როგორც გაზეთი “ნავიგატორი” იუწყება, ამერიკის შეერთებულ შტატებში iPad-ის გაყიდვების მაჩვენებელმა რეკორდულ შედეგს მიაღწია. ოფიციალური მონაცემების თანახმად, კომპანია Apple-მა პირველივე დღეს 600 000-დან 700 000-მდე მოწყობილბა გაყიდა. ჯერჯერობით ამერიკის შეერთებული შტატების გარდა iPad არსად იყიდება. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, კანადასა და ავსტრალიაში მისი ოფიციალური გაყიდვები აპრილის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. კომპანია Apple–ში აცხადებენ, რომ iPad–ის მომხმარებლისთვის მილიონზე მეტი პროგრამა და 250 ათასამდე ელექტრონული წიგნი იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება iPad-ის საბაზრო ღირებულებას, მისი ფასი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე 499–დან 829 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს.

რას იტყვით? თქვენც ხომ არ გყავთ უკვე გარშემო ისეთი ადამიანი ვინც ამ მოწყობილობას ფლობს? : )

Comments

comments

5 კომენტარი
  1. მართლა მომეწონა ეს პროდუქტი , ყიდვა მინდა მარა ფული …

  2. dzann magaria rogorcki shemova viyidi da savaraudod rodis shemova???? chemi skype zuriko_44 magaria all

კომენტარები დახურულია