XXI საუკუნე მაღალი ტექნოლოგიების ერაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში პერსონალური კომპიუტერის იდეა სრულიად რეალურად იქცა და შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი პროდუქტი გახდა. კომპიუტერის განვითარებასთან ერთად დაიხვეწა კომპიუტერული გრაფიკაც, რამაც საშუალება მისცა დიზაინერებს შეექმნათ მაღალი დეტალიზაციის ინტერაქტიული გრაფიკული გამოსახულებები, რისი გამოყენებაც შემდგომში ვიდეო-თამაშებში მოხდა.

საბრძოლო თამაშები

Crysis – ერთერთი ყველაზე ცნობილი საბრძოლო თამაში

 

საბრძოლო თამაშები კი დღესდღეისობით ყველაზე მაღალ მოთხოვნადი პროდუქტია, რომლის გრაფიკული მხარეც იმდენად დაიხვეწა, რომ თითოეული სროლის, აფეთქებისა თუ მკვლელობის სცენა არაფრით ჩამოუვარდება მაღალი გარჩევადობით გადაღებულ ფილმს. რეალურობის შეგრძნებასთან ერთად ტექნოლოგიურმა პროგრესმა ადამიანის ფსიქოლოგიურ მხარეზე მოახდინა ზეგავლენა, თუმცა ეს დღემდე დავის საგნად რჩება გავლენა დადებითი აღმოჩნდა თუ უარყოფითი.

საბრძოლო თამაშები Modern Warfare

COD: Modern Warfare

2011 წლის 22 ივლისს, ნორვეგიის მოქალაქემ, ანდრეს ბრეივიკმა ლეიბორისტების ახალგაზრდულ ბანაკში  69 ახალგაზრდა, ავტომატის შეუჩერებელი ჯერით ჩახოცა. დამნაშავის დაკითხვისას როდესაც საუბარი ტერორისტული აქტის დაგეგმვის ისტორიაზე მიდგა, ტერორისტმა ჩამოთვალა კომპიუტერული საბრძოლო თამაშები, რომლის საშუალებითაც იგი თამაშისას ფსიქოლოგიურ მზადებას გადიოდა ასეთი მასობრივი მკვლელობის ჩასადენად.

ბავშვები თამაშის პროცესში

არსებობს ორგანიზაციები რომლებიც კომპიუტერულ თამაშებს ასაკობრივ ზღვარს უწესებენ და ამით მშობლებს რეკომენდაციას აძლევენ თუ რომელი თამაშია მიზანშეწონილი მათი შვილების ასაკში

თანამედროვე მკვლევარების განცხადებით კი კომპიუტერული საბრძოლო თამაშები ადამიანს ეხმარება სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების გამომუშავებაში და ინტელექტის კოეფიციენტის (IQ-ს) გაზრდაშიც კი უწყობს ხელს.

Counter Strike Source

Counter Strike Source – ერთერთი ყველაზე ცნობილი თამაში საქართველოში

 

საბედნიეროდ კი დღესდღეობით მაინც არსებობს ორგანიზაციები ( ვრცლად სტატიას იხილავთ აქ ) რომლებიც კომპიუტერულ თამაშებს ასაკობრივ ზღვარს უწესებენ და ამით მშობლებს რეკომენდაციას აძლევენ თუ რომელი თამაშია მიზანშეწონილი მათი შვილების ასაკში. თუმცა ალბათ საქართველოში მშობლების 99.99%-ს ამის შესახებ არცკი სმენია.

მსოფლიო განვითარებასთან ერთად მრავალი ტიპის პრობლემას აწყდება, რომელთა შედეგები, თუკი დღეს ერთი-ორი მაგალითით შემიფარგლება, ათეულობით წელიწადში სრულიად შესაძლებელია მასობრივი სახე მიიღოს. უკვე ჩამოყალიბებულ პიროვნებებში კარგად ვხედავთ თუნდაც კომპიუტერული თამაშების გავლენას, ხოლო რა გავლენას მოახდენს ადრეული ბავშობიდანვე რეალური შეგრძნებების მომტან სისხლიან ორთაბრძოლებში ვირტუალური ჩაბმა, არც ისე ძნელი მისახვედრია. თუმცა ამას მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს, რადგან ჩვენს ბავშობაში ასეთი ფუფუნება არ გვქონია.