პროექტის დასახელება: თბილისის ავტობუსებისათვის მგზავრების გაბილეთიანების და გადაზიდვების საფასურის აღრიცხვის ავტომატური სისტემის შექმნა/დანერგვა

პროექტში მონაწილე მხარეები: სს “საქართველოს ბანკი”, მუნიციპალური საწარმო შპს “თბილისის ავტობუსი”, ჩეხური კომპანია “მიკროელექტრონიკა” , შპს “მეტრო სერვის +” და შპს “აზრი”.

კომპანია აზრის მიერ ამ პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების აღწერა:

კომპანია “აზრის” ინჟინერ-პროგრამისტებმა ჩაატარეს ჩეხური კომპანია “მიკროელექტრონიკის” მიერ წარმოებული საკონტროლო სალარე აპარატების მოდიფიცირება – არსებულ აპარატში დამონტაჟდა კომპანია “აზრის” მიერ წარმოებული უკონტაქტო ბარათის წამკითხავი მოწყობილობა,რამაც საშუალება მისცა მგზავრებს არა მარტო ნაღდი ფულის საშუალებით ეწარმოებინა გადახდა, არამედ უკონტაქტო პლასტიკური ბარათითაც.

კომპანია “აზრის” ტექნიკოსებმა მოახდინეს შპს ” თბილისის ავტობუსის” კუთვნილებაში არსებულ ავტობუსში სპეციალური გაყვანილობის დაამონტაჟება და დააყენეს 1400 მოდიფიცირებული საკონტროლო სალარო აპარატი, რომლის მეშვეობითაც მგზავრს შეუძლია გადაიხადოს მგზავრობის საფასური და მიიღოს მგზავრობის დამადასტურებელი ბილეთი.

გარდა ამისა მოხდა ავტობუსებისათვის ახალი 500 ცალი ბორტ კომპიუტერის შექმნა და არსებული ბორტ კომპიუტერების პარკის მოდიფიცირება . ავტობუსის ბორტ-კომპიუტერი აძლევს საშუალებას მძღოლს ერთიანად მართოს ავტობუსში არსებული მოწყობილობები. კომპანია “აზრის” ინჟინრებმა შექმნეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, დაუკავშირეს ბორტ-კომპიუტერს ავტობუსში არსებული საინფორმაციო ტაბლო და GPS/GPRS მოწყობილობა. დღეს ბორტ-კომიუტერის მეშვეობით მძღოლს შეუძლია მართოს ტაბლოზე გამოსატანი ინფორმაცია, აირჩიოს მარშრუტი, მიიღოს GPS/GPRS მოწყობილობიდან მონაცემები, ასევე სრულდება სხვა მრავალი ფუნქცია, რაც უფრო მოსახერხებელს და იოლს ხდის ავტობუსის ექსპლოატაციას.

2006-2007 წლებში კომპანია აზრის მიერ თბილისის მეტროპოლიტენში გადახდის თანამედროვე სისტემის დამუშავებასა და ინსტალირების დროს მრავალჯერადი მგზავრობის უკონთაქტო ბარათების დანერგვა მოხდა. ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობია მეტრომანი-ს ბარათი. დღეს ამ ბარათის მოხმარება შესაძლებელია არა მარტო თბილისის მეტროპოლიტენში მგზავრობისას, არამედ თბილისი ავტობუსებში მგზავრობის ღირებულების გადახდის დროსაც. ეს შესაძლებელი გახდა კომპანია “აზრის” მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად – თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის, შპს “თბილისის ავტობუსის” და შპს “თბილისის მეტროპოლიტენის” მგაზვრობის საფასურის მოკრების პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების ინტეგრირების მეშვეობით.

კომპანია “აზრის” მიერ მოხდა პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ავტობუსებიდან აგროვებს და ცენტრალურ სერვერზე ინახავს მონაცემებს კონკრეტულ ავტობუსში მომხდარი მოვლენების შესახებ – გადახდების სხვადასხვა ტიპების მიხედვით,ინკასაციი ჩატარების შესახებ და ა.შ. ეს საშუალებას აძლევს შპს “თბილისის ავტობუსის” მენეჯმენტს ფლობდეს ზუსტ სტატისტიკური ინფორმაციას. ეს პროგრამული უზრუნველყოფა აგრეთვე იძლევა საშუალებას მიღებულ იქნას განსხვავებული ტიპის ანგარიშები (რეპორტები), ავტომატურ რეჟიმში მართოს ავტობუსებზე დამონტაჟებული ბორტ-კომპიუტერები და ასევე სხვა მრავალი სასარგებლო ფუნქციები გააჩნია, რაც თავის მხრივ კონტროლის შესანიშნავი მექანიზმია და ამასთანავე მართვის ეფექტიანობის ამაღლებას უზრუნველყოფს.

კომპანია აზრმა პირველმა საქართველოში შემოიტანა, განავითარა და დანერგა უნაღდო ანგარიშსწორების უკონტაქტო ტექნოლოგიები. ინტეგრირებული სიტემების შექმნა, დამუშავება და ინსტალირება კომპანია აზრის ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

წაყრო: Azry