Serv.ge

Google Chrome-ის 15 დამატება თქვენი Facebook-ისათვის

მას შემდეგ, რაც Google Chrome-ის აქტიური მომხმარებელი გავხდი, დავიწყე მისთვის გამოსადეგი და საინტერესო გაფართოებების/ედონების ძებნა. ძიებისას არაერთ ათეულ საინტერესო გაფართოებას წავაწყდი, რომელთა გამოყენებამ ინტერნეტში ძრომიალი უფრო საინტერესო გამიხადა.

მინდა ეს გაფართოებები თქვენც გაგიზიაროთ, რათა ჩემსავით შვება იგრძნოთ. დღეს კონკრეტულ თემას, ფეისბუქს შევეხები და მისთვის გამოსადეგი ედონების სიას ჩამოგითვლით, თან ვეცდები თითეული მათგანის ფუნქცია აგიხსნათ.

1. Beautify Facebook

Beautify Facebook

ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გაფართოებაა, მას შემდეგ რაც ფეისბუქმა სახე იცვალა, რის შემდეგაც რთული გახდა ინფორმაციის მიღება ახალი შეტყობინებების და სხვა ქმედებების (activities) შესახებ.

ამ ედონის საშუალებით თქვენი ფეისბუქის გვერდი ისეთივე გახდება, როგორც ზემოთა ფოტოზე; დაემატება ახალი სმაილები ჩატში, ფეისბუქის title ტეგში, favicon-ის გვერდით დაეწერება ახალი შეტყობინებების/ქმედებების რაოდენობა და სხვ.

სხვების თუ არა, ამ გაფართოების დაყენებას ყველას გირჩევთ : )

გაფართოების დაყენება – Beautify Facebook

2. Facebook for Google Chrome

Facebook for Google Chrome

ესეც ერთობ საინტერესო გაფართოებაა მათთვის, ვინც ფეისბუქს აქტიურად მოიხმარს. ამ ედონის დაყენების შემდეგ თქვენ აღარ დაგჭირდებათ უშუალოდ ფეისბუქის მთავარ გვერდზე სიახლეების სანახავად და სტატუსების გასანახლებლად. ყველაფერის გაკეთება ერთ მარტივ, პატარა ფანჯარაში იქნება შესაძლებელი.

გაფართოების დაყენება – Facebook for Google Chrome

3. Facebook Photo Zoom

Facebook Photo Zoom

იმისათვის, რომ ფეისბუქში არსებული ფოტოები უფრო დიდ გაფართოებაში გვენახა, ამისთვის საჭირო იყო უშუალოდ მასზე დაჭერა, რის შემდეგაც გადავიდოდით ამ სურათის ცალკეულ გვერდზე. ეს დამეთანხმებით ნაკლებად სასიამოვნო პროცესია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ინტერნეტის სიჩქარე დაბალი აქვს.

ამ ედონის გამოყენების შემდეგ კი ეს ყველაფერი საჭირო აღარ იქნება. თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ სასურველ სურათს გადაატაროთ მაუსის კურსორი და იგი მისი მაქსიმალური ზომის შესაბამისი გახდება, როგორც ეს ზევითა სურათზეა ნაჩვენები.

გაფართოების დაყენება – Facebook Photo Zoom

4. Facebook Fixer

Facebook Fixer

სახეშეცვლილი ფეისბუქით უკმაყოფილო მომხმარებლებისათვის ესეც საინტერესო გაფართოებაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ სხვადასხვა პარამეტრების მართვას; ვიდეოების გადმოწერა, მარჯვენა საიდბარში დღევანდელი იუბილარების გამოქება და სხვ.

გაფართოების დაყენება – Facebook Fixer

5. Facebook Styler

Facebook Styler

როგორც ხედავთ ფეისბუქის თქვენს გემოზე მოსაყვანად არაერთი გაფართოება არსებობს. ესეც სწორედ მათ სიას მიეკუთვნება, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მარჯვენა და მარცხენა საიდბარების გადაადგილება, კუთხეების მომრგვალება და სხვ.

გაფართოების დაყენება – Facebook Styler

6. Facebook Chat Emoticons

Facebook Chat Emoticons

მემგონი ბევრ ახსნას არ საჭიროებს, რომ ეს გაფართოება ფეისბუქის ჩატში სმაილებს ამატებს, ხომ ? : )

გაფართოების დაყენება – Facebook Chat Emoticons

7. Facebook Simple Notes

Facebook Simple Notes

ეს კიდევ ერთი გაფართოებაა, რომლის დაყენებასაც გირჩევთ. მისი მეშვეობით ყველა სახის ქმედება, რომელსაც შეგატყობინებთ ფეისბუქი notification-ების საშუალებით, დაჯგუფდება. ანუ, თუ მაგალითად, გაქვთ 14 ახალი შეტყობინება, და აქედან 10 არის ერთ სტატუსზე დაკომენტებული, ხოლო დანარჩენი 4 სხვადასხვა ბმულებზე თუ სტატუსებზე, ის 10 ერთად იქნება ასეთ მომრგვალებულ ჩარჩოში ჩასმული, ხოლო დანარჩენი 4 ცალ-ცალკე. ამით თქვენ დროს საგრძნობლად მოიგებთ.

გაფართოების დაყენება – Facebook Simple Notes

8. Facebook Rounder

Facebook Rounder

დღეს უკვე ვებ-დიზაინში ბლოკებზე მომრგვალებული კუთხეების გამოყენება ძალიან გახშირდა. ამ გაფართოების წყალობით ფეისბუქზეც არსებული ბლოკები მომრგვალებულ კუთხეებს მიიღებს. ეს საკმაოდ სასიამოვნო შესახედია, თუმცა თუ თქვენ პირველ ედონს გამოიყენებთ (Beautify Facebook), მაშინ ამ ორი გაფართოების შერწყმა სრულიად დაგიკარგავთ ფეისბუქზე ხელმეორედ შესვლის სურვილს.

გაფართოების დაყენება – Facebook Rounder

9. Friends Mural for Facebook

Friends Mural for Facebook

ერთი შეხედვით საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო გაფართოებაა, რომელიც გაძლებთ საშუალებას აირჩიოთ თქვენი სურვილით მეგობრების რაოდენობა და მხოლოდ მათ შესახებ შეიტყვოთ ინფორმაცია: სტატუსების განახლება, ლინკების გაზაირება და სხვ.

ამის მეშვეობით ფეისბუქის მთავარ გვერდზე შესვლა აღარ დაგჭირდებათ, ყველაფერის მართვა ბრაუზერის სპეციალური ფანჯრიდან შეგეძლებათ.

გაფართოების დაყენება – Friends Mural for Facebook

10. Facebook Notifier

Facebook Notifier

ძალიან კარგი, პატარა და მუშა გაფართოება, რომლის საშუალებითაც ფეისბუქზე შეუსვლელად შეგიძლიათ შეიტყვოთ ახალი ქმედებების შესახებ notification-ების საშუალებით.

გაფართოების დაყენება – Facebook Notifier

11. Facebook Cleaner

Facebook Cleaner

გაფართოება, რომელიც ფეისბუქს “ასუფთავებს”  შემაწუხებელი რეკლამებისგან და suggestions ბლოკისგან.

გაფართოების დაყენება – Facebook Cleaner

12. Facebook Chat History Manager

Facebook Chat History Manager

თუ თქვენ აქტიურად იყენებთ ფეისბუქის ჩატს, მაშინ თქვენ ეს გაფართოება გამოგადგებათ, რომლის მეშვეობითაც ჩატის ისტორიის მართვა შეგეძლებათ.

გაფართოების დაყენება – Facebook Chat History Manager

13. Facebook Invite All

ძალიან გამოსადეგი გაფართოება მათთვის, ვინც ფეისბუქში აქტირუად ატარებს რაიმეს PR კამპანიას, ქნმის ივენთებს, ჯგუფებს, გვერდებს და მათ მოსაწვევს უგზავნის თავის მეგობრებს. მოსაწვევის გაგზავნის პროცესი ძალიან შემაწუხებელია და დიდი დრო მიაქვს. ამიტომაც ამ ედონის გამოყენებას გირჩევთ ყველას, ვინც ფეისბუქს მიზნობრივად მოიხმარს ხოლმე. მისი მეშვეობით ერთ ღილაკზე დაჭერით მოსაწვევი გაეგზავნება ყველა თქვენს მეგობარს.

ამ გაფართოების დაყენების შემდეგ დაემატება toggle all ღილაკი, სწორედ იქ, საიდანაც ხდება მეგობრებისთვის მოსაწვევის გაგზავნა.

გაფართოების დაყენება – Facebook Invite All

14. Facebook Poke All

Facebook Poke All

ძალიან საინტერესო გაფართოება მათთვის, ვინც ფეისბუქზე “ხულიგნობს” :D მისი გამოყენებით შეგეძლებათ ყველას ერთდროულად “უჯიკოთ” (ქართულ ვერსიაში poke თარგმნეს, როგორც “უჯიკე” :D )

გაფართოების დაყენება – Facebook Poke All

15. MyFacebook

MyFacebook

გაფართოება, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგეძლებათ თქვენს მეგობრებს შეუცვალოთ სახელი და ფერი.

გაფართოების დაყენება – MyFacebook

16. Facebook Share

და ბოლოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გაფართოება, რომლის საშულებითაც თქვენ შეგეძლებათ ერთ ღილაკზე დაჭერით, ინტერნეტში არსებული, თქვენთვის საინტერესო გვერდების  გაზიარება.

გაფართოების დაყენება – Facebook Share

როგორ დავაყენო გაფართოებები?

How to Install Google Chrome Extensions? (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

როდესაც აირჩევთ თქვენთვის სასურველ გაფართოებას და გადახვალთ მის გვერდზე, უბრალოდ დააჭირეთ ამ ღილაკს, რომლის შემდეგაც კიდევ ერთხელ მოგიწევთ Install ღილაკზე მაუსის დაჭერა, დადასტურების მიზნით.

დღეისთვის სულ ეს იყო. შემდეგში მსგავს საინტერესო და საჭირო გაფართოებებს შემოგთავაზებთ ბლოგერებისთვის, დეველოპერებისთვის და უბრალოდ მათთვის, ვისაც ჩემსავით უყვარს ინტერნეტში ძრომიალი.

კომენტარის სახით კი გთხოვთ მაცნობოთ, გამოგადგათ თუ არა ესა თუ ის ედონი, ან ხომ არ თვლით, რომ რომელიმე მნიშვნელოვანი გაფართოება გამომრჩა? : ) ველი თქვენს გამოხმაურებებს : )

პოსტის ავტორი Landish

www.Landish.ge

Popularity: 46% [?]

Filed Under: SoftSoftwareინტერნეტიფაილები★ Articles★ Download

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

შემთხვევითი პოსტები

RSSComments (10)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. chrome says:

    facebook chat emotion davayene da ar chans smolebi da risi brali unda iyos?

    • Landish says:

      იმის, რომ ფეისბუქს აღარ ააქვს მაგ ჩანართის მხარდაჭერა : )
      ანუ აღარ მუსაობს ეგ გაფართოება ი ვსიო : )
      ვერაფრით უშველი

  2. beqa411 says:

    gaixare devi, kargi infoa dzalian

  3. MR says:

    sagol devi, dzalian magari namushevari.
    mainteresebs, arsebobs tu ara iseti programa tu gafartoeba, romlis meshveobitac shevdzleb stumrebis naxvas?
    tu ici, saertod araferi ar aris amdagvari?

  4. pachuka says:

    ადმინ ძალიან გთხოვ მასწავლე ჩემს საიტზე მინდა დავაყენო მთარგმნელი და როგორ ვქნა ??

    • DEVI says:

      იქნებ დააკონკრეტო რა მთარგმნელს გულისხმობ.. სასურველი იქნება თუ ამ კითხვას ჩვენს ფორუმზე დასვავ, იქ გიპასუხებ

  5. Beka Gabadadze says:

    se igi es gafartoeba ar dakendeba?

  6. vano says:

    es yvelaperi kargia magram ukan rogor amovigo dayenebuli damateba?

    • DEVI says:

      მისამართის ზოლში ჩაწერე ეს chrome://extensions/ და შედი..

      მერე აირჩიე რომლის ამოღებაც გინდა და იმის ქვეშ დააწექი ლინკს Uninstall