All Entries in the "ინტერნეტი" Category
Google Chrome-ის პირველი რეკლამა
წარმოგიდგენთ Google-ის ისტორიაში პირველ ტელე-რეკლამას რომელიც მისი ახალი ბროუზერის Google Chrome-ის პოპულარიზაციისათვის შეიქმნა. მათი თქმით ამით ისინი ხელს შეუწყობენ ბროუზერის საბაზრო პოზიციების გამყარებას რადგან Net Applications-ის აპრილის მონაცემებით ბროუზერთა საბაზრო წილში Google ახალ შვილობილს მხოლოდ 1.42% ერგება როდესაც Internet Explorer(66,1%), Firefox(22,5%) და Safari(8,2%) გაცილებით მეტ პროცენტულ მაჩვენებელს ინაწილებენ.
O3D API – Google-ს სამგანზომილებიანი ინტერნეტის პროექტი
რამდენიმე წლის წინათ როდესაც ჯერ კიდევ პირველი თამაშები მუშავდებოდა სამყაროს მოევლინა პირველი სამგანზომილებიანი თამაში რომელმაც გადატრიალება მოახდინა მთელს Game ინდუსტრიაში (თუ რომელი და როგორ ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ), ამასთან წლიდან წლამდე გამოდიოდა უფრო და უფრო დახვეწილი, დეტალიზებული და რეალური გრაფიკის მქონე თამაშები, დღესდღეობით კი თამაშების სამგანზომილებიანი გრაფიკა საკმაოდ სერიოზულადაა განვითარებული და კიდევ უფრო დიდი შედეგებს [...]
კითხვა: როგორ შევქმნათ საკუთარი საიტი?
მაშ ასე ჩვენმა ერთერთმა სტუმარმა “beka”-მ დასვა შეკითხვა: როგორ შევქმნათ საკუთარი საიტი? იყო დრო როდესაც მეც ძალიან მაინტერესებდა ეს და თან არ ვიცოდი.. სწორედ მაშინ ერთი კეთილი ვებმასტერი მეგობარი მყავდა რომელსაც მართლა ტვინი შევუჭამე კითხვებით, საბოლოოდ კი იმას მივაღწიე რომ მივიღე საკმარისი საძირკველი რომ დამეწყო ამ სფეროში განვითარება. და აი დღეს სკაკუთარ ვებსაიტზე კომენტარის სახით [...]
ანტივირუსები – როგორ და რატომ
დღეს, ციფრულ ხანაში, ყველაზე აქტუალური საკუთარი სისტემისა და ინფორმაციის დაცვის პრობლემაა. ბევრისთვის უკვე უცხო არ არის ის ფაქტი, რომ კომპიუტერული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ერთი მავნე ფაილის საშუალებით სხვის პირად ცხოვრებაში ჩავყოთ ცხვირი, ვმართოთ სხვისი მანქანები, მოვიპაროთ ინფორმაცია ან თუნდაც ფული და ა.შ., ამიტომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა – როგორ დავიცვათ თავი?
ოპტიკური წყალქვეშა მაგისტრალი [ვარნა]>[ფოთი]
ქართული ინტერნეტ ბაზრის ლიდერი კომპანია „კავკასუს ონლაინი“ სულ მალე ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზარზე გასვლას გეგმავს. კომპანიამ 2006 წლის ზაფხულში „ჯორჯია ონლაინი“ და „სანეტი“ შეისყიდა ამ გარიგების შედეგად „კავკასუს ონლაინი“ ინტერნეტ – კომუნიკაციების ბაზრის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი გახდა. ძლიერმა და გაერთიანებულმა კომპანიამ აქტიურად დაიწყო მუშაობა ახალი ინტერნეტ ტექნოლოგიების დანერგვისა და პროექტების განვითარების კუთხით.
Google, Yahoo და Microsoft ინტერნეტ-მომხმარებლების უფლებებს დაიცავენ
მსხვილმა IT- კომპანიებმა ინტერნეტში მუშაობის პრინციპები ჩამოაყალიბეს. აღნიშნული პრინციპების დახმარებით Google, Yahoo და Microsoft ინტერნეტში სიტყვის თავისუფლებასა და მომხმარებლთა კონფიდენციალური მონაცემების დაცვას აპირებენ. ამ წესების შემუშავებაში კომპანიების წარმომადგნელბეთან ერთად მონაწილეობას ინვესტორები, მეცნიერები და ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებიც იღებდნენ.
როგორ დავწეროთ ♪♫♥♠♣♦… ასეთი სიმბოლოები? (ნაწილი I)
ალბათ ბევრჯერ გინახავთ ლამაზი სიმბოლოები სხვების სახელებზე (ID, ნიკზე და სხვ.) სხვადასხვა სოციალურ პროექტში, მესენჯერში, ან თუნდაც ვინმეს პროფილში რომელიმე საიტზე. ალბათ გდომებიათ თქვენც გქონოდათ ასეთი, მაგრამ გამოსავალი მხოლოდ ის იყო რომ მისი სახელიდან გადმოგეკოპირებინათ ეს სიმბოლოები. არ გაგჩენიათ კიტხვა საიდან ასეთი სიმბოლოები, ან ნეტა სხვანაირის ნახვა თუ შეიძლება? მოკლედ დღეს წარმოგიდგენთ პატარა სტატიას თუ [...]
Google Sketchup easy-to-use 3D modelling
Google SketchUp ეს არის ადვილად გამოსაყენებელი 3D მოდელირების პროგრამა რომელიც საშუალებას გაძლევთ რამდენიმე მარტივი იარაღის გამოყენებით შექმნათ სახლების, ფარდულების და სხვა შენობების 3D მოდელები. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ტექსტურები, შუშები და სხვა დეტალები თქვენს მიერ შექმნილ მოდელებს. ამის მერე თქვენს მიერ შექმნილი მოდელები შეგიძლიათ განათავსოთ Google Earth-ში.
ცოტა რამ DSL ინტერნეტის შესახებ
DSL ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. 1993 წელს ამერიკის ავტომატურ სატელეფონო სადგურებში (ასს) მას პირველი აბონენტები გაუჩნდა. მსოფლიო მასშატბით აღიარება DSL ტექნილიგიამ 1998 წლიდან ჰპოვა.
ინტერნეტ ოქმი ანუ ცოტა რამ ინტერნეტ კავშირის შესახებ
IP (Internet Protocol— ქსელთაშორისი ოქმი) მარშრუტიზაცია ქსელური ოქმი, საფუძველი TCP/IP ოქმების სტეკი IP ოქმი (RFC 791) გამოიყენება ქსელის ერთი ჰოსტიდან მეორეზე მონაცემთა არასანდო (პაკეტებად დაყოფილად) გადასაცემად. ეს ნიშნავს, რომ ამ ოქმის დონეზე მონაცემთა დანიშნულებამდე უცვლელად მისვლის გარანტია არ არსებობს. პაკეტები შეიძლება თავდაპირველი თანმიმდევრობით არ მივიდნენ, დაზიანდნენ ან საერთოდ დაიკარგონ. საიმედოობის გარანტიას იძლევა ისეთი სატრანსპორტო [...]







