21 ივლისს ჩინეთში, ქალაქ “ტიანძინის” საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა ფიზიკოსთა 22-ე საერთაშორისო ტურნირი 🙂 საქართველოდან შერჩეულ იქნა ტურნირში მონაწილე გუნდი რომელიც შედგებოდა 5 მოსწავლისაგან.

იქიდან ერთერთი (ანუ მე ზურაბ (დევი) ფირცხალაიშვილი)კომაროვის სკოლის ხოლო დანარჩენი ოთხი ვეკუას სკოლის მოსწავლეები იყვნენ (გუგა მიქაბერიძე, მარიამ ნადარეიშვილი, დავით და მარიამ გაჩეჩილაძე).

სამწუხაროდ წინა რამოდენიმე ტურნირი საქართველოს ცუდი შედეგით დამთავრდა და წელს აუცილებლად საჭირო იყო საქართველოს სახელის დაბრუნება მოწინავე გუნდებში. ამიტომ საკმაოდ დიდი შრომის შედეგად ძლიერად მომზადებული გუნდით ვეწვიეთ ტურნირს..

შედეგმაც არ დააყოვნა ისეთი ძლიერი ქვეყნების შემდეგ როგორიც კორეა და ავსტრია აღმოჩნდა (საკმაოდ დიდი დაფინანსებებით მოწინავე კომპანიებისაგან) საქართველომაც შეძლო მოწინავე პოზიციის დაკავება და ჩვენს სამშობლოში ბრინჯაოს მედლით დავბრუნდით 🙂

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში და მადლობა გადავუხადო მათაც ვინც გული გვგულშემატკივრობდა ქართველ გუნდს!

შემდეგი ტურნირი გაცილებით უკეთესი შედეგით დასრულდება ჩვენთვის 🙂

Comments

comments

17 კომენტარი
  1. gilocav devi magari xar sagol martal da momaval wels vercxls tu ara oqros mainc aigeb midi miaweqi da warmatebebs gisurveb shen ici:)

    P.S. rame kai statia mome da vtargmni ra 😀 me ver vnaxe kai 😀 ok shen ici

  2. saagool devi sheni pani var martla dzera xar da momdevno olimpiadaze ukve oqro chamogvetanos 😉

კომენტარები დახურულია