დამეთანხმებით ალბათ რთული პროცედურაა თქვენი ვებ-პროექტისათვის ფონის შერჩევა, თანაც ისეთის რომ არც თვალი დაღალოს და შემოქმედებითობაც შესძინოს საიტს. ამ მოკლე პოსტში ვებ-დიზაინერებისათვის მექნება რჩევა ორი ლინკის სახით.

პირველი ვებსაიტის ლინკი გახლავთ http://patterns.ava7.com რომელიც დაგეხმარებათ აირჩიოთ სასურველი ტექსტურა როგორც ფერების, ასევე ფორმების ვარირებით.

ასევე საიტზე შეგიძლიათ პირდაპირვე მოარგოთ თავად საიტს არჩეული ტექსტურა

http://patterns.ava7.com

მეორე ლინკზე არსებული ვებსაიტი მოგაწვდით შედარებით დახვეწილი სტილის ტექსტურებს. საიტის მისამართია http://subtlepatterns.com/.

აქაც თავისუფლად შეგიძლიათ მოარგოთ შერჩეული ტექსტურა თავად საიტს.

subtle

იმედია გამოგადგებათ ორივე სერვისი. შეიძლება თავადაც გაქვთ მსგავსი სერვისები არჩეული ან ერთხელ მაინც გამოყენებული, ამიტომ გვირჩიეთ კომენტარებში თუ სხვა საინტერესო ალტერნატივებიც მოგეპოვებათ ხელთ.

ველი საინტერესო ლინკებს!

Comments

comments

5 კომენტარი
  1. არაფერს, კვლავ გვეწვიეთ 🙂

კომენტარები დახურულია