All Entries in the "მეცნიერება" Category
ნივთიერების მეექვსე მდგომარეობა – ანტინივთიერება და ეპიპლაზმა
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტი ენერგიაა ნივთიერებაში, მით უფრო უჩვეულო მდგომარეობებს იღებს ეს ნივთირება. საინტერესოა, რა მოხდება ენერგიის ყველაზე მაღალი სიმკვრივის დროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთ პირობებში ნაწილაკების ყოველი შეჯახება წყვილს წარმოშობს. ყოველი ასეთი წყვილი უნდა შედგებოდეს ნაწილაკისა და ანტინაწილაკისაგან, რომლებიც ერთმანეთს ისე ჰგვანან, როგორც საგანი თავის სარკულ გამოსახულებას, მაგრამ თუ მათ მუხტი აქვთ, [...]
ანალემა
მზის საათის მფლობელებმა კარგად იციან, რომ წელიწადის განმავლობაში მზე ცაზე ”რვიანს” შემოწერს. ამ წირს ანალემა (მზის საათის ზოდიაქური წრე) ეწოდება და მას მზის საათის ციფერბლატზე გამოსახავენ, რომ ცის სფეროზე მზის არათანაბარი მოძაობით გამოწვეული მზისმიერი დროის შესწორება (ე. წ. დროის განტოლება) გაითვალისწინონ. ძველ დროში ანალემას გლობუსებზეც გამოსახავდნენ, მაგრამ დროის განსაზღვრის თანამედროვე მეთოდები ამის საჭიროებას აღარ მოითხოვენ.
ოპტიკური წყალქვეშა მაგისტრალი [ვარნა]>[ფოთი]
ქართული ინტერნეტ ბაზრის ლიდერი კომპანია „კავკასუს ონლაინი“ სულ მალე ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზარზე გასვლას გეგმავს. კომპანიამ 2006 წლის ზაფხულში „ჯორჯია ონლაინი“ და „სანეტი“ შეისყიდა ამ გარიგების შედეგად „კავკასუს ონლაინი“ ინტერნეტ – კომუნიკაციების ბაზრის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი გახდა. ძლიერმა და გაერთიანებულმა კომპანიამ აქტიურად დაიწყო მუშაობა ახალი ინტერნეტ ტექნოლოგიების დანერგვისა და პროექტების განვითარების კუთხით.
ნივთიერების მეხუთე, ნეიტრონული მდგომარეობა
ჩვენს გარემომცველ ბუნებაში ნივთიერების ოთხი მგომარეობა გვხვდება, მაგრამ შესაძლებელია ნივთიერების სხვა მდგომარეობაც. მეცნიერები როგორც ამბობენ, თეორეტიკოსების კალმის წვერზეა აღმოჩენილი. საბჭოთა ფიზიკოსმა ლ.ლანდაუმ იწინასწარმეტყველა თუ ნივთიერებას დიდი სიმკვრივე ახასიათებს, მაშინ ელექტრონები ბირთვების პროტონებში ჩაიზიდება. ბირთვში ყველა ნუკლონი(ნუკლონი_პროტონები და ნეიტრონები) ნეიტრონებად გადაიქცევა და ნივთიერება ნეიტრონულ მდგომარეობაში გადავა. ამ დროს ნივთიერების სიმკვრივე ასეულ მილიარდჯერ გადიდდება. ზოგჯერ ასტრონომები აკვირდებიან [...]







