innovathonTbilisi

დღეს ტექნოლოგიური სტარტაპების საერთაშორისო კონკურსი Innov-a-thon Tbilisi დაიწყო. “ინოვათონის” ფარგლებში არაბეთის გაერთიანებული საემიროების ინვესტორთა ჯგუფი არჩევს ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს რომლებიც შემდგომ  გაემგზავრებიან ქალაქ დუბაიში და TURN 8-ის ოთხ თვიან სააქსელერაციო პროგრამაში ჩაერთვებიან.

ღონისძიებას თან ერთვის მენტორული და სატრენინგო სესია სადაც მონაწილეები საქართველოს ინოვაციების სააგენტოს, პროგრამა TURN8-ის და ქართველი ანტრეპრენორების ქსელის წარმომადგენლებისგან მიიღებენ კონსულტაციას.

კონკურსში წინასწარ დარეგისტრირებული გუნდები 5 წუთის განმავლობაში ჟიურის წინაშე წარადგენენ საკუთარ ბიზნეს იდეას. იდეები შეიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება მობილური და ვებ აპლიკაციებით, საგანმანათლებლო პროექტებით, ელექტრონული კომერციით, სოციალური ქსელებით ან სხვა საინტერესო წამოწყებით.

ღონისძიება მიზნად ისახავს წარმატების პოტენციის მქონე ტექნოლოგიური პროექტების აღმოჩენა და ზოგადად ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით.

Innov-a-thon Tbilisi-ს ორგანიზატორები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, დუბაის ბიზნეს აქსელერაციის პროგრამა TURN8, i360 Incubator და DP World არიან.

დეტალებისთვის იხილეთ ეს ლინკი

 

 

Comments

comments