Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Skype

Skype-ის ლოგო

Skype (სკაიპი) – არის უფასო (კერძო) პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უფასო საუბარი როგორც პერსონალური კომპიუტერების, ასევე ინტერნეტთან კავშირის მქონე სხვა მოწყობილობების საშუალებით. ასევე არსებობს ფასიანი ხელმოწერა საერთაშორისო, რეალური ნომრისთვის და ფასიანი საერთაშორისო ზარებისთვის, მაგალითად ფიჭურ ტელეფონებზე ზარების განხორციელებისთვის.

SkypeMe სახე


SkypeMe სახე

SkypeMe სახე, სკაიპის ყველა მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ მათ დაინახონ, რომ თქვენ ხართ ხაზზე და მზად ხართ ხმოვანი ან შეტყობინებებით საუბრისთვის. Skype-ის მომხმარებლებში შედის ის ხალხიც, რომლებსაც თქვენ არ იცნობთ, ან არ გყავს საკონტაქტო სიაში. SkypeMe სახე უქმდება თქვენი პირადი პარამეტრებიდან.
იმისთვის რომ გადავიდეთ SkypeMe სახეზე აუცილებელია შევასრულოთ შემდეგი ოპერაცია :
Skype Windows-ისათვის, იმოქმედეთ მენიუს ბრძანებით File –> Change Online Status.
Skype Mac ოპერაციული სისტემისათვის იმოქმედეთ მენიუს ბრძანებით Account -> Change Status.

არქივი

Skype აარქივებს თქვენს საუბარს თქვენთვისვე და აღადგენს მას ლოკალური კომპიუტერიდან, თუ თქვენ ჩართული გაქვთ ეს პარამეტრი. საუბრის ისტორიის ქსელიდან აღდგენა შეუძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ვერავინ ვერ ნახავს თქვენს და იმ პიროვნების გარდა ვისაც ესაუბრეთ.
იმისთვის რომ ჩავრთოთ, ან გამოვრთოთ ეს ფუნქცია ოპერაციულ სისტემა Windows-ზე არსებული Skype-თვის, უნდა შევასრულოთ მოქმედება : Skype –> Tools -> Options –> Privacy. აქ შეიძლება ჟურნალირების ჩართვა/გამორთვა.
იმისთვის რომ ჩავრთოთ, ან გამოვრთოთ ეს ფუნქცია ოპერაციულ სისტემა Mac-ზე არსებული Skype-თვის, უნდა შევასრულოთ მოქმედება : Skype -> Preferences -> Chat, სადაც თქვენ ჩართავთ. აქ შეიძლება ჟურნალირების ჩართვა/გამორთვა.
ზარები არ არქივირდება!

ჯგუფური საუბარი

ჯგუფური საუბარი არის საუბარი სამ, ან მეტ მომხმარებელს შორის.

ავტორიზირებასთან დაკავშირებული პრობლემები

Skype-დან გამოსვლის შემდეგ ბევრს პრობლემა აქვს ხელმეორედ ავტორიზირებასთან.
პირველ რიგში დარწმუნდით რომ სწორად შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი.
თუ თქვენ სწორად შეგყავთ მომხმარებილის სახელი და პაროლი, ხოლო ავტორიზირებასთან პრობლემები მაინც გაქვთ, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს თქვენი კავშირი ინტერნეტთან. პრობლემების გადაწყვეტა შეიძლება შემდეგი მეთოდებით :

2. დახურეთ Skype.
3. თუ თქვენ გაქვთ მარშრუტიზატორი, მაშინ სცადეთ მისი გადატვირთვა.
4. თუ თქვენ იყენებთ proxy სერვერს, დარწმუნდით რომ თქვენ მითითებული გაქვთ proxy-ს ყველა პროგრამაში – Internet Explorer – Tools > Internet Options > Connections > LAN settings და Skype-ში Tools > Options > Connection.
5. თუ თქვენ იყენებთ Windows-ში ჩაშენებულ ქსელურ ფარს, მაშინ იმოქმედეთ მენიუს ბრძანებაზე Start menu Settings — Control Panel — Windows firewall. თუ ჩართულია პარამეტრი ”Don’t allow exceptions (არ დაუშვა გამონაკლისები)”, მაშინ გამორთეთ ის. გადადით exceptions (გამონაკლისები) ჩანართზე. თუ სიაში არის Skype, მაშინ წაშალეთ ის. Skype-ის ჩართვისას ქსელური ფარი გკითხავთ დაუშვას თუ არა გამონაკლისი. ამის შემდეგ საჭიროა დაადასტუროთ გამონაკლისის დაშვებაზე.
6. თუ თქვენ იყენებთ სხვა ქსეკლურ ფარს, მაშინ იმოქმედეთ მენიუს ბრძანებაზე Start menu –All Programs და მონიშნეთ თქვენი firewall. დარწმუნდით რომ გამონაკლისები დაშვებულია. გადადით Exceptions (გამონაკლისები) ჩანართზე. თუ სიაში არის Skype, მაშინ წაშალეთ ის. Skype-ის ჩართვისას ქსელური ფარი გკითხავთ დაუშვას თუ არა გამონაკლისი. ამის შემდეგ საჭიროა დაადასტუროთ გამონაკლისის დაშვებაზე.
7. ჩართეთ Skype.

წყარო: Wikipedia

მეორე წყარო: www.pcmania.ge

Filed Under: Skypeპროგრამები★ Articles

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


შემთხვევითი პოსტები

RSSComments (6)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. dato says:

    magadia momtere skypeshi shemi saxeli esa datooo883
    magadia :d :D :D:D:D:D:D

  2. tiko says:

    jgupuri saubari rogor unda maswavle raa.

  3. leono says:

    devi, gavige, rom skypeti shesadzlebeli yofila im pirovnebis compiuteris IP Adressis gageba, visac skypeti esaubrebi.tu es martalia, shegidzlia mitxra, rogro xdeba es?

  4. PrEtExTaT says:

    :D :D:D skaipis axsna raRad gindoda eg xom yvelam icis> :D :D::D

  5. levani says:

    leono
    Posted აპრილი 6, 2009 at 12:20 AM

    devi, gavige, rom skypeti shesadzlebeli yofila im pirovnebis compiuteris IP Adressis gageba, visac skypeti esaubrebi.tu es martalia, shegidzlia mitxra, rogro xdeba es?

    me agixsni dzma tu sheidzleba dzaan advilia ubralod charte skype miwere vinmes shemdeg shedi run_shi da dawer brdzaneba cmd mere fanjaras gamnoagdebs da dawere netstat da daelode ramodenime wamshi visac miere imis ipsac amogigdebs ,

  6. ilia says:

    2 skypis ertad rogor gavxsna?