წარმოგიდგენთ Google-ის ისტორიაში პირველ ტელე-რეკლამას რომელიც მისი ახალი ბროუზერის Google Chrome-ის პოპულარიზაციისათვის შეიქმნა. მათი თქმით ამით ისინი ხელს შეუწყობენ ბროუზერის საბაზრო პოზიციების გამყარებას რადგან Net Applications-ის აპრილის მონაცემებით ბროუზერთა საბაზრო წილში Google ახალ შვილობილს მხოლოდ 1.42% ერგება როდესაც Internet Explorer(66,1%), Firefox(22,5%) და Safari(8,2%) გაცილებით მეტ პროცენტულ მაჩვენებელს ინაწილებენ.

რეკლამას რაც შეეხება გავა რამდენიმე ტელევიზიაში  (საქართველოში არც იოცნებოთ 😀 ). გადაღებულია საკმაოდ მარტივი იდეით, ბროუზერის ლოგო პატარა სასრიალო დაფაზე ეჯახება სხვადასხვა კუბებს (კუბიკებს) და გარდაქმნის მათ ბროუზერის სხვადასხვა ელემენტებად (ძირითადად ღილაკებად) საბოლოოდ კი მიიღება მაგიდაზე აწყობილი  Google Chrome-ი რომელიც მოგიწოდებთ რომ სწორედ ეს ბროუზერი დააინსტალიროთ თქვენს კომპიუტერში 🙂 გამოყენებულია მხიარული მუსიკალური გაფორმება და ფერადი ბავშური გარემო. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ:

მისი აღმატებულება, Google Chrome!

Comments

comments

3 კომენტარი
  1. martla magari browseria. mec sul am,as vxmarob. martlaia jer betaa da ragaceebi schirdeba damatebit plaginebis dainstalireba da ase shemdeg. magram dzaan swrafia da saerto jamshi kmayofili var.

  2. au jer beta versiac ki ar iyo gamosuli am brauzers ro vxmarobdi to…. uzaaaan magresia…. girchevt yvelas es daayenot da skamze magrad dasxdet….. :):):):):)

კომენტარები დახურულია