NASA მხარს უჭერს 20 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტს, რომელიც კოსმოსური ხომალდის მთვარეზე გაგზავნას ითვალისწინებს. კოსმოსური სააგენტო მზადაა, აღნიშნული იდეის განხორციელებას შეუდგეს იმის მიუხედავად, რომ თავად მისი ინჟინრები რაკეტის ხარვეზებზე საუბრობენ.

ექსპერტები შიშობენ, რომ რაკეტა “არეასი“, რომელმაც მთვარის შესწავლის ისტორიაში ახალი ერა უნდა გახსნას, საკუთარ ასაფრენ ნაწილს შეეჯახება და ისეთ ვიბრაციებს გამოიწვევს, რომ ასტრონავტები ორბიტაზე გასვლამდე დაიღუპებიან.

რისკის ხარისხი იმდენად კატასტროფულია, რომ სააგენტოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თანამდებობაც კი დატოვა, სხვა სპეციალისრტები კი ალტერნატიულ პროექტს ამუშავებენ სახელწოდებით “იუპიტერი“ და იმედოვნებენ, რომ იგი ადამიანის მთვარეზე უსაფრთხოდ გადაყვანას შეძლებს.

ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები “არეას“ პილოტური მოდელის გაშვების მიზნით.

პროექტის მომხმეების თქმით, ხომალდის გაუმჯობესებული მოდელი აღჭურვილი იქნება ეკიპაჟისთვის გნკუთვნილი კაფსულით, რომელმაც ასტრონავტები დედამიწისგან 400 კილომეტრით მოშორებულ კოსმოსურ სადგურზე უნდა დასვას, შემდეგ კი უფრო შორს – მთვარესა და მარსზე მიიიყვანოს.

პროექტის ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ პრობლემები მოგვარდება და ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე ფეხის დადგმას 2020 წელს შეძლებენ.
პროექტის მონაწილეთა მხარდაჭერის მიზნით NASA-მ მოიწვია სპეციალისტები, რომლებიც 1960 წელს მთვარეზე პირველი ადამიანის გადასმის – Apollo/Saturn-ის პროგრამაზე მუშაობდნენ.

ერთი კომენტარი

კომენტარები დახურულია