Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


კითხვა: როგორ შევქმნათ საკუთარი საიტი?

მაშ ასე ჩვენმა ერთერთმა სტუმარმა “beka”-მ დასვა შეკითხვა: როგორ შევქმნათ საკუთარი საიტი? იყო დრო როდესაც მეც ძალიან მაინტერესებდა ეს და თან არ ვიცოდი.. სწორედ მაშინ ერთი კეთილი ვებმასტერი მეგობარი მყავდა რომელსაც მართლა ტვინი შევუჭამე კითხვებით,  საბოლოოდ კი იმას მივაღწიე რომ მივიღე საკმარისი საძირკველი რომ დამეწყო ამ სფეროში განვითარება. და აი დღეს სკაკუთარ ვებსაიტზე კომენტარის სახით კიდევ ერთი ახალბედა ცდილობს გაიგოს როგორ შექმნას საკუთარი ვებ-საიტი და უკვე მაქვს პატივი რომ ჩემი ცოდნა სხვასაც გავუზიარო…

დღესდღეობით არის დრო როდესაც უკვე საკუთარი ვებსაიტით ვეღარავის გააკვირვებ თუმცა მაინც შეიძლება შექმნა ისეთი განსაკუთრებული და გამორჩეული ვებვერდი რომელიც სხვებისგან რაიმე ორიგინალობით მოიპოვებს უპირატესობას და ინტერნეტ მომხმარებლებში აღიარებული იქნება ისე როგორც “მმაგარი საიტი”. არსებობს ათასგვარი სახეობის ვეგვერდები: ბლოგები, კორპორატიული, ელ-მაღაზიები, ვარეზები, ბიბლიოთეკები, საძიებო სისტემები, პორნო საიტები, ვიდეოპორტალები, მუსიკალური საიტები და ა.შ. სამწუხაროდ ქართული ვებ სივრცე წარღვნილია ვარეზებით და პორნოებით, თუმცა ალბათ ეს არც მოხდებოდა ხალხს რომ არ მოსწონდეს ასეთი ტიპის ინფორმაცია..

თუმცა ინტერნეტი მარტო საქართველოთი არ შემოისაზღვრება და არის გლობალური ინტერნეტი რომელშიც მილიარდობით ვებვერდია..  ისინი ათასობით სხვადასხვა ტიპისაა და დატვირთულია აუარებელი ინფორმაციით რომელიც დღეს ასე საჭიროა.

ეს ზოგადად ვებსივრცის მიმოხილვა..

ახლა კი უშუალოდ ვებგვერდის შექმნის პროცესი.

იმისათვის რომ დაიწყოთ საკუთარი ვებგვერდის დაპროექტება უნდა გაიაროთ გარკვეული ეტაპები..

1. ჯერ იწყებ იმით თუ რა სახის ვებგვერდი იქნება, რა ინფორმაცია განთავსდება მასზე, რა ტიპის ხალხზე იქნება გათვლილი და რა სახელი ერქმევა თავად ვებგვერდს. მაგალითად მე როდესაც PCMania-ს შექმნა დავიწყე გავთვალე ის რომ ჩემი ვებგვერდი იქნებოდა შემეცნებითი სახის, განვათავსებდი ყველანაირ ინფორმაციას კომპიუტერების და მაღალი ტექნოლოგიების, მეცნიერების და საინფორმაციო სამყაროს შესახებ. ჩემი ვებგვერდი გათვლილი იქნებოდა კომპიუტერული ტექნოლოგიებით, ახალი ტექნიკით და გამოგონებებით დაინტერესებული ადამიანებისათვის. ვინაიდან და რადგანაც ვიცი რომ კომპიუტერის მომხმარებელთა უმრავლესობა თავიანთ პიპიებთან ყოველდღე კატასროფული დროით ზიან და ეს უკვე მანიაშიც გადაეზარდათ ამიტომ ჩემს ვებგვერდსაც დავარქვი მსგავსი სახელი PC Mania – Personal Computer Mania.

2. ამის შემდეგ საჭიროა მოიფიქრო საიტის მისამართი, მაგალითად www.PCMania.ge, სურვილის შესაბამისად ირჩევ პირველი დონის დომენს ანუ *.ge *.com *.ru *.org *.info და ა.შ. ყველა დომენს თავისი შესაბამისი მნიშვნელობა აქვს რომლის სრულად ნახვაც აქ შეგიძლია. დომენები გარკვეული ფასები ღირს.. როგორც წესი  .com-ი დაახლოებით 8-9 მარადმწვანე დოლარი წელიწადში, .ge დომენი 30 ლარი წელიწადში და ა.შ. ფასებს გაარკვევ რეგისტრაციისას.

3. მას შემდეგ რაც დომენს აირჩევ უნდა მოახდინო მისი რეგისტრაცია შესაბამის ადგილას , მაგალითად *.ge-ს კავკასუს ონლაინშიც არეგისტრირებენ ან იყენებ ამ საიტს http://www.registration.ge;  *.com-ის და სხვა რამდენიმე დომენის რეგისტრაცია აქ შეგიძლია http://godaddy.com

4. დომენის არჩევის შემდეგ ირჩევ ჰოსტინგს ანუ ვებ სივრცეს სადაც შენს ვებგვერდს განათავსებ. თუ გაინტერესებს როგორ აარჩიო ჰოსტი იხილე ეს სტატია. წესით დომენის შეძენისას იქვე გთავაზობენ ჰოსტინგსაც რომელსაც ფასისა და პირობების მიხედვით არჩევ.

5.  მას შემდეგ რაც გაამზადებ ინტერნეტ სივრცეს და დომენს, იწყებ საიტის განთავსებას ინტერნეტში. იმისათვის რომ შენთვითონ დაწერო შენი საიტის პროგრამული მხარე, ანუ ააწყო საკუთარი საიტის კონსტრუქცია აუცილებლად საჭიროა იცოდე ვებ-პროგრამიერების ენები როგორიცაა Html, PHP, MySQL და ა.შ.  თუმცა ეს უფრო კომპანიებს სჭირდებათ როდესაც ისინი ინდივიდუალური ტიპის საიტებს აწყობენ. ხოლო ჩვენ ჩვეულებრივი მოკვდავი ადმინები ვიყენებთ სხვა ვებ-პროგრამისტების მიერ უკვე გამზადებულ, ცხელცხელ ვეგვერდის კონსტრუქციებს, სისტემებს რომლებსაც ვებ-სკრიპტები ეწოდება.


ვებ-სკრიპტების ერთერთი სახეობაა СMS (Content Managment System) რომელიც საშუალებას გაძლევს შენს ვებგვერდზე აწარმოო ყოველდღიური ინფორმაციის განახლება, ჩასწორება, წაშლა-დამატება ანუ კონტენტის სრული დინამიური მართვა. СMS-ი აყენია ყველა ჩვენს საყვარელ ვარეზზე და ა.შ. მათ შორის იმ ვებგვერდზეც რომელზედაც ახლა ამ სტატიას კითხულობ. არსებობს სხვადასხვა კომპანიების მიერ შექმნილი  СMS სკრიპტები რომელთა არჩევანი მრავალფეროვანია. დაწყებული ბლოგის სკრიპტებიდან დამთავრებული ფორუმის სკრიპტებით. იმისდა შესაბამისად თუ შენ რა ტიპის საიტს აკეთებ ირჩევ სკრიპტს რომელსაც შემდეგ შენს ვებგვერდზე დააყენებ. გთავაზობ სხვადასხვა ბლოგის სტილის СMS სკრიპტების ჩამონათვალს: WordPress, DLE, PHPfusion, PHPnuke, Joomla!, Moodle და ა.შ. აქედან ყველაზე პოპულარულებია: DLE, WordPress და Joomla!. მათი გადმოწერა თითქმის ყოველი 2 ვარეზიდან შეგიძლია.

6. სკრიპტის არჩევის შემდეგ იწყებ სკრიპტის ატვირთვას და ინსტალაციას შენს სერვერზე. სერვერის ყველა საჭირო მონაცემებს გაძლევენ მას შემდეგ რაც შეიძელნ ჰოსტინგს ანუ ვებ-სივრცეს. ვებსივრცის შეძენის შემდეგ გეძლევა სპეციაული FTP სერვერი რომელსაც უკავშირდები შენი კომპიუტერით და მასზე ტვირთავ ფაილებს. მას მერე რაც  შენს FTP სერვერზე ატვირთავ შენს მიერ არჩეულ სკრიპტს იწყებ მის ინსტალაციას რომლის ინსტრუქცია წესით სკრიპტს უნდა მოჰყვეს. როგორც წესი პოპულარულ  СMS ვებ-სკრიპტებს მოყვება ავტომატური ინსტალაციის სიტემა,  მხოლოდ მთავარია მიუთითო სწორი პარამეტრები და მონაცემთა ბაზების და ა.შ. ინსტალაცია თავისით მოხდება.

7. სკრიპტის დაყენების შემდეგ შედიხარ შენს ადმინისტრატორის განყოფილებაში და იწყებ საიტის კონფიგურირებას. მას შემდეგ რაც შეარჩევ სასურველ დიზაინს და ა.შ. იწყებ სიახლეების და საერთოდ ინფორმაციის განთავსებას მასზე. შედეგად შენც კმაყოფილი ხარ და შენი მომხმარებლებიც ;)

მართალია საიტის შექმნის პროცესი ზედაპირულად განვიხილე მაგრამ საერთო ჯამში იმედია პრინციპი გასაგებია. საქმე ძალიან გიადვილდება მაშინ როდესაც ცოტა მაინც იცი ვებ-პროგრამირება და მარტივი სკრიპტების წერა. ასევე საჭიროა პრაქტიკა სერვერებთან მუშაობის ამბავში.

პირდაპირ ზუსტად ახსნა ის თუ როგორ გააკეთო საიტი ცოტა ძნელია. ეს იგივეა არქიტექტორებს რომ სთხოვო გასწავლონ როგორ ააშენო სახლი. ამისათვის ხომ საჭიროა იცოდე როგორი ტიპის სახლის გინდა, სად უნდა დადგა ეს სახლი, რა მასალით უნდა ააშენო და არქიტექტურულად როგორ გათვალო. ყველაფერი ამისთვის კი სულ მინიმუმ მშენებელი და საშუალოდ გეომეტრიის კარგად მცოდნე განათლებული არქიტექტორი უნდა იყო. ასე რომ ჯობია ჯერ აშენებული სახლები შეათვალიერო და შენთვის ცალკე დაარეგისტრირო პატარა ბინა რომელიმე დიდ კორპუსში. ანუ ვგულისხმობ იმას რომ პირდაპირი საკუთარი საიტის კეთება არ დაიწყო და ჯერ სხვა უფასო ვებსაიტებზე რეგისტრაციით დაამუღამო ადმინობა.

მაგალითად შეგიძლია საკუთარი საიტი დაარეგისტრირო თუნდაც: http://wordpress.com-ზე ან    http://blogspot.com-ზე, ორივე ბლოგის სტილის საიტებია და საშუალებას გაძლევენ ამ საიტებზე გახსნა შენი საკუთარი ბლოგი სადაც ინორმაციის განთავსებასაც დაამუღამებ. მაგალითად შეგიძლია დარეგისტრირდე და გააკეთო მსამართი: http://сhemiblogi.wordpress.com -ეს იქნება შენი საიტის მისამართი სადაც განათავსებ შენთვის სასურველ ინფოს ხოლო მას შემდეგ რაც დაამუღამებ რეგისტრაციებს და ადმინობას ნელნელა გადახვალ ვებ პროგრამირებაზეც და საბოლოოდ შეიძლება ისეც ქნა რო საკუთარი სკრიპტები წეო თავისივე ორგინალური დიზაინებით ;)

ეს ყველაფერი ზედაპირული განხილვა იყო… ახლა კი ვისაც უფრო დაწვრილებით აინტერესებს ყველაფერი, და დეტალურად უნდა რომ გაერკვეს საიტის შექმნის პროცესსში ვურჩევ ჩვენი სტატიების ციკლს: საკუთარი საიტი საკუთარი ხელებით!

წარმატებებს გისურვებთ ყველას.. დიადი ვებმასტერები დამდგარიყოს ყველა მსურველი თქვენთაგანიდან :) რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ სხვა მსურველებსაც აუწყოთ ჩვენი ვებგვერდის არსებობის შესახებ :)

PCMania.ge !

ავტორი: DEVI

Filed Under: ელ. წიგნებივებ-დიზაინიინტერნეტიმკითხველის-კითხვებირჩევები★ Articles

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


შემთხვევითი პოსტები

RSSComments (89)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. anku says:

    miyvars chemi saiti

  2. ილია says:

    მართალია ზედაპირული იყო მაგრამ ძალიან საჭირო.შედარება მომეწონა ყველაზე მეტად არქიტექტორის შესახებ.ყოჩაღ დევი,ჭკვიანი ბიჭი ხარ!ხომ ვერ დამეხმარებოდით ვორდპრესსზე,კერძოდ ჩემს ბლოგზე უკვე არსებული ერთი მომხმარებლის გარდა (ანუ მე) თუ შეიძლებ სხვაც დარეგისტრირდეს და დაამატოს სიახლეები?

  3. Luka says:

    vaimee vaime skypeshi daamate tore gcem :D :D luka_speed1

  4. :) says:

    ici ra mainteresebs sul domenic hostingiic yvelaferi ra jdeba? da romel saitze sheidzleba shevidzino com hostingi. mag : host.ge 5 lariani paketi rom viyido tveshi 5 l unda vixado da morcha tu domenze calke da ragac? gtxom momwereeee

  5. TATA says:

    SHEGIDZLIAT TU ARA ROM ES KVELAPERI VIDEOTI GVANAXOT,

  6. [...] როგორ შევქმნათ საკუთარი საიტი? [...]

  7. ბექა says:

    minda vtqkva ramodenime ram gavige am saitidan.da dzalian momecona es saiti

  8. tamo says:

    devi xom ver damexmarebit piradad sakutari veb-saitis sheqmnashi?

  9. noe says:

    es yvelaferi ki vicodi magram ise sainteresod ewera shig shevyevi kitxxvas

  10. ani_nata says:

    chveni sakutari veb saitiiii

  11. nino says:

    video dade raaa

  12. anii says:

    au ra mainteresebs sheidzleba suleluri kitxvaa magram tu gadaixdi magalitad 30 lars nu gasagebia rom sheidzleba popularuli blogi gkondes magram im facebookis shemkmnelma am gverdit amdeni tanxa rogor ishova :D :D sargebels ras mivixebt :D :D

    • DEVI says:

      Facebook-ის შემქნელებს ყავთ რამდენიმე მილიარდიანი აუდიტორია ანუ ვიზიტორი, ამიტომ ფეისბუქზე დადებული რეკლამების უდიდესი წილი შესდით მათ, ამავდროულად რადგან გიგანტური კომპანიაა მისი აქციები ბაზარზე კარგად მუშაობს რაც კიდევ უფრო ზრდის მათ შემოსავალს.

  13. giorgi says:

    ukacravad godaddy.com ze daregistrirebis dros itxovs ZIP cods da shegidzliat mitxrat zip codi ra aris?

  14. nika says:

    me minda saiti gavaketo

  15. nika says:

    me miyvars es saqme da chemi saiti

  16. gio says:

    me minda saitis gaketeba

  17. gio says:

    DAMEXMARE GTXOV ROGOR GAVAKETO CHEMI SAITI

  18. zura says:

    გამარჯობათ მე მაქვს კომპანიის საიტი http://telindustry.ge/ და ვიყენებ joomia 1.5.24 ვერისას და რომ განვაახლო 1.7.2-ზე webhost-ზე უნდა იყოს 
    “requirements for Joomla 1.7.
    Apache: v2.x
    Microsoft IIS:
    v7 PHP: v5.2.4 +
    MySQL:v5.0.4+” 
    მაგრამ ძველი ვერსიებია რას მირჩევთ როგორ დავუკავშირდე და განვაახლებინო იგი? :)

  19. Nightwish says:

    au ver gavige es Joomia wordpress da ragaceebi ristvisaa? anu tqveni saiti am programebitaa dawerili da ar dagiweriat HTML, PHP, CSS shi tqvenit script i?:|

    • DEVI says:

      ეს უკვე დაწერილია მაგ ენებში და ჩვენ გამზადებული სახით გვაქვს აღებული :)

  20. luka says:

    აქ რაც იქნება თქვენთვის იქნება

  21. juba says:

    sagol sagol unamuso viyo kargad gaq axsnili

შეკითხვები სტატიასთან დაკავშირებით დასვით ჩვენს ფორუმზე!
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!

დატოვეთ თქვენი კომენტარი