All Entries in the "Home" Category
სტივ ჯობსი გარდაიცვალა..
დღეს სტივ ჯობსის ოჯახმა გააკეთა განცხადება მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. სტივი ოჯახის გარემოცვაში, მშვიდად გარდაიცვალა. მის საზოგადო ცხოვრებაში ის ცნობილი იყო როგორც მეოცნებე. მის პირად ცხოვრებაში ის იყო სათუთი ადამიანი. ჩვენ მადლობას ვუხდით იმ უამრავ ადამიანს ვინც გაგვიზიარა მათი კეთილი სურვილები და ლოცვა სტივის ავადმყოფობის პერიოდში. ჩვენ მადლობელი ვართ მხარდაჭერისთვის და სიკეთისთვის და მათი ვინც გაიზიარა [...]
რა ელოდება Apple-ს ჯობსის გარეშე?
ამა წლის 23 აგვისტოზე ალბათ მხოლოდ ყველაზე ზარმაცი არ ლაპარაკობდა. ეს ის დღეა, როდესაც რეკორდულ დროში დაი-Tweet-ა, Facebook-ის სტატუსში დაიწერა და უმეტესი IT-რესურსის ჰედლაინებში გამოჩნდა სამი სიტყვა, რომლებმაც მილიონობით ადამიანი ჩააგდო შოკში, ყველაზე თავდადებული გულშემატკივრები კი გულდაწყვეტილი და ზოგ შემთხვევაში თვალცრემლიანიც კი დატოვა: „სტივ ჯობსი გადადგა.“ წარმოუდგენლად წარმატებული და ურიცხვი ადამიანისთვის საყვარელი Apple-ის დამფუძნებლის ასეთი [...]
როდის გამოვა Windows 8?
ცხელ ზაფხულს კომპანია Microsoft-მა ცხელი სიახლე შემოგვთავაზა. ეს სიახლე კი გახლავთ ახალი ოპერაციული სისტემის, Windows 8-ის (ეს მხოლოდ მისი კოდური სახელია) დემო ვერსია. Windows 8 რადიკალური სიახლეა ოპერაციულ სისტემებში და ის სულაც არ გავს იმ Windows-ებს რასაც გასული 25 წლის განმავლობაში ხედავდით და იყენებდით. ამიერიდან სისტემა მთლიანად ორიენტირებულია ე.წ. Touch Screen-ებზე. საქმე იმაშია რომ თუკი ასეთი [...]
როგორ დავაყენოთ WordPress? (ვტვირთავთ ფაილებს და ვაყენებთ სკრიპტს)
მაშ ასე. რაც უკვე დომენი დავარეგისტრირეთ და ჰოსტინგიც უკვე მზადაა, შეგვიძლია შევიხედოთ ჩვენს სერვერზე და დავიწყოთ საიტის ატვირთვა/ინსტალაცია. შესავალი სანამ ამას დავიწყებ მინდა ზოგადად ავხსნა რა ტიპის საიტები არსებობს და როგორ ხდება მათი განთავსება ინტერნეტ სივრცეში. საიტებს იყოფა ორ კატეგორიად. პირველი ეს არის საიტი რომელიც არის სტატიკური, დაწერილი სასურველ პროგრამირების ენაზე.ის უბრალოდ ფაილების გროვაა რომელიც [...]
BlackBerry PlayBook
კანადურმა კომპანია Research In Motion-მა (RIM) დააანონსა პლნაშეტური კომპიუტერი BlackBerry PlayBook. მოწყობილობის პრეზენტაცია შედგა BlackBerry DEVCON 2010-ის კონფერენციაზე. პროგრამულ პლატფორმად BlackBerry PlayBook-ში გამოყენებულია BlackBerry Tablet OS, რომელიც არის QNX Neutrino-ის მიკრობირთვზე POSIX-ის და OpenGL-ის სპეციფიკაციის მხარდაჭერით. მოწყობილობას აქვს Adobe Flash Player 10.1-ის, Adobe Mobile AIR-ის და Java-ის მხარდაჭერა. პლანშეტის ვებ-ბრაუზერი არის WebKit-ის ძრავაზე, რომელიც თავსებადია [...]
ახალი Apple iPod Nano
არ ვიცი ქართულ ტექ-მედიას გამორჩა ეს სიახლე თუ ჯერ კიდევ “ცინცხალი რამაა”, ფაქტი ერთია Apple-მა ახალი iPod Nano გამოუშვა! პირველ რიგში გილოცავთ ამ “წვნიანი” ფირმის ევანგელისტებს და განსაკუთრებით iPod-ის მოყვარულებს.. მიუხედავად იმისა რომ ბოლო დროს ჩემი აღფრთოვანებები Apple-ის მიმართ დაცხრა და ცოტა სკეპტიკური ხედვა გამიჩდა მათი პროდუქციის მიმართ, დღეს მაინც მინდა შემოგთავაზოთ ახალი Nano-ს მიმოხილვა.. [...]
შენ გააქვს Twitter-ი?
გავიცნოთ Twitter-ი.. მოდით დავიწყოთ თვითონ სახელწოდებიდან… სიტყვა Twitter ნიშნავს “მოჭიკჭიკე”, “მოჭღურტულე”… Twitter.com-ი იგივე Twitter-ი არის ონლაინ აპლიკაცია/სერვისი რომელიც ნაწილობრივ ბლოგია, ნაწილობრივ სოციალური ქსელი და ზოგჯერ მესენჯერის ფუნქციასაც თავისუფლად ასრულებს.
iPhone 4.0 და ანტენის პრობლემები
გააჩნია როგორ გიჭირავს! რამდენიმე დღის წინ Apple-ს CEO-მ, სტივ ჯობსმა დიდი გამბედაობით გადააბიჯა სცენაზე რომ ეპასუხა უამრავი “ჩამწველი” კითხვისათვის რომელიც iPhone 4.0 -ის და მისი ანტენის გარშემო ტრიალებდა.. მედია გადაჭედილი იყო ჭრელი სათაურებით სადაც მხოლოდ სიტყვა “ანტენა” დომინირებდა.. მოკლედ მოდით მივყვეთ ქრონოლოგიას: 24 ივნისი: Apple-მა გამოუშვა iPhone 4 iPhone 4 უკვე გაყიდვაშია და ფიქსირდება აურაცხელი [...]
QR კოდი და მისი ჯადოსნური ძალა..
უკვე არაერთ სავიზიტო ბარათს, ჭიქას, მაიკას და კიდევ რას აღარ ამშვენებს კოდი რომელიც იაპონიის წვრილთვალება თანამემამულეებმა 1994 წელს, კორპორაცია Denso-Wave-ის ხელმძღვანელობით შექმნეს. რა არის QR კოდი? QR კოდი – იგივე Quick Response კოდი სახელიდან გამომდინარე არის სწრაფად აღქმადი კოდის სტანდარტი. ჩვეულებრივი კამერისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით შესაძლებელია QR კოდს გადაუღოთ სურათი და უმალვე კოდში [...]
როგორ ვწერთ გადმოქაჩულ თამაშს/პროგრამას დისკზე…
რადგან უკვე არაერთხელ დამისვეს ეს კითხვა, დღეს სპეციალურ სტატიას შემოგთავაზებთ. არის სიტუაცია როდესაც ინტერნეტში წააწყდებით თქვენს საყვარელ თამაშს, ან სულაც სრულ პროგრამას. შეიძლება ეს იყოს ოპერაციული სისტემაც.. მაგალითად გადმოვწერეთ Windows 7. გადმოვწერეთ მაგრამ ის ერთი უცნაური ფაილია რომელიც არაფრით არ იხსნება და სინამდვილეში კი კაი გვარიანად 3-4 გბ-ს იწონის. რა ჭირად გადმოვწერეთ ნეტა? ან საერთოდ [...]







