ძიერების ნიშანია, ხოლო ლურჯი კი ერთგულებისა და მზრუნველობის.

 

fedex_logoFedEx –ის ლოგოს საკმაოდ ღრმა შინაარსი აქვს. ლოგოზე თუ დავუკვირდებით ბოლო ორ ასოს, შევამჩნევთ რომ მასში მარჯვნივ მიმართული ისარი ჩანს, რაც მუდმივ წინსვლას ნიშნავს.

 

audi_logo Audi – ალბათ ბევრს გასჩენია კითხვა თუ რატომ არის აუდის ლოგოში ოთხი რგოლი. ეს რგოლები იმ ოთხი კომპანიის სიმბოლოა (DKW, Horch, Wanderer & Audi), რომლებიც შეადგენდნენ კომპანია Auto Union Consortium–ს 1932 წელს

 

bmw_logo

BMW-ს ლოგო უკავშირდება მის ისტორიას ავიაციაში და განასახიერებს თვითმფრინავის მბრუნავ პროპელერს, რადგან BMW ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს საფაერო საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებდა. თუმცა ერთერთი წყაროს თანახმად ის ბავარიის დროშიდან გამომდინარეობს და ბავარიულ საწყისებზეა დაფუძნებული.

 

mercedes_benz_logo

Mercedes-Benz –ის სამი წვერი ერთდროულად აღნიშნავს მიწას, წყალს და ჰაერს. კომპანია ამით იძლევა სიგნალს, რომ ის არის დომინანტი სამივე სფეროში.

toyota_logo

Toyota –ს ლოგოზე სამი ერთმანეთში ჩასმული ოვალი ჩანს, რომელიც გულებს აღნიშნავს. პირველი ეს არის მომხმარებლის გული, მეორეა პროდუქციის გული და ბოლო კი მომავლის ტექნოლოგიური პროგრესის გულს გამოხატავს.

 

wolkswagen_logo

Volkswagen–მა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო იაფი ავტომობილების წარმოება ხალხისთვის და ლოგოც ამის მიხედვით შეარჩია. “Volks” – ნიშნავს ხალხს, ხოლო “Wagen” – ავტომობილს. რაც პირდაპირ თარგმანში სახალხო ავტომობილს ნიშნავს.

 

წყარო

Comments

comments

4 კომენტარი
  1. აქედან მარტო ერთი ვიცოდი რას ნიშნავდა, კაია;)

  2. მარტო Toyota და BMW არ ვიცოდი… მადლობ ინფოსთვის

  3. საინტერესოა,ვოლკსვაგენზე თვითონ სახელწოდებაზეა ნათქვამი.ლოგოზე კი არაფერი

კომენტარები დახურულია