კომპანია ‘ჯეოსელმა’ დაინტერესებული მომხმარებლებისათვის კიდევ ერთი შეხვედრა გამართა Google Glass-ის პრეზენტაციით და ‘ტესტ-დრაივით’.

Google Glass-ის პრეზენტაცია


პრეზენტაციას კომპანია ‘ჯეოსელის’ თანამშრომლები წარუძღვნენ. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ თავად გაეტესტათ მოწყობილობა.

სტატიის სათაური ნუ დაგაბნევთ, ‘გლასი’ ჯერჯერობით არათუ კონკრეტულად საქართველოს არამედ  ჯერ მსოფლიო ბაზარზეც არ გამოსულა გაყიდვაში. ის ჯერჯერობით სპეციალური პირობების ქვეშ ვრცელდება გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მის დეველოპერ / ექსპლორერებში. ერთერთი ასეთი შემძენი კი თავად კომპანია ‘ჯეოსელი’ აღმოჩნდა.

იხილეთ პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწერი ჩვენს Facebook გვერდზე: http://goo.gl/k6YmjW

მოკლედ რომ აღვწეროთ, ‘Google Glass’-ი ეს არის სათვალის დიზაინის მქონე ანდროიდ მოწყობილობა (თავისი აპლიკაციებით) რომელსაც შეუძლია შეასრულოს ხმოვანი (და არამარტო) ბრძანებები, ხოლო ჩარჩოზე დამაგრებული თვალისთვის ადვილად აღქმადი მინი ეკრანის საშუალებით კი პირადად თქვენ დაგანახოთ გამოსახულება. (თუმცა როგორც ტესტის დროს აღმოვაჩინეთ შორს /ახლოს მხედველთათვის გამოსახულება  არც ისე ადვილად აღქმადია)

მინი-ეკრანის რეზოლუცია 640×360 პიქსელზეა რაც Google-ს თქმით პროპორციულად რომ შევადაროთ იგივეა რაც 25-ინჩიან HD ეკრანს უყურებდეთ დაახლოებით 2.5 მეტრის სიშორიდან.

‘გლასს’ აქვს ჩამონტაჟებული 5 მეგაპიქსელიანი კამერა 720 პიქსელიანი ვიდეო გადაღების ფუნქციით. მოწყობილობა ხმას ბგერის ძვლოვანი გადაცემით აწვდის მის მომხარებელს, რაც ცოტა უცნაურ შეგრძნებას გიტოვებს ვინაიდან არა პირდაპირ ყურიდან არამედ მის უკან არსებული ძვლიდან გესმის ხმა. ვინაიდან არც ისე ხმამაღლა ისმის მოწოდებული ბგერა, მოწყობილობას დამატებითი ყურსასმენიც მოყვება სურვილისამებრ გამოყენებისთვის.

მეხსიერების ოდენობა ახლანდელი მონაცემებით არის 16 გეგაბაიტი, საიდანაც 4 გეგაბაიტი ანდროიდის ოპერაციულ სისტემას აქვს დაკავებული.

‘გლასს’ შეუძლია კავშირი დაამყაროს როგორც Wi-Fi-თ (ინტერნეტთან) ასევე Bluetooth-ით (სმარტფონთან, სპეც. აპლიკაციის გამოყენებით).

ბატარეა იტენება Micro USB -ს საშუალებით და მოხმარების ხანგრძლივობა 3 საათამდე აღწევს.

როგორც კომპანიის თანამშრომლები ამბობენ კომპანია ‘ჯეოსელი’ გააგრძელებს ამ და მსგავსი ინოვაციური მოწყობილობების პრეზენტაციების მოწყობას და მომხმარებლებისათვის წინასწარ გაცნობას.

გაეცანით Google Glass-ის ოფიციალურ გვერდს:  http://www.google.com/glass/start/

Comments

comments