Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Windows 7 (Beta 1, Build: 7000)

ძია ბილის წასვლის შემდეგ MS-მა გადაწყვიტა ემუშავა ძველი ვინდოუზავრებისაგან განსხვავებული რაიმე ახალი, ინოვაციური ოპერაციული სისტემის შექმნაზე. როგორც PDC 2008-ზე  გაირკვა ინოვაციური ვინდოუზავრის სახელი უნდა ყოფილიყო  “7″ :D გაგეცინათ არა ? დიახ ნამდვილად სასაცილო სახელწოდებაა აქვს ჩვენს ახალ ოპ-სისტემას, თუმცა არც მის წინამორბედს აქვს ნაკლებად იუმორით ახსავსე სახელი. VISTA – ლატვიურად ქათამს ნიშნავს, ასე რომ ვინდოუს ქათამის (Windows VISTA) მერე სამყაროს ევლინება ვინდოუს შვიდი (Windows 7) :P

შესავალი

ბევრი მითქმამოთქმის მერე ჩვენს უკიდეგანო ინტერნეტში გამოჩნდა ფიფქიას და შვიდი ჯუჯას სხვადასხვა ბილდ ვერსიები მისივე საინსტალაციო DVD-ებითურთ. საბოლოო ვერსია, რომელზეც MS შეჩერდა იყო Build 7000 რომელზეც თითების კვნეტითა და გულისფანცქალით ფიქრობდნენ რომ სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ის რჩეული რომელსაც უნდა რქმეოდა Windows 7 Beta1. ასეც მოხდა!  Build 7000 “გაბაზრდა” როგორც “Windows 7 Beta1″ და სულ რამოდენიმე დღის წინ (წესით 29-30 იანვარს) ჩვენი საყვარელი კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე (odnoklasniki-ზე არ ვამბობ, microsoft-ი ვიგულისხმე!) გამოჩნდა პირველი ბეტა ვერსია რომელზედაც დღეს გესაუბრებით..

აღწერა და სიახლეები

მოკლედ გული მიგრძნობს რომ თქვენი უმრავლესობა მაინც 2002 წლის დანჯღრეული ვინდოუს “ხპ”-თი კითხულობს მაგრამ შევეცდები თეორიულად მაინც მოვახერხო იმ სამოთხის აღწერა რომელსაც შვიდი ჯუჯას ავტორები (არა რა უოლტ დისნეი ?! ) გვპირდებიან.. მოკლედ ჩვენი ვინდოუზავრის ახალ ვერსიაში შეხვდებით შემდეგ ზიზილ-პიპილოებს:

გაუმჯობესებულია taskbar-ი და სრულ-ეკრანზე გადათვალიერება

taskbar სწორედ ის ადგილია რომელსაც ერთი ფანჯრიდან მეორეში გადასართველად ვიყენებთ. აქ შეგიძლიათ თანმიმდევრულად განალაგოთ თქვენი სასურველი იკონკები, ხოლო სანამ ერთი ფანჯრიდან მეორეზე ისკუპებთ შეგიძლიათ ჰოპას დაძახებამდე მომდევნო ფანჯარა full screen-ით შეათვალიეროთ.

Jump Lists

ეს ახალი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ თქვენს მიერ გამოყენებად პროგრამებში მის გაუხსნელად პირდაპირ სტარტ მენიუშივე ნახოთ თქვენს მიერ ნამუშევარი ბოლო რამდენიმე ფაილი. მაგალითად თუ თქვენ წერდით ვორდში რაიმე ტექსტს და უცბად გამორთეთ. ვორდის გაუხსნელად პირდაპირ სტარტ-მენიუშივე ვორდის პიქტოგრამასთან მიტანით თქვენ გამოგივათ ის სია რომელ დოკუმენტეთანაც მუშაობდით ახლახანს და რომელი დოკუმენტებიც იქნა გახსნილი ამ ბოლო პერიოდში.

ახლებური ნავიგაცია ფანჯრებს შორის

მაუსის ისრის ჩავლებისთანავე ნებისმიერ ფანჯარაზე შეირძნობთ ჩვენი ვინდოუზავრის ახლებური ნავიგაციის უნარს. ვინდოუს 7 გიადვილებთ მუშაობას სხვადასხვა ფანჯრებთან..

Internet Explorer 8 Beta 2

ახალი ბრაუზერი ახალ ვინდში..  რომელიც გეხმარებათ  აკეთოთ ყველაფერი სწრაფად Online-ზე. მისი ინოვაციური ცვლილებები გაძლევთ საშუალებას მცირე ძალისხმევით მიიღოთ მეტი ინფორმაცია.

მისი სწრაფი ძიების მექანიზმი საძიებო სიტყვის ნახევრად შეყვანისასაც კი სწრაფადვე გიგდებთ მის სავარაუდო ვარიანტებს თავისივე დასურათებებით. თქვენ შეიძლება შეიყვანოთ მხოლოდ პირველი სამი ასო და იმწავსვე მიიღოთ სასურველი შედეგი, ესეც დროის დიდი ეკონომია.

მასში ჩაშენებული აქსელერატორები გი გაძლევთ საშუალებას ნაკლები ძალისხმევი იპოვოთ მონიშნული სიტყვის ან წინადადების გარშემო რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. მაგალითად რაღაც ტექსტში რომელიმე სიტყვა ან ქალაქი თქვენთვის უცნობია, უბრალოდ მონიშნავთ სასურველ სიტყვას და აქსელერატორის ლურჯი ღილაკის დახმარებით მიიღებთ ამ სიტყვის თარგმანს ან მონახავთ თქვენთვის უცნობ ქალაქს რუკაზე..

ამავდროულად ახალი Web Slices-ს ფუნქცია გაძლევთ საშუალებას თქვენს ავორიტებში არსებულ ვებვერდებზე შეუსვლელად ერთი მარტივი დაჭერით ნახოთ არის თუ არა რაიმე სიახლე მოცემულ ვებგვერდზე.. თუნდაც თ ამინდის პროგნოზი გაინტერესებთ ერთერთ ვებგვერდზე, მასზე შუსვლელად მარტივი მოძრაობით გაიგებთ ტემპერატურას სასურველ ქალაქში.

Windows Live

მოქნილი ინსტრუმენტი მომხმარებლებისათვის რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაიკროსოფტის ის სასურველი პროგრამები რომლებსაც ვინდოუს 7 უჭერს მხარს. მაგალითისათვის შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ Windows Live Messenger, Photo Gallery, Mail, Writer, Movie Maker და სხვა.

საუკეთესო device management-ი

შვიდი ჯუჯას ახალ ვერსიაში აღარ გექნებათ ლეგენდარული დრაივერების პრობლემა. ახალი მენეჯმენტ სისტემის საშუალებით უფრო ადვილად მართავთ იმ აპარატურას რომელიც კომპთან იქნება შეერთებული, იქნება ეს პრინტერი, სკანერი, პლეიერი, ტელეფონი თუ უბრალოდ ფლეშკა.

ვინდოუს 7-ის ახალი ტექნოლოგიის Device Stage-ის გამოყენებით გეძლევათ საშუალება იქონიოთ ინტერაქტიული ურთიერთობა ნებისმიერ აპარატურასთან და ერთ ფანჯარაშივე შეამოწმოთ მოწყობილობის მდგომარეობა, შეამოწმოთ მისი სტატუსი და აწარმოოთ სხვადასხვა ბრძანებები.

HomeGroup

HomeGroup ტექნოლოგიის გამოყენებით თქვენ გიადვილდებათ ქსელის შექმნა სახლში. იმ კომპებზე რომლებზეც აყენია Windows 7 მარტივად და უფრო სასარგებლოდ შეძლებთ ქსელის გაყვანას. ამ ტექნოლოგიით ადვილად უკავშირდებით სხვა კომპებს და მოწყობილობებს თქვენი სახლის უკაბელო ქსელში, ამიტომ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ დაუშვათ ქსელში ფაილები, ფოტოები, მუსიკა და თუნდაც პრინტერი გამოსაყენებლად. იმისათვის რომ ამ ტექნოლოგიით ისარგებლოდ დასაწყისისთვის საჭოროა ორი კომპი მაინც რომელზეც Windows 7 აყენია.. მას შემდეგ რაც მორჩებით homegroup-ში გაწევრიანებას თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Network and Sharing Center-ი იმისათვის რომ აკონტროლოთ ვის მისცეთ უფლება და ვის არა გამოიყენოს თქვენს კომპში არსებული ინფორმაცია…

ზოგადად სხვა “ნავაროტკები”

მოკლედ ვინდოუზავრ 7 ერთი დიდი სიახლეა რომელშიც მაქსიმალურადაა გამოსწორებული ყველა პრობლემა. ამიერიდან მასში აღარ აგიშლით ნერვებს ნელა ჩატვირთვა ან გამორთვა, თუნდაც მძინარე მდგომარეობიდან გამოსვლა ან ჩვეულებრივ მუშაობის რეჟიმში ჭედვა. ეს ყველაფერი სწრაფად და მარტივად ხდება, ხოლო თუკი რაიმე პრობლემა შეიქმნა თქვენი საყვარელი ვინდოუზავრი თვითონვე გეხმარება მის გამოსწორებაში..

ნოუთბუქზე ელემენტით მუშაობის შემთხვევაში ცოტათი შესვენების დროს სისტემა ავტომატურად იწყებს ენერგიის შენახვის რეჟიმში გადასხვლას და შედეგად ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობაც იზრდება..

თუკი იმის პრობლემა გაქვთ რომ მოგბეზრდათ ერთიდაიგივე დიზაინის ინტერფეისში მუშაობა, არც მაგაზე გაწყენინებენ. სისტემას თავისით მოყვება სხვადასხვა დიზაინის თემები და ფუნქციები. თქვენ შეიძლება დააყენოთ სლაიდშოუ თქვენს დესკტოპზე ან შეცვალოთ ფერების სქემა. მიიღოთ ახალი სქრინსეივერები, ვოლფეიერები და ხმებიც კი გამოცვალოთ ახლებით.. თქვენ შეგიძლიათ ჩამოქაჩოთ ახალი თემები ან შექმნათ თქვენი საკუთარი ინტერპრეტაციით. ამ მხრივ ვინდოუს 7-ს სამყარო მდიდარია.

ზოგჯერ ხდება რო ტვინს გიჭამთ ესა თუ ის ევრორები გრანდიოზული პოემებით რომელთა წაკითხვა ძალიან გვეზარება და ბრმა იუზერებივით პირდაპი OK-ს ვუტყაპუნებთ. ამიერიდან თქვენ შეგიძლიათ აკონროლოთ თქვენი ტვინის ჭამის ლეველი ევრორებისაგან და ვინდოუსის  Action Center-ის საშუალებით მიიღოთ შეტყობინება რაიმე მომხდარის შესახებ თუმცა მისი წაკითხვა და გამოსწორება უბრალოდ სხვა დროისათვის გადადოთ..

თანდათან დგება ერა როდესაც მაუსი და კლავიატურა აღარაა საჭირო. თუ მოხდა ისე (ღმერთმა ქნას) რომ შეიძინეთ Touch-Screen-ი არც აქ შეგექმნებათ რაიმე პრობლემა. Win7 თავისუფლად მუშაობს ასეთი ტიპის მოწყობილობებთან, მისი საშუალებით თქვენ დაუკრავთ მუსიკას, დაათვალიერებთ, გაადიდებთ ან დააპატარავებთ ნებისმიერ გამოსახულებას და კიდევ უამრავ მოქმედებას შეასრულებთ რაც მთავარია სწრაფად და მარტივად, თქვენი თითების გამოყენებით.

ამავდროულად  Win7-ის ახალი ფუნქციის Handwriting recognition-ის საშუალებით შეძლებთსპეციალური კალმით წეროთ თუნდაც ურთულესი მათემატიკური ფორმულები, ამ ყველაფერს Win7-ი თავისუფლად აღიქვამს და გადაიტანს Word-ში.

რათქმაუნდა ახალ ო.ს.-ს კიდევ ბევრი ახალი ფუნქცია გააჩნია რომლგებსაც ნელნელა შემდგომ მიმოვიხილავთ და გავეცნობით. მანამდე კი ვეცადე მაქსიმალურად გასაგებად ყოფილიყო აღწერილი ეს ერთი მთლიანი ინოვაციური ვინდოუზავრი რომელსაც მე შვიდი ჯუჯა ვუწოდე :D

თუ თქვენ IT პროფესიონალი ხართ და ეს ინფო არაა საკმარისი თქვენთვის, გირჩევთ ცოტა ინგლისურს მოუხმოთ და წაიკითხოთ ცნობა სპეციალურად  IT-პროფესიონალებისათვის: http://technet.microsoft.com/dd353205.aspx

ხოლო მათ ვისაც აინტერესბს გაქაჩავს თუ არა მისი კომპი ახალ ვინდოუზავრს გავაგრძელეთ კითხვა:

მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები:

1 GHz 32-bit ან 64-bit პროცესორი

1 GB ოპერატიული მეხსიერება

16 GB თავისუფალი ადგილი ვინტზე

DirectX 9 გრაფიკის მხარდაჭერიანი  128 MB მეხსიერების ვიდეოდაფა იმისათვის რომ გაეშვას ”Aero theme”.

DVD-R/W დრაივი

კავშირი ინტერნეტთან რათა მოახდინოთ  განახლებები

სხვა:

live TV და touch ფუნქციების გამოსაყენებლად რათქმაუნდა საჭიროა შესაბამისი აპარატურა

საჭიროა system recovery disk და მისი გამოყენების ცოდნა
ბეტა ვერსიას ვადა გაუვა  2009 წლის 1 აგვისტოს.

მოკლედ ბეტა ტესტერებო!

იმისათვის რომ ჩამოვქაჩოთ ვაჭერთ Download-ს და გადავდივართ ოფ. საიტზე სადაც ვირჩევთ სისტემის ტიპს, ენას და ვქაჩავთ!

File.ge-ს სერვერიდან:

Windows 7 Beta 1 (build 7000)

Activation Key:

J7PYM-6X6FJ-QRKYT-TW4KF-BY7H9
D67PP-QBKVV-6FWDJ-4K2XB-D4684
HQDKC-F3P6D-C9YYM-HRB89-QDBB7
76DX2-7YMCQ-K2WCP-672K2-BK44W
2RG93-6XVFJ-RKHQ7-D2RTT-3FMQT
TT63R-8JGWP-WWT97-R6WQC-4CVWY
YQJX6-D6TRM-VWBM7-PHDJK-YPXJH
Q7J7F-GQHBT-Q42RQ-2F8XV-2WKKM
KH4X7-JY8G7-RCD7G-BYDJW-YTPXH
WYBJ8-8QVP3-24R82-VV2VP-72Q9W
9DP2R-W78GJ-GJBKW-CKR46-H3WYT
CXB7F-WWCM4-BP9V3-2YH43-RK8Y6
W9BYV-K2TB8-4YDJT-QBQWP-KFDHB
WGDJW-B8DYC-WVKX4-6MKF4-B8PK8
2PHXF-9PBDW-D3WWY-CPDKD-XG87V

იხილეთ სქრინები:

სადემონსტრაციო ვიდეოები:

Filed Under: SoftWindowsWindows 7★ Articles★ Download

About the Author: ჩემს შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ


შემთხვევითი პოსტები

RSSComments (30)

დატოვე კომენტარი | ტრეკბექი

  1. David27 says:

    დახვეწილი სისტემაა, გუშინ დავაყენე ლეპტოპზე და BETA-ს კვალობაზე მშვენივრად მუშაობს. ყველა დრაივერი თავისით დააყენა! ახლოვდება XP-ს და VISTA-ს აგსასრულის დგე!)))))))))

  2. K[a]L[a] says:

    ეს ო.ს 32-bit-იანი იქნება?

  3. DEMO says:

    CD key sad aris?

  4. David27 says:

    key-ს microsoft-ის ოფიციალურ საიტზე დარეგისტრირებისას მიიღებთ და აგვისტომდე გექნებათ ლიცენზია. სისტემა 32 და 64bit-იანია.. არჩევანს გადმოწერამდე გააკეთებთ ))))))))))))

  5. gio_gt says:

    tkveni azrit romeli jobia mac os tu Windows 7 (Beta 1) ?

  6. salaga says:

    devi

    kacurad mitxari ra windows ro gadavcer aqedan da diskze ra failit chavcero? mere ro gadavtvirtav da f9_it ro gaxsnas da chveulebrivad gadavayeno? nero virtual imageti chavcere da ar qna da riti chavcero?

    • DEVI says:

      chven saitze rac devs eg aris SP3-is sainstalacio faili romelic chveulebrivi exe-a. shen tu gchirdeba iseti Service Pack 3 CD romlidanac Windowsis gadayenabc shesadzlebelia inrenetshi unda modzebno specialurad Windows XP SP3 -is CD imiji romelsac gadmocer da im imijshi arsebul failebs chacer CD-ze romelime Imijis mkitxveli programebit, tundac Nero Express-it.

  7. salaga says:

    imena am windze ar vidzaxi servis pack 3ze vidzaxi

  8. DEMO says:

    მოკლედ ახლა ამ ვინდოუსიდან ვწერ ამას და ძალიან მომწონს, კარგი ეფექტები აქვს მაგრამ ყველაფერი არ მიდის (პროგრამები). ისე ტესტ ვერსიააა და თან ოფიციალური, პრინციპში მომწონს :D
    P.S. CD Key იქვე არის მაგ საიტზე რომ დარეგისტრირდები და კიდევ, არის ISO-13346 :D

  9. salaga says:

    xo gadayeneba minda da egeti mchirdeba eseigi failebs amovigeb da egreve diskze gadavyri neroti. madlobt gaixare.

  10. DEMO says:

    არა რომ გადმოწერ იქნება ISO ფაილი და მიუთითე რომ გახსნას Nero Burning Room ით და ეგრე ჩაწერე DVD ზე. ნუ მერე სჰესაბამისად დააყენე როგორც Windows XP უფრო მარტივიცაა :D :D:D:D:D
    P.S. CD Key არ დაგავიწყდეს :D :D:D:D:D:D

  11. Leo says:

    jigrebo ki kai windowsi chans magram vistas dzaan caagavs bevri ramit ara marto interfecesit me mekena axlaxans VISTA sp1 home basic kvelaferi titkmis igive ubralod explorer 8 ar iko bevri funkciebit es caagavs ar gipikriat imaze rom es igive nagavia rac vista ubralod cota rajaceebi shecvales daamates tan ufasod gacerineben oficialuri versiac ar aris 2009 clis bolos gamovao arasandoa me vpikrob. me axla vapireb rom davakeno Windows_Server_2008_R2_Beta_EN_(STD-ENT-DC)egeba aman ajobos esec mikrosoftis saitzea gadmocert uproblemod

  12. BaCh1 says:

    Bichebo Kacurad Mitxarit Es Ro Davayeno Rac D Diskze Maqvs Tcameshleba???

  13. nika says:

    DEVI avasti da windows defenderi ertmanets xels xo ar sheushlian?

  14. ribok says:

    daemon tools it davayene bidziebo:DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDarc cariel diskze casvla momiwia :D DDDDD@ magaria dzaan mara betaa da bevr programebs ver itvisebs mara sxva mxriv vistasac da xpsac chimavs shuaze. xo kide moyveba programa romlitac shegidzliat microponit ubrdzanot komps mag:ityvi :o pen skype da gaixsneba imwamsve skype da ravici kide magaria dzaaan dasruldeba xp s da vista mogvaweoba ase 2010 2011 wlebistvis

  15. NIko says:

    Daemon Tolls ar kendeba da rame sxva proga xo ar icit romelic imushavebs Win.7-tan?

  16. levan13557 says:

    ratom vistaze ar aris info dadebuli ? saertod arafrad migachniat xpis rom jobia amashi echvi vis epareba! (albat imat visac araferi ainteresebt an verafershi ver erkvevian) an es windows 7 rom amoichemet vistas 1 sp mainc ak da male 2 gamova da eg jer beta versiebia 7000 7050

  17. nika says:

    32 da 64bit-an windows shi ra gansxvavebaa?

    • ★ DEVI ★ says:

      32 ბიტიანი სისტემა ეს ცვლადების შედარებით მოძველებული სისტემაა რომელითაც გარკვეული რაოდენობის ინფორცმაციის (მთელი რიცხვის სახით) შენახვა შეიძლება 32 ბიტის სისრულით. ასევე შემუშავებულ იქნა 64 ბიტიანი სისტემა რომელიც როგორც წესი უფრო სწრაფ და წარმატებულ სისტემად ითვლება ვიდრე მისი წინამორბედები.

  18. nika says:

    ★ DEVI ★ gaixare kai kaci xar. ise 64 bit-ians mirchev? ufro swapad imushavebs?

    • ★ DEVI ★ says:

      თუ შენი კომპისთვის 64იანი ვერსიაა საჭირო აუცილებლად ეგ უნდა დააყენო კარგი მუშაობისთვის.

  19. nika says:

    devi rogor gavarkvio romelia ajiro, monacemebit?
    CPU Intel(R) Pentium(R) Dual CPU E2160 @ 1.80GHz, 1795 MHz
    operatili 2GB
    video GTX 260
    romeli ajobebes 32 iani?

  20. [...] გადაჭარბებით იმუშავეს იმისათვის რომ Windows 7 რაც შეიძლება სწრაფად გამოსულიყო [...]

  21. [...] 802.11 b/g ინტერნეტი, Bluetooth 2.1 და ასევე მუშაობს Windows 7-ზე,  რომელიც ამ წლის 22 ოქტომბერს [...]

  22. [...] არა Windows 7 ? ეს უკვე ბევრმა აღიარა. Windows 7 შეიცავს [...]

შეკითხვები სტატიასთან დაკავშირებით დასვით ჩვენს ფორუმზე!
კომენტარებში შეკითხვები არ მიიღება!

დატოვეთ თქვენი კომენტარი