Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Orbit Downloader 4.0.2 და Opera 10.61

დღეს მინდოდა ერთ პატარა პრობლემაზე მესაუბრა მაგრამ რადგან თემას მოჰყვა მოდით ჯერ თავად თემის მთავარ როლში მონაწილე პროგრამების ახალ ვერსიებს შემოგთავაზებთ:

Orbit Downloader 4.0.2

სიახლე ბევრი არაფერია,

- გამოსწორდა Orbit-ის და Firefox-ის ინტეგრაციის პრობლემა. ზოგიერთი ჩამოტვირთვის დროს არ ხდებოდა Orbit-ის გამოძახება..

- გაუმჯობესდა Orbit-ის ახალი სერვისის Software Updater მუშაობა. შეგახსენებთ რომ სერვისი ეძებს თქვენს კომპიუტერში არსებული პროგრამების ვერსიას და შემდეგ მისი განახლებული ვერსიის ჩამოტვირთვას გთავაზობთ..

პროგრამა უფასოა და ჩამოქაჩვა შეგიძლიათ ჩვენივე სერვერიდან: Orbit Downloader 4.0.2

Opera 10.61

ოპერამ საკმაოდ ბევრი ცვლილება განიცადა.. ბოლო 60 და 61 ვერსიებში (და საერთოდ 50-იდან მოყოლებული) სერიოზული ძვრებია.

ოპერას ჩეინჯლოგს შეგიძლიათ გადახედოთ აქ.

გადმოწერეთ  Opera 10.61

პრობლემა

თუკი თქვენ  ხართ  Facebook-ის და ოპერას აქტიური მომხმარებელი  და აპირებთ ამავდროულად  Orbit Downloader-ის დაყენებას  მინდა გითხრათ რომ Orbit-ის ინსტალაციის დროს არავითარ შემთხვევაში არ მიუთითოთ ოპერასთან ინტეგრაცია..

საქმე იმაშია რომ  Facebook-ის ჩატში ლაპარაკისას ყოველ ახალ მოსულ შეტყობინებაზე სისტემა აგდებს “ტკაპის” მსგავს ხმას.. ხოლო თუკი თქვენ ოპერაში ჩააინტეგრირებთ Orbit-ს მაშინ ეს ხმა აღიქმება როგორც mp3 ფაილის ჩამოტვირთვის პროცესი.

ანუ ყოველი ახალი შეტყობინებისას  Orbit-ი იწყებს ამოხტომას და ახალი ჩამოტვირთვის შემოთავაზებას..

წარმოიდგინეთ ხანგრძლივი საუბრისას რა გემრიელად გაწვალდებით ყოველ ახალ შეტყობინებაზე  Orbit-ის დახურვით : )

…………

სულ ეს არის რაც უნდა მეთქვა.. იმედია რომელიმე თქვენგანი მაინც გადავარჩინე წვალებას :)

Filed Under: Softპროგრამებირჩევები★ Articles★ Download

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


შემთხვევითი პოსტები

RSSComments (5)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. tornike says:

    opera-ში მაქვს პრობლემა, დაყენებული მაქვს ფონტი BPG Extra Square და ოპერაში ყველა ქართულ სიტყვას ამ ფონტით მიჩვენებს, მინდა რომ Sylfaen-ით მიჩვენოს მარა Internation Languages-დან არ იცვლება. ამ ფონტს ხშირად ვიყენებ და არ მინდა წაშლა. რას მირჩევთ?

    • DEVI says:

      ფონტის რეზერვული ასლი შეინახეთ და დროებით წაშალეთ კომპიუტერიდან, შემდეგ ოპერაც წაშალეთ და თავიდან დააყენეთ (ეცადეთ ბოლო, ამჟამად 10.61 ვერსია დააყენოთ). ცოტახანი ნახეთ თუ იმუშავებს Sylfaen-ით და მხოლოდ ამის მერე ჩაწერეთ BPG Extra Square. ისევ არევის შემთხვევაში, Opera-ს პარამეტრებიდან არეგულირეთ ფონტები

  2. IkaMac says:

    მე რადგან LINUX მაქვს,ამიტომ ვინდოუსის პროგრამებს ხო არ დავაყენებ? ამიტომ მაქვს FIREFOX და მიდგას ზედ http://www.downloadhelper.net/ -ის მოდული და მშვენივრად მუშაობს, თან კონვერტირებასაც აკეთებს რაც ძალიან კარგია :) :) :)

  3. ილია says:

    მხოლოდ 10.61 ვერსიაში არის ქართული შრიფტი.აი ახლა ვუყურებ ზედა მარჯვენა კუთხეში წითელ ფონზე თეთრ ასო ბგერებს:მენიუ>ჩანართების ფანჯრები>>გვერდი>>ბეჭდვა . . . და ესე დაუსრულებლად :)

  4. gziro says:

    ურევ ახლა რაღაცას, Opera-ს ქართული ენა რამდენი ხანია რაც აქვს.