საქართველოს ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრმა და კომპანია ,,ელიტ ელექტრონიქსმა” 31 მაისს სასკოლო ეკონომიკურ ოლიმპიადაში ,,ერთად ვაშენოთ ქვეყანა” გამარჯვებულები გამოავლინა: 250 ფინალისტი მოსწავლე და მათი მასწავლებლები სიგელებითა და სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის, აგრეთვე პროფესიული სასწავლებლის 2500 მოსწავლე.

პროექტი 3 პროგრამის მიხედვით მიმდინარეობდა:

I პროგრამა – ეკონომიკური კონცეფციების ცოდნაI პროგრამაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 269 სკოლის 1600-მა მოსწავლემ. პირველ სამეულს (მოსწავლეს და მასწავლებელს) ,,ელიტ ელექტრონიქსმა” კომპიუტერი, ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი გადასცა.

II პროგრამა – ,,ერთად ვაშენოთ ქვეყანა”მონაწილეობა მიიღო 120 სკოლის გუნდმა, მათგან პირველი ეტაპი 65-მა გადალახა, ხოლო ფინალში მონაწილეობის უფლება 15 გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულ სამეულს ,,ელიტ ელექტრონიქსმა” ფულადი ჯილდო 1500, 1000 და 600 დოლარი გადასცა.
III პროგრამა – ეკონომიკური კონცეფციები ნახატებითპროგრამაში მონაწილეობას იღებდა 150 მოსწავლის ნახატი, მათგან პირველ გამარჯვებულ სამეულს ,,ელიტ ელექტრონიქსმა” აიპოდები, ხოლო მათ 3 მასწავლებელს ფულადი საჩუქრები გადასცა. ოლიპმიადის უმთავრესი მიზანია ეკონომიკური განათლების ამაღლების ხელშეწყობა და მისი პროპაგანდა, აგრეთვე უფროსკლასელებში მეწარმეობის სურვილის სტიმულირება, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება მიზანს – ,,ერთად ვაშენოთ ქვეყანა”.

ოლიმპიადის მიზანია ბეჯითი და განათლებული მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც ეკონომიკითა და ბიზნესით არიან დაინტერესებულნი, ასევე მეგობრული ურთიერთობების დამყარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებს შორის.

პრიზების განაწილება პროგრამების მიხედვით

I პროგრამა – ეკონომიკური კონცეფციების ცოდნა:

3 გამარჯვებული მოსწავლე:
I ადგილი – თბილისის I საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი დუდუჩავა, მასწავლებელი მაია ბრეგვაძე. გამარჯვებულ მოსწავლესა და მასწავლებელს ,,ელიტ ელექტრონიქსმა” კომპიუტერი გადასცა.
II ადგილი – ქუთაისის 41-ე სკოლის მოსწავლე ფიქრია ჯოხაძე, მასწავლებელი ელიზბარ ბარბაქაძე. გამარჯვებულ მოსწავლესა და მასწავლებელს კომპანია ,,ელიტ ელექტრონიქსისგან” ფერადი ტელევიზორები გადაეცათ.
III ადგილი – ყვარლის II საჯარო სკოლის მოსწავლე ოთარ რუსიშვილი, მასწავლებელი ეკატერინე მირზიკაშვილი. გამარჯვებულ მოსწავლესა და მასწავლებელს ,,ელიტ ელექტრონიქსმა” მუსიკალური ცენტრი გადასცა.

II პროგრამა – ,,ერთად ვაშენოთ ქვეყანა”

გუნდური პრეზენტაციები სკოლების X-XI კლასისა და პროფესიული სასწავლებლების მოსწავლეებისათვის.

I ადგილი – ქუთაისის 17-ე საჯარო სკოლის გუნდი ,,სინემა”, პრიზი 1500 $.
II ადგილი – თბილისის 199-ე საჯარო სკოლის გუნდი ,,კომაროვი”, პრიზი 1000 $
III ადგილი – გურჯაანის რაიონის კაჭრეთის პროფესიული სასწავლებლის გუნდი ,,კახეთის გული”, პრიზი 600 $.

II პროგრამის ფარგლებში ჟიურის თავმჯდომარის – ბ.ნ. ანზორ ქოქოლაძის გადაწყვეტილებით დაჯილდოვდნენ გუნდები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:

ყველაზე ენერგიული გუნდი – თბილისის 206-ე საჯარო სკოლის გუნდი ,,მეწარმე”, პრიზი 300 $.
ყველაზე ინოვაციური იდეის მქონე გუნდი – ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის გუნდი ,,ბალავარი”, პრიზი 300 $.
შემოქმედებითი გუნდი – რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის გუნდი ,,სინემა”, პრიზი 300 $.

III პროგრამა – ეკონომიკური კონცეფციები ნახატებით (ნებისმიერი კლასისთვის)

გამოვლინდა 3 საუკეთესო ნახატი:
1. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლე ხათუნა შანგია, მასწავლებელი ეკა მურუსიძე;
2. ფოთის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია გაბადაძე, მასწავლებელი ნინო კაკულია;
3. ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ბებია, მასწავლებელი კობა ყალიჩავა.

მოგვილოცეთ II ადგილი, თბილისის 199-ე საჯარო სკოლა-პანსიონი კომაროვი!

 

Comments

comments