
კითხვა: როგორ შევქმნათ საკუთარი საიტი?
DEVI | Jan 07, 2009 | Comments 94
მაშ ასე ჩვენმა ერთერთმა სტუმარმა “beka”-მ დასვა შეკითხვა: როგორ შევქმნათ საკუთარი საიტი? იყო დრო როდესაც მეც ძალიან მაინტერესებდა ეს და თან არ ვიცოდი.. სწორედ მაშინ ერთი კეთილი ვებმასტერი მეგობარი მყავდა რომელსაც მართლა ტვინი შევუჭამე კითხვებით, საბოლოოდ კი იმას მივაღწიე რომ მივიღე საკმარისი საძირკველი რომ დამეწყო ამ სფეროში განვითარება. და აი დღეს სკაკუთარ ვებსაიტზე კომენტარის სახით კიდევ ერთი ახალბედა ცდილობს გაიგოს როგორ შექმნას საკუთარი ვებ-საიტი და უკვე მაქვს პატივი რომ ჩემი ცოდნა სხვასაც გავუზიარო…

დღესდღეობით არის დრო როდესაც უკვე საკუთარი ვებსაიტით ვეღარავის გააკვირვებ თუმცა მაინც შეიძლება შექმნა ისეთი განსაკუთრებული და გამორჩეული ვებვერდი რომელიც სხვებისგან რაიმე ორიგინალობით მოიპოვებს უპირატესობას და ინტერნეტ მომხმარებლებში აღიარებული იქნება ისე როგორც “მმაგარი საიტი”. არსებობს ათასგვარი სახეობის ვეგვერდები: ბლოგები, კორპორატიული, ელ-მაღაზიები, ვარეზები, ბიბლიოთეკები, საძიებო სისტემები, პორნო საიტები, ვიდეოპორტალები, მუსიკალური საიტები და ა.შ. სამწუხაროდ ქართული ვებ სივრცე წარღვნილია ვარეზებით და პორნოებით, თუმცა ალბათ ეს არც მოხდებოდა ხალხს რომ არ მოსწონდეს ასეთი ტიპის ინფორმაცია..
თუმცა ინტერნეტი მარტო საქართველოთი არ შემოისაზღვრება და არის გლობალური ინტერნეტი რომელშიც მილიარდობით ვებვერდია.. ისინი ათასობით სხვადასხვა ტიპისაა და დატვირთულია აუარებელი ინფორმაციით რომელიც დღეს ასე საჭიროა.
ეს ზოგადად ვებსივრცის მიმოხილვა..
ახლა კი უშუალოდ ვებგვერდის შექმნის პროცესი.
იმისათვის რომ დაიწყოთ საკუთარი ვებგვერდის დაპროექტება უნდა გაიაროთ გარკვეული ეტაპები..
1. ჯერ იწყებ იმით თუ რა სახის ვებგვერდი იქნება, რა ინფორმაცია განთავსდება მასზე, რა ტიპის ხალხზე იქნება გათვლილი და რა სახელი ერქმევა თავად ვებგვერდს. მაგალითად მე როდესაც PCMania-ს შექმნა დავიწყე გავთვალე ის რომ ჩემი ვებგვერდი იქნებოდა შემეცნებითი სახის, განვათავსებდი ყველანაირ ინფორმაციას კომპიუტერების და მაღალი ტექნოლოგიების, მეცნიერების და საინფორმაციო სამყაროს შესახებ. ჩემი ვებგვერდი გათვლილი იქნებოდა კომპიუტერული ტექნოლოგიებით, ახალი ტექნიკით და გამოგონებებით დაინტერესებული ადამიანებისათვის. ვინაიდან და რადგანაც ვიცი რომ კომპიუტერის მომხმარებელთა უმრავლესობა თავიანთ პიპიებთან ყოველდღე კატასროფული დროით ზიან და ეს უკვე მანიაშიც გადაეზარდათ ამიტომ ჩემს ვებგვერდსაც დავარქვი მსგავსი სახელი PC Mania – Personal Computer Mania.

2. ამის შემდეგ საჭიროა მოიფიქრო საიტის მისამართი, მაგალითად www.PCMania.ge, სურვილის შესაბამისად ირჩევ პირველი დონის დომენს ანუ *.ge *.com *.ru *.org *.info და ა.შ. ყველა დომენს თავისი შესაბამისი მნიშვნელობა აქვს რომლის სრულად ნახვაც აქ შეგიძლია. დომენები გარკვეული ფასები ღირს.. როგორც წესი .com-ი დაახლოებით 8-9 მარადმწვანე დოლარი წელიწადში, .ge დომენი 30 ლარი წელიწადში და ა.შ. ფასებს გაარკვევ რეგისტრაციისას.

3. მას შემდეგ რაც დომენს აირჩევ უნდა მოახდინო მისი რეგისტრაცია შესაბამის ადგილას , მაგალითად *.ge-ს კავკასუს ონლაინშიც არეგისტრირებენ ან იყენებ ამ საიტს http://www.registration.ge; *.com-ის და სხვა რამდენიმე დომენის რეგისტრაცია აქ შეგიძლია http://godaddy.com


4. დომენის არჩევის შემდეგ ირჩევ ჰოსტინგს ანუ ვებ სივრცეს სადაც შენს ვებგვერდს განათავსებ. თუ გაინტერესებს როგორ აარჩიო ჰოსტი იხილე ეს სტატია. წესით დომენის შეძენისას იქვე გთავაზობენ ჰოსტინგსაც რომელსაც ფასისა და პირობების მიხედვით არჩევ.

5. მას შემდეგ რაც გაამზადებ ინტერნეტ სივრცეს და დომენს, იწყებ საიტის განთავსებას ინტერნეტში. იმისათვის რომ შენთვითონ დაწერო შენი საიტის პროგრამული მხარე, ანუ ააწყო საკუთარი საიტის კონსტრუქცია აუცილებლად საჭიროა იცოდე ვებ-პროგრამიერების ენები როგორიცაა Html, PHP, MySQL და ა.შ. თუმცა ეს უფრო კომპანიებს სჭირდებათ როდესაც ისინი ინდივიდუალური ტიპის საიტებს აწყობენ. ხოლო ჩვენ ჩვეულებრივი მოკვდავი ადმინები ვიყენებთ სხვა ვებ-პროგრამისტების მიერ უკვე გამზადებულ, ცხელცხელ ვეგვერდის კონსტრუქციებს, სისტემებს რომლებსაც ვებ-სკრიპტები ეწოდება.

ვებ-სკრიპტების ერთერთი სახეობაა СMS (Content Managment System) რომელიც საშუალებას გაძლევს შენს ვებგვერდზე აწარმოო ყოველდღიური ინფორმაციის განახლება, ჩასწორება, წაშლა-დამატება ანუ კონტენტის სრული დინამიური მართვა. СMS-ი აყენია ყველა ჩვენს საყვარელ ვარეზზე და ა.შ. მათ შორის იმ ვებგვერდზეც რომელზედაც ახლა ამ სტატიას კითხულობ. არსებობს სხვადასხვა კომპანიების მიერ შექმნილი СMS სკრიპტები რომელთა არჩევანი მრავალფეროვანია. დაწყებული ბლოგის სკრიპტებიდან დამთავრებული ფორუმის სკრიპტებით. იმისდა შესაბამისად თუ შენ რა ტიპის საიტს აკეთებ ირჩევ სკრიპტს რომელსაც შემდეგ შენს ვებგვერდზე დააყენებ. გთავაზობ სხვადასხვა ბლოგის სტილის СMS სკრიპტების ჩამონათვალს: WordPress, DLE, PHPfusion, PHPnuke, Joomla!, Moodle და ა.შ. აქედან ყველაზე პოპულარულებია: DLE, WordPress და Joomla!. მათი გადმოწერა თითქმის ყოველი 2 ვარეზიდან შეგიძლია.

6. სკრიპტის არჩევის შემდეგ იწყებ სკრიპტის ატვირთვას და ინსტალაციას შენს სერვერზე. სერვერის ყველა საჭირო მონაცემებს გაძლევენ მას შემდეგ რაც შეიძელნ ჰოსტინგს ანუ ვებ-სივრცეს. ვებსივრცის შეძენის შემდეგ გეძლევა სპეციაული FTP სერვერი რომელსაც უკავშირდები შენი კომპიუტერით და მასზე ტვირთავ ფაილებს. მას მერე რაც შენს FTP სერვერზე ატვირთავ შენს მიერ არჩეულ სკრიპტს იწყებ მის ინსტალაციას რომლის ინსტრუქცია წესით სკრიპტს უნდა მოჰყვეს. როგორც წესი პოპულარულ СMS ვებ-სკრიპტებს მოყვება ავტომატური ინსტალაციის სიტემა, მხოლოდ მთავარია მიუთითო სწორი პარამეტრები და მონაცემთა ბაზების და ა.შ. ინსტალაცია თავისით მოხდება.

7. სკრიპტის დაყენების შემდეგ შედიხარ შენს ადმინისტრატორის განყოფილებაში და იწყებ საიტის კონფიგურირებას. მას შემდეგ რაც შეარჩევ სასურველ დიზაინს და ა.შ. იწყებ სიახლეების და საერთოდ ინფორმაციის განთავსებას მასზე. შედეგად შენც კმაყოფილი ხარ და შენი მომხმარებლებიც
![]()
მართალია საიტის შექმნის პროცესი ზედაპირულად განვიხილე მაგრამ საერთო ჯამში იმედია პრინციპი გასაგებია. საქმე ძალიან გიადვილდება მაშინ როდესაც ცოტა მაინც იცი ვებ-პროგრამირება და მარტივი სკრიპტების წერა. ასევე საჭიროა პრაქტიკა სერვერებთან მუშაობის ამბავში.
პირდაპირ ზუსტად ახსნა ის თუ როგორ გააკეთო საიტი ცოტა ძნელია. ეს იგივეა არქიტექტორებს რომ სთხოვო გასწავლონ როგორ ააშენო სახლი. ამისათვის ხომ საჭიროა იცოდე როგორი ტიპის სახლის გინდა, სად უნდა დადგა ეს სახლი, რა მასალით უნდა ააშენო და არქიტექტურულად როგორ გათვალო. ყველაფერი ამისთვის კი სულ მინიმუმ მშენებელი და საშუალოდ გეომეტრიის კარგად მცოდნე განათლებული არქიტექტორი უნდა იყო. ასე რომ ჯობია ჯერ აშენებული სახლები შეათვალიერო და შენთვის ცალკე დაარეგისტრირო პატარა ბინა რომელიმე დიდ კორპუსში. ანუ ვგულისხმობ იმას რომ პირდაპირი საკუთარი საიტის კეთება არ დაიწყო და ჯერ სხვა უფასო ვებსაიტებზე რეგისტრაციით დაამუღამო ადმინობა.
![]()
მაგალითად შეგიძლია საკუთარი საიტი დაარეგისტრირო თუნდაც: http://wordpress.com-ზე ან http://blogspot.com-ზე, ორივე ბლოგის სტილის საიტებია და საშუალებას გაძლევენ ამ საიტებზე გახსნა შენი საკუთარი ბლოგი სადაც ინორმაციის განთავსებასაც დაამუღამებ. მაგალითად შეგიძლია დარეგისტრირდე და გააკეთო მსამართი: http://сhemiblogi.wordpress.com -ეს იქნება შენი საიტის მისამართი სადაც განათავსებ შენთვის სასურველ ინფოს ხოლო მას შემდეგ რაც დაამუღამებ რეგისტრაციებს და ადმინობას ნელნელა გადახვალ ვებ პროგრამირებაზეც და საბოლოოდ შეიძლება ისეც ქნა რო საკუთარი სკრიპტები წეო თავისივე ორგინალური დიზაინებით

ეს ყველაფერი ზედაპირული განხილვა იყო… ახლა კი ვისაც უფრო დაწვრილებით აინტერესებს ყველაფერი, და დეტალურად უნდა რომ გაერკვეს საიტის შექმნის პროცესსში ვურჩევ ჩვენი სტატიების ციკლს: საკუთარი საიტი საკუთარი ხელებით!
წარმატებებს გისურვებთ ყველას.. დიადი ვებმასტერები დამდგარიყოს ყველა მსურველი თქვენთაგანიდან
რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ სხვა მსურველებსაც აუწყოთ ჩვენი ვებგვერდის არსებობის შესახებ
PCMania.ge !
ავტორი: DEVI
Filed Under: ელ. წიგნები • ვებ-დიზაინი • ინტერნეტი • მკითხველის-კითხვები • რჩევები • ★ Articles
About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები
Comments (94)
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!








vagiareb rom aseti saiti schirdeba saqartvelos da admin dalian magari kaci xar sagolllllll
eeeeeee rogor gvaketo
jer ar camikitxavs mara madloba ro ar gitxra zma ar shemizlia!!!!!gaixare!!!martla magari saitia!!!
jigari xar!!!
cota ragaceebi ver gavige mara zneli ar unda iyos!!!dgeidan yvela chem nacnobs ecodineba am saitis shesaxeb
au zma skypes gasatex romelime programas an xerxsac tu mirchev damtavrebuli ikneba yvela echvi am saitis sizlierestan dakavshirebit(me arc ise ar mepareba aranairi ehcvi mara mainc):)
ramdens aigeb rom chemtan ertad (araferi ar vici, nichieri var) sheqmna saiti. rac nishnavs ertad vijdet da tan mixsnide da tan vqmnidet saits.
pativiscemit,
mgobari
magari kaci xar admin gaixare eseti saitebi namdvilad aklia saqartvelos, gaixare magar kaci xar..
უბრალოდ ბრავო!!!!
ixilet chemi saxeli da ra axri maq mixvdebit ra
:D:D:D
admin tu damexmarebi. mainteresebs reitingebshi magalitad piczo poll. rogor sheidzleba ertma kacma misces bevri xma. zogi meubneba 30 camshi ert xmas vadzlevo da zogi kide ertdroulad adzlevs da iqneb eg informaciac daagdo
magari saitia
ადმინ შეიძელბა რაგაც კითხვა დაგისვა?? თუ შეიძლება გამაგებინეთ ვინმემ როგორ გავიგო Pentium მომცეს თუ Celeron???
antivirusi rogor davayeno?
Sg ADmin SG Magaria DZZZZZzzzzzZZZZZZ Sg bartttt… da Saitic Magaria…
wordpress-ze roa sakaifoa…
gaixara dzma vigac xar magari kaci xar.
magrad gamiscorda exla eseti axsnebi ro da ganmartebebi rom vnaxe.
ert saitze viyavi da davigruze magrad.
ise ar xdeba iq rogorc me minda
xoda aci me davamugameb chemi saitis gaketebas.
gaixare dzma .
jigari xar!
dzalian magari saitia
am saitis shemqmnels sagol.. magari xar!!!!
მართლა უძალიანმაგრესი საიტია, დღეს ვნახე პირველად და ძაან დამევასა, გეტყობა ბევრი გაქვს ნაშრომი, ყოჩაღ ასეთი საიტი ჯერ არ ვიცი ქართულ ვებსივრცეში, ყოჩაღ! ყველანაირად გაგიბაზრებ საიტს, იმედია საინტერესო იფორმაციების დამატებას არ შეაჩერებ.
magaria dzaaan
gaixare admin..
tandatan vxdebi rom es saiti chemtvisaa
sad shevidet rom sakutari site shevqmnat?
magaria magram dzaan rtulia gaixare shen aseti kai da lamazi saitistvis martla bevrs gaigebs adamiani aqedan da tyuilat ar daxarjavs dros
sagol dzmao,magari nichieri xar.magari saitia da gavavrceleb.
ყოჩაღ ადმინ ,მომეწონა ძალიან. კარგი საიტია ბევრის სწავლა შეიძლება, და ვფიქრობ რომ მალე პოპოლარული გახდება….
dzaan gamixarda am saitis “agmochena”,saintereso inpormacias vgebulob….:-)
martlac dzalian magari saitia dzmao, da iset siketes aketeb rom rac arcet qartvels web gverdebze ar gauketebi. hmerti iyos sheni mfarveli. erti survili mec maq da dzalian ki merideba magram, sxva gza ar maq. tu ici cs serveri rogor gavaketo damexmare. dzalian didi madlobeli viqnebi tu amashi xels shemicyob da gamomigzavni axsnas. tu ara da ara da shen iyavi kargad dzmao da, sxva gzas davadgebi. dzalian didi xania saitebze vedzeb am axsnas da ver vnaxulob versad. tqven ki dzalian gulketili adamiani brdzandebit. nebismieri pasuxi chems postaze gamomigzavne kacurad. didi madloba cinascar!!! gaixare chemo dzmao shens ojaxtan ertad.
გამარჯობა Lasha. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულკეთილი წერილისათვის, მინდა შენც წარმატებები გისურვო ცხოვრებაში. ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყავი.
რაც შეეხება შენს თხოვნას, მინდა გითხრა რომ დროის საშინელი დეფიციტი მაქვს. საქართველოს სახელით ვემზადები მსოფლიო ოლიმპიადისათვის ფიზიკაში რომელიც ჩინეთში ჩატარდება ამ კვირებში.
მე უბრალოდ მოგიძებნე მასალა CS Server-ების შექმნასთან დაკავშირებით. ეს ინსტრუქცია დევს თვითონ ქაუნთერის ოფიციალურ ვებგვერდზე სადაც დეტალურადაა აღწერილი რა და როგორ გჭირდება. თუ ინგლისურთან დიდი პრობლემა არ გაქ და შეეცდები წაიკითხო მემგონი არ უნდა გაგიჭირდეს.
მოკლედ გაგიკეთებ მენიუს და შენთვითონ აირჩიე რა გჭირდება
Introduction – შესავალია რომლის ლინკსაც გიგზავნი
Getting Started – ამ ინსტრუქციით მოემზადები დასაწყებად
Windows: Install CS Source - აქ ნახავ როგორ შექმნა სერვერი ვინდოუსის სისტემაზე ქაუნთერ სორსისთვის
Windows: Install CS 1.6 – აქ ნახავ როგორ შექმნა სერვერი ვინდოუსის სისტემაზე ქაუნთერ 1.6-ისთვის
Linux: Install CS Source – აქ წერია როგორ შექმნა სორსის სერვერი ლინუქსზე
Linux: Install CS 1.6 – აქ წერია როგორ შექმნა 1.6-ის სერვერი ისევ ლინუქსზე
Conclusion – ესეც დასკვნითი გვერდი
წარმატებებს გისურვებ!
–
პატივისცემით DEVI
game saitis gaketeba rogor sheidzleba? magalitad rogorc http://www.jok.ge aris? tu shegidzlia barem amis pasuxic rom gavigo. didi madloba cinascar!!!
DEVI dzalian didi didi madloba chemo dzmao! arc ki vici rogor gadagixado madloba. magram ert getyvi rom hmerti iyos sheni da sheni ojaxis mfarveli. dzalian kargi adamiani xar da neta yvela shensavit gulaxdili iyos dzmao. dzalian gamaxare. exla ki inda gisurvo carmatebebi shens sadac ar unda iyo da rasac ar unda aketebde. shenistana adamians nahdad unda qondes carmatebebi yoveltvis rom, ers da xalxs gamoadges. gamarjvebuli gataros hmertma dzmao. MADLOBAS GITVLI CHEMO DZMAO! PATIVISCEMIT “LASHA XMELIDZE” QUTAISIDAN.
გამარჯობათ, მე მაქვს საიტი იფასო ჰოსტზე ucoz-ე და მინდა ქართულ დომეინზე და ჰოსტზე გადმოსვლა მაიტერესებს თუ არი შესაძლებელი საიტის გადმოტანა და სად შეიძლება ეს გავაკეთო? ბევრგან ფორუმზე დავწერე ჰოსტინგებზეც გავაგზავნე მეილი მაგარამ არავინ მეხმაურება გთხოვთ დამეხმარეთ…
ucoz-ზე სამართავ პანელში ნახე ექსპორტირებას თუ აკეთებს რომელიმე ცნობილი სკრიპტისათვის, მაგალითად თუ აკეთებს ექსპორტს WordPress-ისათვის, ჩამოტვირთავ მაგ ექსპორტ ფაილს მერე იყიდი ჯი დომენს დააყენებ ჰოსტინგზე WordPress-ს და ვორდპრესის პანელში დააიმპორტებ შენს ექსპორტირებულ ფაილს..
დიდი მადლობა DEVI .
martla udzlieresi saitia! aseti daxvecili ishviatoobaa kvelanairi informaciaa compebze da ara marto dzalian saintereso statiebi devs, bevrs axal iscavli
მართლა მაგარი საიტია. გეტყობა ნიჭიერი კაცი ხარ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ჩვენც თუ გაგავნათებე ასე კაის იზამ. ჯიგარი ხარ
სააღოლ რა, რამდენი ხანია თავი ვერ მოვაბი საიტის გაკეთების შესწავლა რითი და როგორ დამეწყო და ამ ერთი სტატიით რაღაც 15 წუთში გავიგე ყველაფერი ის ძირითადი ამოცანები რაც საჭიროა დასაწყისისათვის, მადლობა ადმინ მაგარი კაცი ხარ
საღორ ძმაოოო
UNEტ.ცომ ი და ტკ ც დაამატეთ რა
საგოლ დზაან მაგარი საიტია სულ მაინტერესებდა ვებ დიზაინის შესწავლა და ეხლა შემთხვევით წავაწყდი ამ საიტს და ზედაპირულდ გადავიკითხე საკუთარი ვებ გვერდის შექმნის შესახებ. ვფიქრობ ეს საიტი დამეხმარება ვებ დიზაინის სრულყოფილად შექმნაში. მაგარი საიტიააააააა. საგოლ ადმინ მაგარი ვებ გაგიკეთებია. მაგარი ხარ.
tavidan azze ar viyavi martla ra .. xoda klaselma gaaketa klasis forumi da metqi mec vizav tko da ver izamo da jinaze gavakete..
imdenad vcdilobdi mistvis gadamejokra da uketesi mkonoda mteli dge komps vajeqi skriptebs vedzebdi rom uketesi gamxdariyo saiti.. ucoz iyo mara..
egec mixaroda meee..
dzalian kargi.. gamocdilebas praqtikiT igeb adamiani da isic kargia rodesac konkurencia gaq vinmestan.. ufro vitardebi
აჰაა.. უფრო ჯიბრის გრძნობა მქონდა თან ვებ-მასტერია და ძალიან მაბრაზებდა.. ისე ამ პატარა გოგომ რაც ვქენი ეგეც საკმარისია..
გამარჯობა,დევი
მე მზიკო ვარ 9 წლის ,გუშინ ბლოგი გავაკეთე ბლოგერზე,/იქ 19წლის მივეცი,ისე არ დამარეგისტრირებდა,/იუთუბზე ვნახე ვიდეო რეგისტრაციაზე ბლოგერში და იმის მიხედვით უპრობლემოდ(კაი ხარისხი ქონდა ვიდეოს)გამოვიდა.
მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს –ვიდეოში არ იყო ნაჩვენები ბლოგზე ვიდეოს ან სხვა მოძრავი კადრების დასმა და რაც უფრო მაინტერესებს ისეთი სათაურების გაკეთება რომ მოწკაპავ და სხვა ტექსტში გადაყავხარ,როგორც შენთან ან ცალ მხარეს რო ჩამონათვალი აქვს და მასში შედიხარ.
დღეს რაღაც შემთხვევით გადაგაწყდით ,ეს მგონი ადრე დადებული გაქვს,მაგრამ მე ალბათ რამეში გამომადგება თუ გავიგე ტექსტი.თუ რამენაირაად დამეხმარები რაც მე მაინტერესებს იმაში ძაან მაგარი ბიჭი იქნები
gtxovt damexmarot saitis gaketebashi da 40 evros mivtcem.chemtan dakavshireba shegidzliat facebooqze avtandil gourgenidze da skypi aris avtoavto5553
ra vtqva ar vici dzaan magari saitia eg erti da meore aseti admini mgoni erti xar
yvelapers zustad da zrdilobianad wer … da es xalxs siamovnebs mezizgeba monitoridan bevri kitvxa mara es kaci sie wers ro msiamovnebs kitxva da dzaan bevri rame sheviswavle gaixare amdin :*
რაიმე პროგი არაა საჭირო საიტის გაკეთებისთვის ???
კი შეიძლება სხვადასხვა პროგრამების გამოყენება, დასვით ფორუმზე ეს კითხვა და მიიღებთ ამომწურავ პასუხს..
au sagol devi dzma, magrad shromob, magari kaci xar, es site exla agmovachine da su shemoval da visvali ragaceebs, gaixaare dzma
devi magari saiti gaqvs tandatan upro da upro damainteresa pcmania.ge_m da misi xshiri stumari gavxdi. magari xar. warmatebebi
Gaixare Didi Madloba.. imedia gamogadgeba shens saqmeshi.
magari minda saiti mqondees
gamarjoba ici ra mainteresebs romel saitze shemilia gavaketo chemi saiti weliwadshi 30 larad ?/? gtxovt pasuxi daweret ra
nic.net.ge -ზე შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ დომენი წელიწადში 30 ლარად..
Gmadlob
devi, მადლობელი დაგრჩები თუ მიპასუხებ:
. საიტი მჭირდება, სადაც განვათავსებ და გადმოიწერს ხალხი (ვარეზებზე კი შემიძლია დამატება, მაგრამ არ მინდა ეგრე). ახლა ამ საიტის “შიგთავსი” D:\-ზე მაქვს, ოღონდ web-სკრიპტები და რამე არაა, html, php, java და ა.შ ენების საშუალებით დავწერე და ახლა დომეინი მჭირდება და სადმე არ იცი მარტივად რომ იშოვებოდეს უფასო დომენი და უფასო ჰოსტინგიც რომ იყოს იქვე. სულ ერთია რა სუფიქსი ექნება, მთავარია მოკლე იყოს, თუნდაც .at.tt.
დაწერილი მაქვს სხვადასხვა პროგრამები, მაგრამ ჩემს სამეგობროს ვერ გასცდა ვერცერთი.
ისე, ინერნეტი რომ გამიყვანეს, ხელშეკრულების თანახმად ერთი ვებ-საიტის შექმნის უფლება გაქვთო ეწერა და როგორ უნდა მოვიქცე, რომ ეს უფლება გამოვიყენო (ახალი ქსელების ინტერნეტი მაქვს), მაგათ საიტზე ვერ ვნახე ეგეთი რამე.
ძალიან გხოვ მიპასუხო, მჭირდება ძალიან!….
წინასწარ დიდი მადლობა!
უფასო ვებ ჰოსტინგისთვის: http://www.000webhost.com (სუბდომენს მოგცემენ უფასოდ) და დომენებისთვის http://www.co.cc
მადლობ, დევი.
ვერ ვერკვევი ჰოსტინგებში და დომეინებში და იქნებ მითხრა მერე რა უნდა ვქნა, დომენს რომ დავირეგისტრირებ, ჰოსტინგზე კი მივუთითე მისამართი, მაგრამ სეტაფს მთხოვს და მანდ გავიჭედე. ჰოსტინგში კიდევ ვერკვევი, აი დომენის კი არ ვიცი და ვერ მივხვდი როგორ უნდა დავაკავშირო ერთმანეთთან ვებ-ჰოსტინგ და დომეინი. სეტაფს რომ მთხოვს co.cc, რა ვუქნა?
მოკლედ ჰოსტინგს რომ აიღებ იქვე მიუთითე რომ მაგ ჰოსტინგზევე გინდა სუბდომენის აღება (000Webhost.com-ზე ვამბობ). დაარეგისტრირებ ესეთს http://ragacasaxeli.000Webhost.com , მერე შედი joynic.com-ზე და დაარეგისტრირე ახალი დომენი. დომენს რო დაარეგისტრირებ შედი შენს ექაუნთში და მონახე [Domain Settings] > ახალ გვერდზე Destination URL: -ში ჩაუწერე ის მისამართი რაც ჰოსტინგმა მოგცა (http://ragacasaxeli.000Webhost.com ) და ბოლოს submit info მიე და ვსო.. : )
დიდი მადლობა!